fbpx

19 ივლისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

And Then We Danced სარაევოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია

 სარაევოს 25-ე კინოფესტივალმა საკონკურსო სექციაში მონაწილე ფილმების სია გამოაქვეყნა, სადაც შვედურ-ქართული კოპროდუქცია And Then We Danced-იც მოხვდა. ფესტივალი 16-23 აგვისტოს გაიმართება. ორ საკონკურსო სექციაში, დოკუმენტურსა და მხატვრულში, ცხრა მსოფლიო პრემიერა შედგება. 

ლევან აკინის ფილმი ასევე ოდესის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა და თერთმეტ სხვა ფილმთან ერთად იბრძოლებს მთავარი პრიზის მოსაპოვებლად. შვედურ-ქართული ფილმის პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალის სექციაში Director’s Fortnight-ში შედგა და კრიტიკოსებისა თუ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

წყარო: https://www.instagram.com

 

16-23 აგვისტოს სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება, სადაც რამდენიმე ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში მონაწილეობს ირინე ჟორდანიას “მარქსის ქუჩა”, ხოლო სტუდენტური ფილმების კონკურსში წარმოდგენილია პეტრე თომაძის “ღამის სეანსი”. სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში – #TalentsSarajevo ტრადიციულად უმასპინძლებს ახალგაზრდა, წარმატებულ კინემატოგრაფისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს პროგრამის მეცამეტე გამოშვებისთვის შერჩეულია 2 ქართველი მონაწილე – პროდიუსერი ვლადიმერ ჩიხრაძე და კინოკრიტიკოსი ალექსანდრე გაბელია.

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველწლიურად ბოსნია და ჰერცეგოვინაში ტარდება და იგი რეგიონის უმნიშვნელოვანეს კინოღონისძიებად ითვლება.

წყარო: http://beta.gnfc.ge

 

მასაჩუსეტსის სასამართლომ მსახიობ კევინ სპეისს სექსუალური ძალადობის ერთ საქმეში ბრალდება მოუხსნა

ის დადანაშაულებული იყო 2016 წელს 18 წლის ბიჭის სექსუალურ შევიწროებაში. გამოძიება რამდენიმე თვე მიმდინარეობდა, თუმცა მბრალმდებელმა ბოლო მომენტში უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და საქმე უკან გაიწვია. შეგახსენებთ, რომ სპეისი არაერთი სექსუალური შევიწროების ფაქტზე ამხილეს, თუმცა ეს იყო ერთადერთი კრიმინალური საქმე.

წყარო: https://www.bbc.com

 

ნახეთ Mr. Robot-ის ფინალური სეზონის ტიზერი. მისტერ რობოტის მეოთხე, ფინალური სეზონი წლეულს, შემოდგომაზე გამოვა.

სერიალში მთავარ როლს რამი მალეკი ასრულებს. პირველი სეზონის პრემიერა 2015 წელს შედგა და სწორედ ამ სერიალით გახდა მალეკი პოპულარული.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ხავიერ ბარდემმა The Little Mermaid-ის ეკრანიზაციაში შესაძლოა არიელის მამის როლი შეასრულოს

The Little Mermaid-ის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი. მას შემდეგ, რაც გუშინ შევიტყვეთ, რომ ჰარი სტაილსი პრინცი ერიკის როლზე განიხილება, უკვე დღეს ცნობილი ხდება, რომ მეფე ტრიტონის როლზე დისნეის ხავიერ ბარდემის მიწვევა სურს. შეგახსენებთ, რომ ფილმში არიელის როლს ჰოლი ბეილი ასრულებს. ეკრანიზაციაში ასევე ვიხილავთ მელისა მაკარტის ურსულას როლში, ავკვაფინასა და ჯეიკობ თრამბლის.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com

 

ფინალური სეზონის გამოსვლიდან შვიდი წლის შემდეგ CW-ის თინეიჯერული დრამა Gossip Girl ეკრანს ახალი სეზონით, ამჯერად HBO Max-ზე დაუბრუნდება

Cast of Gossip Girl

სერიალი ბრუნდება, თუმცა, როგორც ცნობილია, არ ბრუნდებიან ძველი პერსონაჟები. შოუს ახალი სეზონის სიუჟეტი ნიუ-იორკის კერძო სკოლის ახალ თაობაზე მოგვითხრობს. იმაზე, თუ როგორ შეიცვალა სოციალური მედია და ქალაქი წლების განმავლობაში.

წყარო: https://www.bbc.co.uk/

 

ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდა რივალდო adjarabet.com-ის სპორტის ამბასადორი გახდა და საქართველოში ჩამოდის

რივალდო ფილმში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც “აჭარაბეთი” გადაიღებს — ფილმის გადაღებებში რივალდოს გარდა სხვა ცნობილი ადამიანებიც ჩაერთვებიან. რივალდო საქართველოში 21 ივლისს ჩამოვა და აქ რამდენიმე დღე დარჩება. ფილმის პრემიერა, რომელსაც “არენა” დაერქმევა, შემოდგომაზე გაიმართება.
ფოტო: https://monica.on.ge/


რეკომენდებული სტატიები
18 ივლისი დილიდან 
Play Video

18 ივლისი დილიდან 

18 ივლისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღეს დილიდან მოგიყვებით კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის, ამირან დოლიძის წარმატების შესახებ, რომლის მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერაც ლოკარნოს კინოფესტივალზე შედგება. 
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.