fbpx

4 ივლისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დღეს, აქციის მე-15 დღეს, საღამოს 19:00 საათზე პარლამენტთან მომღერლები ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია-კონცერტს გამართავენ. იმ შემსრულებლებს შორის, რომლებიც საქართველოს პარლამენტის წინ დაუკრავენ და იმღერებენ, არიან – ანიტა რაჭველიშვილი, სოფო ბათილაშვილი, რობი კუხიანიძე, მაია დარსმელიძე, KayaKata, მარტივი გამოსავალი, ერეკლე დეისაძე, თამრიკო ჭოხონელიძე და სხვები.

 

დღეს, აქციის მე-15 დღეს, პარლამენტთან მომღერლები ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია-კონცერტს გამართავენ.

უკვე ცნობილია იმ შემსრულებლების სია, რომლებიც საქართველოს პარლამენტის წინ დაუკრავენ და იმღერებენ.

  • KayaKata
  • სოფო ბათილაშვილი
  • ნიკა კოჩაროვი
  • ერეკლე დეისაძე
  • მწვანე ოთახი
  • მარტივი გამოსავალი
  • ჯგუფი “არა”
  • რობი კუხიანიძე
  • მაია დარსმელიძე
  • გია თოიძე
  •  გიორგი უშიკიშვილი
  • თამრიკო ჭოხონელიძე
  • ანიტა რაჭველიშვილი
  • თერიკა და დასავლელი
  • Kung Fu Junkie
  • Bedford Falls
  • Mellow
  • LOUDspeakers
  • The BearFox
  • Four Dimensional Monster Lobsters და სხვები.

 

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მიიღებს

ტურნირის ორგანიზატორებმა რაგბის პოპულარიზაციის მიზნით კამპანიაში სუმოისტები, მათ შორის ქართველი ტოჩინოშინი – ლევან გორგაძე ჩართეს. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში იაპონიაში, ტოკიოს ერთ-ერთ ქუჩაზე, ტოჩინოშინის ქანდაკებაც დაიდგა რაგბის ბურთით ხელში.

ფოტო: https://netgazeti.ge

 

ქართველი პროდიუსერი ელენე მარგველაშვილი როტერდამის ლაბის ჯილდოს Rotterdam Lab Scholarship Award მფლობელი გახდა.

Image may contain: 2 people, people smiling, people standing

იგი მონაწილეობას მიიღებს ტრენინგ პროგრამაში, რომელიც როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ჩატარდება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ლევ ტოლსტოის პოპულარული რომანის, “ანა კარენინას” მიხედვით სერიალს გადაიღებენ

Anna Karenina

 ადაპტაციაზე The Girl-ის სცენარისტი გვინეტ ჰაილესი იმუშავებს.   “ანა კარენინას” ახალ ეკრანიზაციაზე BBC, Endemol და ITV იმუშავებენ. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ შეასრულებს სერიალში მთავარ როლს. რაც შეეხება ტოლსტოის რომანს, მისი რამდენიმე ეკრანიზაცია არსებობს, მათ შორის ბოლო 2012 წელს გამოსული ფილმია კირა ნაითლის მონაწილეობით.

წყარო: https://deadline.com

 

ჰარი პოტერის სამყაროზე შესაძლოა სერიალი გადაიღონ

სერიალში მოვლენები ფილმებში მომხდარ ამბებზე ადრინდელ ისტორიას მოგვიყვება. ინსაიდერები იუწყებიან, რომ პროექტი შემუშავების საწყის სტადიაზეა, ამიტომაც მეტი ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის. ვიცით მხოლოდ ის, რომ სიუჟეტის მიხედვით შევხვდებით სრულიად სხვა გმირებს წარსულიდან, რომლებიც სწავლობენ და მუშაობენ ჰოგვორტსში.

წყარო: https://bookriot.com/

 

არქეოლოგებმა ერაყის ქალაქ მოსულთან უძველესი ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს, რომელიც აქამდე წყალსაცავის წყლით იყო დატბორილი

ის მითანის სამეფოს დროს დაარსდა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე XVII-XIII საუკუნეებში არსებობდა. ამ ტერიტორიაზე წყლის დონემ ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწია, თუმცა არქეოლოგებმა გათხრები მაშინვე ვერ დაიწყეს. მოგვიანებით სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ქალაქი სასახლეებით და დამცავი კედლებით. მეცნიერების თქმით, ქალაქის აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს მითანის ისტორიის აღდგენისთვის.

წყარო: https://www.livescience.com/65850-bronze-age-palace-iraq.html

 

 


რეკომენდებული სტატიები
3 ივლისი დილიდან
Play Video

3 ივლისი დილიდან

3 ივლისი დილიდან
დილა მშვიდობისა! ნიუ-იორკში გამართულ გეი პრაიდში ქართველებიც  მონაწილეობდნენ. სხვადასხვა ქვეყნის დროშებთან ერთად კი საქართველოს დროშაც ფრიალებდა. 
2 ივლისი დილიდან
Play Video

2 ივლისი დილიდან

2 ივლისი დილიდან
დილა მშვიდობისა! უკვე რამდენიმე დღეა მსოფლიო მედია, მათ შორის ამერიკული და ბრიტანული, საქართველოს შესახებ სტატიებს აქვეყნებს და მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლისკენ მოუწოდებს. 
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.