fbpx

10 ყველაზე შთამბეჭდავი წიგნის დასასრული


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ტატო ჩანგელია

 

კარგ წიგნს ერთი ჯადოსნური ფუნქცია აქვს – გინდა, რომ არასდროს დამთავრდეს. ეს არის მარადიული კოდი, რომელიც ყველა ჭეშმარიტი მკითხველის გონებაში დევს. 

შესაბამისად, ორმაგად რთულია ასეთ წინააღმდეგობაში მწერალმა წიგნი დაასრულოს. მის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა დგას – საქმე საკადრისად აღასრულოს და ფინალიც ისეთი მოქნილი ჰქონდეს, როგორც სხვა დანარჩენი.

ქვემოთ გთავაზობთ 10 წიგნის საუკეთესო ფინალს.

 

ჩაკ პალანიკი – მებრძოლთა კლუბი

  • არ მინდა უკან დაბრუნება. ჯერ არ მინდა. უბრალოდ არ მინდა. იმიტომ, რომ პერიოდულად ვიღაცას ჩემთვის სადილი მოაქვს ლანგრით, და ჩემი ტაბლეტები
  • და მას ჩაშავებული თვალი აქვს, ან ამოზნექილი ჭრილობა შუბლზე, და ის ამბობს
  • ჩვენ გვენატრები, ნო დარდენ.“
  • ან, ვინმე ცხვირგატეხილი სახეს მანჭავს ჩემს ზურგს უკან და ჩურჩულებს:
  • ყველაფერი გეგმის თანახმად მიდის.“
  • ჩურჩულებსჩვენ უნდა გავანადგუროთ ეს ცივილიზაცია, რომ მისგან რაიმე უკეთესი შევქმნათ.”
  • ჩურჩულებსჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს დაბრუნებას.

 

ალბერ კამიუ – უცხო

  • დიდმა მწუხარებამ განმწმინდა, იმედი დამიკარგა. პირველად ამ ღამეს, რომელიც სავსე იყო ვარსკვლავებით, ამ ქვეყნის ტკბილ გულგრილობას ვეძლეოდი. 
  • იგი მე მგავდა, ჩემთვის მახლობლად იყო და ვიგრძენი, რომ ბედნიერი ვიყავი, რომ ბედნიერი ვარ. 
  • მინდოდა, არაფერი გამომრჩენოდა. თავი მარტო არ მეგრძნო, ისღა დამრჩენოდა, ჩემი თავის მოკვეთის დღეს მაყურებელი მენატრა, რომ განაჩენის სისრულეში მოყვანა ზიზღის ყვირილით მიეღოთ.

 

აიზეკ აზიმოვი – მარადისობის აღსასრული

  • ჰარლანმა იცოდა, რომ კაფსულის გაქრობასთან ერთად, აღსასრული მოვიდა, მარადისობის საბოლოო აღსასრული.
  • და უსასრულობის დასაწყისი

 

ფრანც კაფკა – პროცესი

  • – ძაღლივით დამკლეს,თქვა ისე, თითქოს ის სირცხვილი მასზე დიდხანს იარსებებდა.

 

ჯორჯ ორუელი – ცხოველების ფერმა

  • თორმეტივე ერთად ერთ ხმაზე ღრიალებდა. ახლა კი მიხვდნენ ცხოველები, რა ემართებოდათ ღორებს, რატომ ეცვლებოდათ სახეები
  • ფანჯარასთან გაყუჩებულები ხან ღორებს აკვირდებოდნენ, ხანადამიანებს და ვეღარ არკვევდნენ, ვინ ვინ იყო, რომელი იყო ღორი და რომელიადამიანი.

 

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი – დიდი გეტსბი

  • გეტსბის სწამდა მწვანე შუქისა, სწამდა სიცოცხლით სავსე მომავალი ბედნიერების, რომელიც ყოველ წელს სულ უკან-უკან მიიწევს ჩვენგან. 
  • მერე რა მოხდა, თუ ახლა გაგვისხლტა, ხვალ უფრო ჩქარა გავიქცევით, უფრო შორს გავიწვდით ხელებს… და ერთ მშვენიერ დილას…  ასე ვებრძვით დინებას და აღმა მიგვყავს ჩვენი ხომალდი, მაგრამ ცხოვრება უკანვე გვრიყავს, წარსულისაკენ.

 

ალექსანდრე დიუმა – შავი ვარდი

  • გროციუსმა სატუსაღოს კედელზე იმ დღეს წააწერა, როდესაც იქიდან გაიქცა:
  • “ზოგჯერ იმდენ ტანჯვას იგემებ, სრული უფლება გაქვს, აღარასდროს თქვა: რა ბედნიერი ვარ!”

 

ენტონი ბერჯესი – მექანიკური ფორთოხალი

  • ღმერთმანი, უკვე ძაან, ძაან ჯანმრთელი ვიყავი. ნამდვილად.

 

თომას მანი – დოქტორი ფაუსტუსი

  • მარტოდ შთენილი კაცი გულზე ხელებს იკრეფს და ამბობს: ღმერთი იყოს თქვენი სულის შემწე, ჩემო მეგობარო, ჩემო სამშობლოვ!

 

მიხაილ ბულგაკოვი – ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები

 

  • სალამი, ჩემო ამხანაგო!

რეკომენდებული სტატიები
რა წავიკითხოთ ზაფხულში

რა წავიკითხოთ ზაფხულში

რა წავიკითხოთ ზაფხულში
ნათქვამია, რომ წიგნი ყველაზე კარგად სწორედ ზაფხულში იკითხება, აქედან გამომდინარე რეკომენდაციის სახით გთავაზობთ რამდენიმე გამოცემას, რომელიც ზაფხულში განსაკუთრებით  შეგერგებათ.
2019 წელს სანახავი 7 სერიალი
Play Video

2019 წელს სანახავი 7 სერიალი

2019 წელს სანახავი 7 სერიალი
Game Of thrones ციებ-ცხელება  თითქოს მიილია, თუმცა 2019 წელი სერიალების მოყვარულთათვის მაინც ძალიან დატვირთული აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ გთავაზობთ შვიდ სერიალს, რომლებიც წლევანდელ წელს გაგიმრავალფეროვნებთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.