fbpx

საყვარელი კერძები ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან – ფოტოპროექტი


გააზიარე სტატია

 

ლიტერატურულ ნაწარმოებებში  პერსონაჟების საყვარელი კერძები, სხვადასხვა ტიპის სასმელები, საუზმის, სადილობის ან ვახშმის სცენები, სადღესასწაულო სუფრები იმდენად ოსტატურადაა მწერლების მიერ აღწერილი, რომ მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს და ერთგვარ გასტრონომიულ ინტერესსაც აღვივებს. 

ფრანგმა ფოტოგრაფმა შარლ რუმ გადაწყვიტა, რომ მისი საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ვიზუალურად აღედგინა და გადაეღო ე.წ. კულინარიული ეპიზოდები. ამ ფოტოსერიას მან „გამოგონილი ტრაპეზი“ უწოდა. 

ფოტოგრაფის თქმით, პროექტზე მუშაობა საკმაოდ რთული, ხანგრძლივი, თუმცა სასიამოვნო პროცესი იყო. პირველ ეტაპზე, მეტი სიზუსტისათვის, დეტალურად კითხულობდა და სწავლობდა ამა თუ იმ ავტორის  ტექსტს, ანტიკვარიატის მაღაზიებში ყიდულობდა სასურველ ნივთებს, კერძებსაც თავად ამზადებდა და მხოლოდ შემდეგ ზრუნავდა განათებაზე, კომპოზიციაზე და გადაღებისათვის საჭირო სხვა ნიუანსებზე.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ნამუშევარს პროექტიდან.

 

  • „კულულა და სამი დათვი“. ძმები გრიმები

 

  • „სიყვარული ჟამიანობის დროს“. გაბრიელ გარსია მარკესი

 

  • „გზა შუქურისკენ“. ვირჯინია ვულფი 

 

  • „მეტამორფოზა“. ფრანც კაფკა

 

  • „ანა კარენინა“. ლევ ტოსლტოი

 

  • „მობი დიკი“. ჰერმან მელვილი

 

  • „ყველაზე ცისფერი თვალი“. ტონი მორისონი

 

  • „ულისე“. ჯეიმს ჯოისი

 

  • „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“. ლუის კეროლი

 

  • „1Q84“. ჰარუკი მურაკამი 

 

  • „დონ კიხოტი“. მიგელ დე სერვანტესი

 

  • „ჯეინ ეარი“. შარლოტა ბრონტე

 

  • „საბრალონი“. ვიქტორ ჰიუგო

 

  • „გზაზე“. ჯეკ კერუაკი

 

  • „ჰაიდი“. უოჰანა შპირი

 

  • „დაკარგული დროის ძიებაში“. მარსელ პრუსტი


რეკომენდებული სტატიები
ცნობილი მხატვრების სამუშაო ინტერიერები

ცნობილი მხატვრების სამუშაო ინტერიერები

ცნობილი მხატვრების სამუშაო ინტერიერები
კრეატიულმა სააგენტო NeoMam-მა ცნობილი მხატვრების საცხოვრებელი ოთახებისა და სტუდიების კომპიუტერული მოდელები შექმნა. ნახეთ როგორ სივრცეებში მუშაობდნენ მსოფლიოს განთქმული ხელოვანები.
ზღაპრებიდან მანგას კომიქსებამდე - დემონები იაპონური გრავიურებიდან

ზღაპრებიდან მანგას კომიქსებამდე - დემონები იაპონური გრავიურებიდან

ზღაპრებიდან მანგას კომიქსებამდე - დემონები იაპონური გრავიურებიდან
ნახეთ იაპონური დემონები - ისინი იაპონურ ლეგენდებსა თუ ზღაპრებში, თანამედროვე მანგას კომიქსებში და საშინელებათა ფილმებში გვხვდებიან
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.