15 აგვისტო დილიდან
And Then We Danced ბუქარესტის კინოფესტივალს გახსნის
რეჟისორ ლევან აკინის ფილმი And Then We Danced წარმატებულ საფესტივალო ცხოვრებას აგრძელებს. სულ მალე ფილმი ბუქარესტის კინოფესტივალს გახსნის. სურათში მთავარ როლებს ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი ასრულებენ. აკინის ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა და მაყურებლისა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.
წყარო: https://www.facebook.com/
Wizz Air-მა 12 ახალი მიმართულებით ქუთაისიდან რეისების დაწყება ქსელში შეფერხების გამო ერთი წლით გადაავადა.
ახალი მიმართულებებით ფრენა 2019 წლის ნაცვლად 2020 წლიდან დაიწყება. როგორც Wizz Air-ში ამბობენ, გადავადების მიზეზი თვითმფრინავის მიწოდების კუთხით შექმნილი შეფერხება გახდა.
ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ამირან დოლიძის ფილმის პრემიერა გაიმართა.
დოლიძის ფილმი „ცხოველი“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ის ახალგაზრდა, უმუშევარი კაცის შესახებ გვიყვება, რომელსაც რთულ პირობებში უჭირს შინაგანი წესიერების შენარჩუნება.
წყარო: https://www.facebook.com/
საბავშვო ევროვიზიაზე შესაძლოა უკრაინის სახელით ალექსანდრე ზაზარაშვილი გამოვიდეს
უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საბავშვო ევროვიზიის შიდა კონკურსის 10 ფინალისტი დაასახელა, მათ შორის კი ქართველი მომღერალი, უკრაინული ვოისის გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილიც მოხვდა. შესარჩევი ეტაპი 19 აგვისტოს ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.
წყარო: https://www.facebook.com/
CinéDOC-On Tour-ის ფარგლებში 20 აგვისტოს რაჭის პირველი მინიფესტივალი გაიხსნება.
მაყურებელი საერთაშორისო და ქართულ დოკუმენტურ ნამუშევრებს ნახავს. ფესტივალის ფარგლებში კინოჩვენებები სამ ადგილას – ონში, ამბროლაურსა და სოფელ ღებში ჩატარდება.
წყარო: https://www.facebook.com
ნახეთ ჯორჯ მაიკლის საშობაო სიმღერის – Last Christmas-ის მიხედვით შექმნილი ფილმის თრეილერი.
ფილმში მთავარ როლებს ემილია კლარკი, ჰენრი გოლდინგი და ემა ტომპსონი ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ ფილმში ჯორჯ მაიკლის აქამდე უცნობი 6-წუთიანი სიმღერაც გაიჟღერებს.
წყარო: https://www.youtube.com/