იაპონური კალიგრაფიის თანამედროვე სამურაი, რომელიც ფუნჯს კატანის მსგავსად იყენებს


გააზიარე სტატია

Image may contain: 2 people, text

ავტორი: ერეკლე ერისთავი


ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის,  რომ იაპონური დამწერლობის სისტემა ათასობით იეროგლიფს აერთიანებს. წარმოიდგინეთ, როგორ განსხვავებულად გამოხატავს ფურცელზე ამ იეროგლიფებს თითოეული იაპონელი, თავიანთი ჩვეული მკაცრი წესრიგის დაცვითა და რუდუნებით. 

მაგრამ სრულიად განსხვავებული პროცესი იწყება, როცა შოდოს ოსტატი ხელში იღებს ფუნჯს და გადმოსცემს იმაზე მეტს, ვიდრე ეს იეროგლიფი აღნიშნავს.  

კალიგრაფიაც ხომ ზუსტად ესაა, ბგერითი მნიშვნელობის მქონე სიმბოლოების ისე გადმოცემა, რომ შედეგი ამ მნიშვნელობაზე, სიტყვებზე მეტი იყოს. 

ამგვარი  ნამუშევარი მეტყველებს მეტს, ვიდრე მისი, როგორც სიტყვის ან წინადადების ფუნდამენტური, ყველასთვის გაცხადებული შინაარსია.


კოშუ, იგივე აკემი ლუკასი,  იაპონური კალიგრაფიის, ანუ შოდოს ოსტატი და მასწავლებელია. თანამედროვე ხელოვანი, რომელიც აერთიანებს უძველეს ცოდნასა და ტექნიკებს აწმყოს მისეულ აღქმასთან და ფუნჯით გამოსახავს უსასრულო მოგზაურობას მოცემულ მომენტში. მისი მიღწევები და ნამუშევრები მეტყველებენ იმ უდიდეს ნიჭსა და შრომის შედეგზე, რასაც მან კალიგრაფიაში 43-წლიანი მოგზაურობისას მიაღწია. ამ დროის განმავლობაში ის უკვე მეორედ ეწვევა საქართველოს. ჩვენს ქვეყანაში, კონკრეტულად კი სიღნაღში პირველად სტუმრობის შემდეგ მისი შთაბეჭდილება ასეთი იყო:


“საქართველოში, განსაკუთრებით კი სიღნაღში პირველმა სტუმრობამ ჩემი გული სიყვარულით აავსო, იმ წრფელი და ღრმა სიყვარულით, რომელიც აირეკლებოდა აქაურ ადამიანთა გულებსა თუ მათ გარემომცველ ბუნებაში და  რომლის ექო ათასწლეულის შემდეგაც მოისმის.”

 


სწორედ ექო არის მთავარი თემა სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში დაგეგმილი გამოფენისა, რომელსაც “ექო დროისა და სივრცის მიღმა” ეწოდება.  50-მდე ნამუშევარი გამოგზაურებთ სრულიად უცხო, უნიკალურ სამყაროში. როგორც თავად აკემი იმედოვნებს, მისი ხელოვნება პოვებს გამოძახილს თქვენს გულებში და ექოდ გაიჟღერებს მომავალ თაობებში. 

ეწვიეთ გამოფენას და თავად შეიგრძენით ის, რასაც იაპონური კალიგრაფიის თანამედროვე სამურაი გამოხატავს ფუნჯის თითოეული მონასმით გამოწვეულ მოგზაურობაში.

8 ივლისს აკემი ლუკასი “ჯეოლაბში” გამართავს სალექციო კურსსა და ვორქშოპს, რომელზე რეგისტრაციაც  AT.ge-ს ნებისმიერ მკითხველს შეუძლია.

 

 


რეკომენდებული სტატიები
ზღაპრებიდან მანგას კომიქსებამდე - დემონები იაპონური გრავიურებიდან

ზღაპრებიდან მანგას კომიქსებამდე - დემონები იაპონური გრავიურებიდან

ზღაპრებიდან მანგას კომიქსებამდე - დემონები იაპონური გრავიურებიდან
ნახეთ იაპონური დემონები - ისინი იაპონურ ლეგენდებსა თუ ზღაპრებში, თანამედროვე მანგას კომიქსებში და საშინელებათა ფილმებში გვხვდებიან
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.