2 აგვისტო დილიდან
დღეიდან ბათუმის ბულვარში უფასო კინოსეანსებს იწყება
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი ბათუმის ბულვარში კინოჩვენებებს იწყებს. ბულვარში 10 თანამედროვე ქართულ, 4 – კინოკლასიკას და 8 მოკლემეტრაჟიან ფილმს აჩვენებენ.
კინოჩვენებები გაიმართება ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ 2, 3, 9, 11, 12, 23, 24, 25 აგვისტოს. დღეში ორი კინოსეანსი მოეწყობა – 20:30-სა და 22:30 საათზე. კინოჩვენებები ბათუმის გარდა კიდევ აჭარის რამდენიმე რაიონშია დაგეგმილი. კინოსეანსებზე დასწრება თავისუფალია.
“მილანი“ თბილისში საფეხბურთო აკადემიას გახსნის
ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი ავრცელებს. “იტალიური კლუბის აკადემიის გახსნა წელსაც გვსურდა, მაგრამ იურიდიული საკითხების მოგვარებას დრო სჭირდება და ამიტომ 2020 წლის შემოდგომას ვგეგმავთ. მანამდე კი ბათუმში „მილანის“ ერთკვირიანი კემპი მოვაწყვეთ, რაშიც აჭარის მთავრობამ და ბათუმის „დინამოს“ სპონსორმა, H Group დამფუძნებელმა არჩილ ბერიძემ ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს“, – ამბობს საქართველოში “მილანის“ წარმომადგენელი ანა წერეთელი. იტალიური ფეხბურთის გრანდის საფეხბურთო ბანაკის პრეზენტაცია გუშინ ბათუმში გაიმართა.
წყარო: https://1tv.ge/
“ჩემი ცოლის დაქალები” რუსთავი 2-ზე აღარ გავა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-მ გაავრცელა.
“ჩემი ცოლის დაქალები” ფორმულა კრეატივის შექმნილი სატირულ-იუმორისტული ჟანრის ქართული სერიალია, რომელიც რუსთავი 2-ზე 2011 წლიდან გადის.
წყარო: http://go.on.ge/16nv
მეგან მარკლი მეგობართან და დიზაინერთან, მიშა ნონუსთან ერთად ტანსაცმლის საკუთარ ხაზს გამოუშვებს.
ეს იქნება საქველმოქმედო კოლექცია და თითოეული გაყიდული მოდელიდან ერთი მოდელი ორგანიზაცია Smart Works-ს გადაეცემა, რომელიც ქალებს სამუშაოს მოძიებაში ეხმარება და ტანსაცმლით უზრუნველყოფს.
წყარო: http://www.justjared.com
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დემნა გვასალიას დიზაინით შექმნილი ქურთუკით გამოჩნდა.
ბორის ჯონსონის ქურთუკი წარწერით Prime Minister დემნა გვასალიას ბრენდის, ვეტმოს შეკერილია და გაზაფხული-ზაფხული 2020-ის კოლექციიდან არის. ის ჯონსონს საზღვაო ბაზაზე სტუმრობისას შოტლანდიის თავდაცვის მინისტრმა აჩუქა.
წყარო: https://www.theguardian.com
საქართველო ჰოლანდიის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუს გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს
Holland’s Next Top Model მორიგი მე-12 სეზონის სამ 45-წუთიან ეპიზოდს საქართველოში გადაიღებს. 50-კაციანი გადამღები ჯგუფი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმყოფება. შოუ 12 წელია არსებობს და ბენილუქსის ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თითოეულ ეპიზოდს მილიონამდე მაყურებელი ჰყავს.
ფოტო: https://skiinformatie.nl