კორეაში ქუჩები სპეციალური საღებავით მოხატეს, რომელიც მხოლოდ წვიმის დროს ჩანს
კომპანია PANTONE-მა ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტის დიზაინერებთან და კურატორებთან კოლაბორაციით შეასრულეს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა კორეის დედაქალაქ სეულის ტრანსფორმაციას, შემაღონებელი მოზონური სეზონის განმავლობაში.
Project Monsoon-ად წოდებული აქცია იმით დაიწყო, რომ კრეატიულმა ჯგუფმა სეულის ქუჩები ჰიდროქრომული საღებავით მოხატა – საღებავით, რომელიც სიმშრალეში გამჭვირვალეა, ხოლო დასველებისას ამა თუ იმ ფერს იღებს. ნახატები სამხრეთ კორეული კულტურის ელემენტებით იყო შთაგონებული.
აღმოსავლეთ აზიური ტრადიცია მდინარესა და მის დინჯ დინებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რაც ზუსტად ის იყო, რისი ასახვაც დიზაინერებს თავიანთ საჯარო ხელოვნების ნიმუშებში სურდათ. ქუჩის ნამუშევრები მოულოდნელად ჩნდება წვიმის დაწყებისთანავე, როცა მოღუშული ნაცრისფერი ციდან წვეთები ცვივა და მიწაზე ეცემა.
პირქუში წვიმების დროს ნახატები ფეხით მოსიარულეების განწყობაზე დადებითად მოქმედებს – მათ თვალწინ მოულოდნელად გამოჩენილი გამოსახულებები ასახავს წყალქვეშა სამყაროს, რომელიც მოცურავე თევზებითა და კუებითაა სავსე.
გამომდინარე იქიდან, რომ მოზონური წვიმები შეიძლება სამ კვირამდე გაგრძელდეს, სეულის მოქალაქეებს თავიანთი ქოლგებიდან ნახატების დათვალიერების საშუალება მაინც ექნებათ.
ორიგინალი: https://9gag.com