fbpx

3 ივლისი დილიდან


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

ნიუ-იორკში გამართულ გეი პრაიდში ქართველებიც  მონაწილეობდნენ. სხვადასხვა ქვეყნის დროშებთან ერთად კი საქართველოს დროშაც ფრიალებდა.

 

დღის ფოტო: ქართული დროშა ნიუ-იორკის პრაიდზე

“ქართული მარში” ნიუ-იორკის პრაიდზე

Gepostet von ამერიკის ხმა am Sonntag, 30. Juni 2019

 

ვიდეო: https://www.facebook.com/

 

ქართული პროექტი “ინგა” ევროპის ევრიმაჟის ფონდის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა

ფილმი 10 გამარჯვებულს შორის მოხვდა და კოპროდუქციის ფარგლებში ათას ევროს მიიღებს. ფილმი საქართველოს, ლიეტუვის და ლუქსემბურგის ერთობლივი პროდუქციაა, რომლის გადაღებაც 2019 წლის ბოლომდეა დაგეგმილი. ფილმის რეჟისორები გიორგი გოგიჩაიშვილი და დავით აბრამაშვილი არიან, სცენარი კი მარიამ ბექაურსა და ზაზა კოშკაძეს ეკუთვნით. 

წყარო: https://www.filmneweurope.com

 

ბესარიონ დარჯანიას გალერეა “კამეა” პროექტ KOREA Minhwa exhibition-ის ფარგლებში წარმოგიდგენთ კორეელი მხატვრების გამოფენას – Minhwa in Georgia

Image may contain: sky and outdoor

Minhwa კორეელი ხალხის ხელოვნებას ნიშნავს, ამ ტიპის ნამუშევრები ეკუთვნის მხოლოდ უცნობ ან მოხეტიალე ხელოვანებს, რომლებსაც არ მიუღიათ ფორმალური განათლება, მათ არ იციან სახვითი ხელოვნების თანამედროვე ტენდენციები და შესაბამისად, მათი ნამუშევრები არაკომერციულია – არაა გათვლილი ყოველდღიური გამოყენებისა და დეკორაციისთვის.  

გამოფენაზე წარმოდგენილია 45 კორეელი მხატვრის ნამუშევარი. ნამუშევრებში ასახულია კორეული კულტურა, მითოლოგია და ფოლკლორი. მათი კალიგრაფია და პრინტი ისეთივე ღირებულებისაა, როგორიც მხატვრობა. მასალა, რომელსაც სახატავად იყენებენ, ხელით დამზადებული ქაღალდი (hanji) გახლავთ, რომლის ტექნოლოგიაც კორეელებს უძველესი დროიდან მოსდგამთ.

წყარო: https://www.facebook.com/

 

2019 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში განახლებულ 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს გაუშვებს

ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება. ლარის განახლებული ბანკნოტების დიზაინი ბაჩა მალაზონიამ შექმნა. განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა.

 

ეროვნული კინოცენტრი  “ოსკარის” საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის  საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევას იწყებს

ფილმების მიღება ეროვნულმა კინოცენტრმა 2 ივლისს დაიწყო. განაცხადის ბოლო ვადაა 2019 წლის 26 ივლისი. შემოსული ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს  სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოავლენს. კომისიის წევრებისთვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება ივლისის ბოლოს იგეგმება.

 შეგახსენებთ, რომ წელს ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით “ოსკარის” უცხოენოვანი ფილმის ნომინაციას სახელი შეეცვალა და მას საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაცია დაერქვა.

წყარო: http://beta.gnfc.ge/

 

თრეილერი: Four Weddings and a Funeral სერიალად ბრუნდება

მინდი კილინგის მიერ შექმნილ შოუში მთავარ როლს ნატალი ემანუელი მოირგებს. სერიალის სიუჟეტი 1994 წელს გამოსულ ფილმს ეფუძნება, რომელშიც მთავარ როლებს ენდი მაკდაუელი და ჰიუ გრანტი ასრულებენ. მაკდაუელი ერთ-ერთი მთავარი გმირის როლს შეასრულებს ამ სერიალშიც, მასთან ერთად კი  რომკომების ერთ-ერთ შეუდარებელ მსახიობს, დერმონტ მარლუნისაც ვიხილავთ.

წყარო: https://www.youtube.com

 

 


რეკომენდებული სტატიები
1 ივლისი დილიდან 
Play Video

1 ივლისი დილიდან 

1 ივლისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დილიდან გვინდა გაცნობოთ, რომ ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია შვეიცარიის საერთაშორისო სავაჭრო სამიტს საპატიო სპიკერის სტატუსით დაესწრება.
2 ივლისი დილიდან
Play Video

2 ივლისი დილიდან

2 ივლისი დილიდან
დილა მშვიდობისა! უკვე რამდენიმე დღეა მსოფლიო მედია, მათ შორის ამერიკული და ბრიტანული, საქართველოს შესახებ სტატიებს აქვეყნებს და მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლისკენ მოუწოდებს. 
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.