fbpx

2019 წელს სანახავი 7 სერიალი


გააზიარე სტატია

Game Of thrones ციებ-ცხელება  თითქოს მიილია, თუმცა 2019 წელი სერიალების მოყვარულთათვის მაინც ძალიან დატვირთული აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ გთავაზობთ შვიდ სერიალს, რომლებიც წლევანდელ წელს გაგიმრავალფეროვნებთ.

 

Chernobyl  

ეს ის სერიალია, რომელმაც ყველა დროის ყველა რეკორდი მოხსნა სერიალების ისტორიაში. HBO-სა და Sky Atlantyc-ის მინი სერიალი “ჩერნობილი” ხუთსერიანი ისტორიული დრამაა და ის დაფუძნებულია სსრკ-ში, ქალაქ პრიპიატში, 1986 წელს მომხდარ ჩერნობილის ატომური რეაქტორის აფეთქების რეალურ ამბავზე, სადაც საბჭოთა მაღალჩინოსნების ბრალეულობა იკვეთება აფეთქების დაფარვის მცდელობაში. 

მინისერიალი ბელორუსი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნის – “ჩერნობილის ხმების” მიხედვით არის გადაღებული. წიგნი აფეთქების დროს ქალაქ პრიპიატის მცხოვრებთა მონათხრობზეა დაფუძნებული. გარდა უზუსტესად შერჩეული მსახიობებისა და ისტორიის ემპათიკურობისა, სერიალის კადრირება და ნარატივის სიზუსტე მაყურებლებში დიდ პატივისცემასა და მოწონებას აღძრავს. 

გახმაურებულ სერიალს სასაცილო ფაქტიც მოჰყვა –  ის რუსეთის მთავრობამ დაიწუნა (სერიალი რუსეთის სახელმწიფო ტელემედიების და გაზეთების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა). სწორედ ამიტომ რუსები   წლის ბოლომდე აპირებენ საკუთარი ვერსიის გადაღებას, რომელიც სამთავრობო არხზე გავა. 

 

ბნელი

Netflix-ის ეს გერმანულენოვანი სერიალი მოგვითხრობს ისტორიას ორი მოზარდის გაუჩინარების შესახებ, სადაც იკვეთება ოთხი ოჯახის ურთიერთობა. სერიალი დიდი პოპულარობით სარგებლობს სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებში და მათშიც, ვისაც დროში მოგზაურობის  ამბები ხიბლავს. სერიალის თვალწარმტაცი ბუნება, ბოროტისა და კეთილის სამუდამო ჭიდილი და ამავდროულად ადამიანური სისუსტეები, გაერთიანებული სამეცნიერო ფანტასტიკასთან და აინშტაინის სიმების თეორიასთან, აღტაცებულს ტოვებს მნახველებს.

 

Rick and Morty

დარწმუნებული ვარ, ყველა დიდი ენთუზიაზმით ველით ანიმაციას შეშლილ, ლოთ, მაგრამ გენიოს მეცნიერ რიკზე და მის ერთ ჩვეულებრივ შვილიშვილ მორტიზე. მისი მეოთხე სეზონი ამა წლის ოქტომბერშია დაანონსებული. Back to the future-ის პერსონაჟებით ინსპირირებული ანიმაციის სპეციფიკური იუმორი, ავანტიურისტული, მაგრამ ამავდროულად გენიალური თავგადასავლები პირველივე სერიიდან ახერხებს მაყურებლების ეკრანებთან მიჯაჭვას და საკუთარი პოპულარობის ზრდას სეზონიდან სეზონამდე. 

 

საოცარი მისის მეიზელი 

ყველა ქალი საოცარია და სწორედ ამ საოცარი ქალების ნამდვილი სახეა მისის მეიზელი. მიჯ მეიზელი პოსტტრავმულ პერიდში საკუთარ თავს სრულიად ახალ და „ქალისთვის შეუფერებელ“ ამპლუაში პოულობს. 

წარმოგიდგენიათ 60-იან წლებში ქალი კომიკოსი? რა თქმა უნდა, ისინი არსებობდნენ, თუმცა სრულიად დაცლილი იყვნენ ყოველგვარი სექსუალობისგან. მიჯ მეიზელი კი არ ეპუება საზოგადოების მიერ დადგენილ ცენზურას და მტკიცედ ცდილობს საკუთარი ოცნების განხორციელებას. 

