fbpx

ნიუ-იორკი, რომელსაც ვერავინ ხედავს


გააზიარე სტატია

 

 

„ცნობილი არქიტექტორების – ფრენკ ლოიდ რაიტისა და რობერტ ვენტურის უკან უბრალო მუშები, მხატვრები და კალატოზები დგანან, რომლებმაც ოსტატების ჩანაფიქრი განახორციელეს. 

ყოველდღე ნიუ-იორკში მილიონობით ადამიანი დააბიჯებს, ისინი საკუთარ სმარტფონებში იმზირებიან და ვერ ამჩნევენ შენობების კედლებზე, კარის ღიობებზე, ფანჯრის რაფებზე, კარნიზებზე  ამოჭრილ საოცარ ფორმებს, სახეებს, ცხოველებსა და ფანტასტიკურ არსებებს. ამ ადამიანების შრომა დაუფასებელია, მათი ხელოვნება არ არის აღიარებული“, – ამბობს რობერტ არტურ კინგი.  

 

 

რობერტ არტურ კინგი

 

რობერტ არტურ კინგი 72 წლის არქიტექტორია. რამდენიმე წლის წინ მან ნიუ-იორკის არქიტექტურის შეუმჩნეველი დეტალების ფოტოაპარატით გადაღება და აღნუსხვა დაიწყო, რათა საზოგადოების ყურადღება  იმ ადამიანებისკენ მიეპყრო, რომელთა შრომაც, როგორც წესი, ანონიმურად რჩება. 

 

იდეა კი ძალიან სპონტანურად დაიბადა. მოხუცმა ფოტოგრაფიის შესწავლა გადაწყვიტა, სპეციალურ კურსზე ჩაეწერა, სადაც სხვადასხვა დავალებებს აძლევდნენ. ერთხელ ქუჩაში გასვლა და უცნობი ქალის ფოტოს გადაღება დაავალეს. 

როგორც თავად იხსენებს, როცა კამერა მოიმარჯვა და ობიექტისკენ მიმართა, უცნობმა ქალმა მისკენ მოიხედა, მან კი თავი უხერხულად იგრძნო და კამერა ინსტინქტურად იქვე მდგომი შენობისკენ მიმართა. 

უცნაური დამთხვევის წყალობით, ფასადზე ქვაში ამოკვეთილი ქალის ფიგურა შენიშნა და გადაიღო, რომელსაც მოგვიანებით ვიოლა შეარქვა. 

ამ საინტერესო ამბის მერე ნიუ-იორკის შენობების დეტალების გადაღება რობერტ არტურ კინგის ცხოვრების წესად იქცა. ქალაქის ქუჩებში  წლობით ხეტიალის შემდეგ მან რამდენიმე წიგნიც გამოსცა სახელწოდებით „სახეები ქვაში“, „ფიგურები ქვაში“ და „ცხოველები ქვაში“, რომელთა მეშვეობითაც „უჩინარი ნიუ-იორკი“ შეახსენა საზოგადოებას.  

თუმცა, მისი გატაცება ყოველთვის სახალისო და უსაფრთხო არ ყოფილა.  მიტოვებული შენობის დათვალიერებისას რამდენჯერმე იატაკი ჩაინგრა და ფიზიკური დაზიანებები მიიღო, ერთხელ კი ერთი მიტოვებული ნაგებობა ნარკოდამოკიდებულთა თავშესაფარი აღმოჩნდა და დაუპატიჟებელ სტუმარს ცეცხლი გაუხსნეს. საბედნიეროდ, კინგმა მსუბუქი ჭრილობა მიიღო და თავს გაქცევით უშველა. 

„ეს ქალაქი უჩინარდება. ქვის შენობები ნელ-ნელა ქრება და მათ თანამედროვე შუშის ნაგებობები ანაცვლებს, რომელთაც ხასიათი არა აქვთ, უსულოები არიან. ჩემი მიზანი მათი გადარჩენაა, თუნდაც  ციფრული სახით“, – ამბობს კინგი. 


რეკომენდებული სტატიები
ნიუ იორკი, ბავშვები და ქუჩის ფოტოგრაფია 80 წლის წინ - ელენ ლევიტი

ნიუ იორკი, ბავშვები და ქუჩის ფოტოგრაფია 80 წლის წინ - ელენ ლევიტი

ნიუ იორკი, ბავშვები და ქუჩის ფოტოგრაფია 80 წლის წინ - ელენ ლევიტი
ელენ ლევიტი ამერიკული ქუჩის ფოტოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  ფიგურაა. მას ერთდროულად “თავისი დროის ყველაზე აღიარებულ და ყველაზე უცნობ ფოტოხელოვანადაც” მოიხსენიებენ
ნიუ-იორკის მუზეუმი ცნობილი ამერიკელი არტისტის - მარტა როსლერის გამოფენას ხსნის

ნიუ-იორკის მუზეუმი ცნობილი ამერიკელი არტისტის - მარტა როსლერის გამოფენას ხსნის

ნიუ-იორკის მუზეუმი ცნობილი ამერიკელი არტისტის - მარტა როსლერის გამოფენას ხსნის
როსლერის შემოქმედება ფოტოგრაფიას, ვიდეოს, კოლაჟს, ინსტალაციას, სკულპტურასა და პერფორმანსს მოიცავს. მისი ერთ-ერთი პირველი ცნობილი ნამუშევარი 1975 წლით თარიღდება - ესაა ფემინისტური ვიდეოარტი Semiotics of the Kitchen
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.