fbpx

9 აგვისტო დილიდან 


გააზიარე სტატია

 

 

თამარ შავგულიძის ფილმის, “კომეტების” მსოფლიო პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება.

#მალე თამარ შავგულიძის "კომეტები"

თამარ შავგულიძის ფილმი "კომეტები" წარმოდგენილი იქნება ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში "აღმოჩენები". ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.#GNFC #NUSHIFILM

Gepostet von GNFC – Georgian National Film Center am Donnerstag, 8. August 2019

 

ფილმი წარმოდგენილი იქნება კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში “აღმოჩენები”. ფილმის სიუჟეტი ორი ქალის მეგობრობასა და სიყვარულზე მოგვითხრობს. 

ვიდეო: https://www.facebook.com/

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი მონრეალის წყვილთა ტურნირს გამოეთიშა.

ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანელ იან ლენარდ შტრუფთან ერთად ბრიტანელი და ამერიკელი ჩოგბურთელებისგან შემდგარი დუეტის წინააღმდეგ ითამაშა. საბოლოოდ კი გამარჯვება კაილ ედმუნდსა და ტეილორ ფრიტცს ერგოთ. 

ფოტო: https://www.crystalsport.ge

 

ტეილორ სვიფტი ამერიკული Vogue-ის სექტემბრის ნომრის მთავარი გმირია.

ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა მუსიკოსმა ჟურნალის ახალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და “ვოგის” ყდაზეც მოხვდა. 

წყარო: https://www.instagram.com/

 

ქართველი არტისტები ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე – BERLIN ATONAL-ზე დაუკრავენ

Natalie Beridze, Jorjick და Nika J ბერლინის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფესტივალზე დაუკრავენ. ტუსია ბერიძე 29 აგვისტოს ფესტივალის მთავარ სცენაზე დაუკრავს. მომდევნო დღეს მსმენელები კლუბ Globus-ის სცენაზე ნიკა ჯაფარიძეს, იგივე Nika J-ის იხილავენ. 31 აგვისტოს კი ღონისძიების სტუმრები კლუბ Tresor-ში გიორგი ჟორჟოლიანს, სასცენო სახელით Jorjick-ს მოუსმენენ.

ფოტო: https://static.popmusic.ge/

 

პარასკევს მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცეში “ფორესტ გამპს” უჩვენებენ

Image may contain: 1 person

თუ აგვისტოს თბილისში ატარებთ, მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცე იდეალური ადგილია იმისთვის, რომ პარასკევი საღამო კარგად გაატაროთ. თანაც, რას ნახავთ იმაზე უკეთესს, ვიდრე შეუდარებელი ფორეტს გამპია?! ამიტომ, კიდევ ერთხელ, ან თუნდაც პირველად, ჩაუჯექით თითქოს წარუმატებელი და “ოდითგანვე ჭკუასუსტი” ადამიანის არაერთი მიღწევის ამბავს და მოდერატორთან ერთად ისაუბრეთ იმაზე, თუ რა ქმნის ჩვენს რეალობას, თვითშეფასებას, შესაძლებლობებს ამ ცხოვრებაში.

წყარო: https://www.facebook.com/

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, პროექტ ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეის” ფარგლებში, თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ ვახო ბუღაძის გამოფენას ,,სამი, ოთხი”

Image may contain: one or more people and people standing

ვახო ბუღაძე თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომლის მიერ გააზრებული ნებისმიერი თემატიკა, დაფარული სათქმელის ამოხსნით იწყება და მთავრდება.  მისი შემოქმედებითი გზა, ძირითადად, სწორედ ხელოვნების, ქანდაკებისა და მხატვრობის შესაძლებლობათა რაფინირებული გამოყენებით, რეალობის მწვავე აღქმით ხასიათდება. 

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ინსპირაციად იქცა 70-იან წლებში უმეტესად მოყვარული ფოტოგრაფების მიერ გადაღებული შავ-თეთრი ფოტოები, სადაც ცალკეული უზუსტობების გამო ფოტოქაღალდი ზიანდებოდა, უჩნდებოდა ლაქები, ხანდახან საერთოდ იცვლიდა ფერს. ზოგჯერ ერთ ფოტოში ნეგატივიც და პოზიტივიც ერთდროულად ჩანდა. გამოფენა თანამედროვე ხელოვნების ძიებებს ასახავს და მოიცავს კონცეპტუალურად დატვირთულ და მრავლისმთქმელ ნამუშევრებს. 

ვახო ბუღაძესთან ერთად პროექტში მონაწილეობენ ხელოვანები – გოგი ოქროპირიძე და კატრინ ბოლტი. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური ფილმი ვახო ბუღაძის შესახებ.

წყარო: https://www.facebook.com/

 

 


რეკომენდებული სტატიები
8 აგვისტო დილიდან
Play Video

8 აგვისტო დილიდან

8 აგვისტო დილიდან
დილა მშვიდობისა! რეჟისორ ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმი And Then We Danced შესაძლოა შვედეთმა ოსკარზე უცხოენოვანი ფილმის ნომინაციის მოსაპოვებლად თავის სახელით გაგზავნოს. 
7 აგვისტო დილიდან 

7 აგვისტო დილიდან 

7 აგვისტო დილიდან 
დღეს აგვისტოს ომის დაწყებიდან 11 წელი გავიდა. აგვისტოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდია. 
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.