ხანდახან ვხედავთ, როგორ ეშინია, იბრძვის, ხანდახან შეიძლება უკანაც დაიხიოს, თუმცა მაინც პოულობს თავში ძალას და ცდილობს, მაქსიმალურად წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა. მათთვის, ვისაც ხიბლავს პოდკასტის იუმორი, ეს სერიალი ნამდვილად მისწრებაა, განსაკუთრებით დეპრესიის ჟამს.

 

Love, Death & Robots

სერიალი მოკლე ანიმაციური ისტორიების კრებულს წარმოადგენს, რომელიც სამეცნიერო, საშინელებათა, კომედიურ, ფენტეზის და სხვა ჟანრებს აერთიანებს. ის ძირითადად მოგვითხრობს სამყაროს ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად განვითარებულ ინდივიდუალურ ისტორიებს, რომელიც სამყაროს ფრუსტრაციას უკავშირდება.

P.S. გირჩევთ დეპრესიულმა  და ეგზისტენციალური დარდის მატარებელმა ადამიანებმა თავი შეიკავოთ ამ სერიალის  ყურებისგან. 

 

Black mirror 

ბოლო რამდენიმე წელიწადში ახალმა ტექნოლოგიებმა ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალეს. მაშინ როდესაც ჩვენ აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარით, ისინი უკვე აქ არიან და გვაკონტროლებენ. ყველა ჩვენგანს აქვს სახლში კომპიუტერი, პლაზმური ტელევიზორი ან ტელეფონი. 

აი,ზუსტად ეს არის ჩვენი საუკუნის შავი სარკე. შეიძლება ითქვას, რომ სერიალი ჩვენსა და რეალობას შორის კავშირის გაწყვეტაზე მოგვითხრობს. ჩვენ თაყვანს ვცემთ GOOGLE-სა და APPLE-ს, ხოლო FACEBOOK უკეთ გვიცნობს, ვიდრე ჩვენი მშობლები გვიცნობენ. ამ “შავ სარკეში” მხოლოდ  სამყაროს რეალობის განვითარების შესაძლებლობის დანახვა შეიძლება.

 

უცნაური ამბები  

1980-იან წლებში ჰაუკინსში, ინდიანაში, ახალგაზრდა ბიჭი უჩინარდება. მეგობრები, ოჯახი და ადგილობრივი პოლიცია პასუხებს ეძებს, ისინი ჩართულნი არიან ძალიან მისტიკურ გამოძიებაში. დაკარგული გმირის მეგობარი მაიკი საკუთარ გამოძიებას იწყებს. მაიკი დარწმუნებულია, რომ ახლოსაა ამოცანის ამოხსნასთან და მას წინ სასტიკი ბრძოლის ეპიცენტრში ყოფნა ელის. ისტორია აქაც პარალელურ სამყაროთაშორის ბრძოლებზე მოგვითხრობს (როგორც ჩანს, ეს თემა წელს განსაკუთრებით აქტუალურია).

 


რეკომენდებული სტატიები
20 საუკეთესო საზაფხულო ფილმი კინოკლასიკიდან

20 საუკეთესო საზაფხულო ფილმი კინოკლასიკიდან

20 საუკეთესო საზაფხულო ფილმი კინოკლასიკიდან
როცა ტემპერატურა ციებ-ცხელების დონეს აღწევს, გამოიკეტეთ გრილ ოთახში, ჩამოაფარეთ ფარდები და გაუხსენით გზა საკუთარ თავს ამ შეუცვლელი საზაფხულო კლასიკური ფილმების სამყაროში.
რა წავიკითხოთ ზაფხულში

რა წავიკითხოთ ზაფხულში

რა წავიკითხოთ ზაფხულში
ნათქვამია, რომ წიგნი ყველაზე კარგად სწორედ ზაფხულში იკითხება, აქედან გამომდინარე რეკომენდაციის სახით გთავაზობთ რამდენიმე გამოცემას, რომელიც ზაფხულში განსაკუთრებით  შეგერგებათ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.