fbpx

27 აგვისტო დილიდან 


გააზიარე სტატია

 

Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის, La Casa De Papel-ის მსახიობი ხაიმე ლორენტე თბილისში ჩამოდის

"ქაღალდის სახლი" ("La casa de papel"/ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის: Money Heist) ესპანური კრიმინალური დრამაა, რომელიც…

Gepostet von GIFT – Georgian International Festival of Arts in Tbilisi am Samstag, 24. August 2019

ის საქართველოს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – “საჩუქარის” ფარგლებში ესტუმრება. ხაიმე ლორენტე 23 ოქტომბერს რუსთაველის თეატრის სცენაზე კარლოტა ფერერის სპექტაკლში “ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი” ითამაშებს. თეატრალური ფესტივალი “საჩუქარი” 19 ოქტომბერს დაიწყება და 19 ნოემბერს დასრულდება. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

ანაკლიაში ფესტივალი Echowaves დასრულდა

მეოთხე დღეს  მსმენელის წინაშე ჰედლაინერები – ეიჩ ვი ოუ ბი, კლეპტონი, ვრილი და დაქს ჯეი წარდგნენ. ფესტივალი Echowaves, რომელსაც  საქართველოში Check in Georgia წარმოადგენს, EXIT-ის ქოლგის ქვეშ უკვე მეორედ გაიმართა. 

22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიის სანაპიროს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უამრავი სტუმარი ეწვია. ანაკლიის ფესტივალს ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური მედიის წარმომადგენლები. ფესტივალის მთავარ მიზანს გარდა ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციისა, ქვეყანაში ტურიზმის,  რეგიონში კი ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს. გასულ წელს ანაკლიის ფესტივალს 70-მდე ქვეყნიდან ეწვივნენ სტუმრები. როგორი შედეგებით დასრულდა წლევანდელი ფესტივალი, ამას უახლოეს მომავალში შევიტყობთ.

ანაკლიის სანაპიროზე მუსიკის გარდა ფესტივალის ორგანიზატორებმა სტუმრებს არაერთი სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შემეცნებითი ღონისძიება შესთავაზეს. ასევე ყოველდღე ეწყობოდა ფერების შოუ, იოგის მასტერკლასი და სხვადასხვა სპორტული აქტივობები. სტუმრებს სანაპიროზე დაახლოებით 15 ბარი ემსახურებოდა. წელს ანაკლიის სანაპირომ 150-ზე მეტ არტისტს უმასპინძლა. ქართველი და უცხოელი დიჯეები ერთმანეთს 8 სცენაზე ენაცვლებოდნენ.

 

ჩაძინებული კრემლი ქართულ სუფრასთან – გაგოშამ ბათუმში ახალი სტენსილი დახატა

#spendyoursummeringeorgiaბაჟის დახატვაზე აღარ ვიწვალე, თორემ ალბათ ყველა კარგად ხვდებით სად უნდა იდგას

Gepostet von Giorgi Gagoshidze am Montag, 26. August 2019

ბათუმში ახალი სტენსილი გამოჩნდა, რომლის ავტორიც პოპულარული ქართველი ქუჩის მხატვარი გაგოშაა. სტენსილზე ქართულ სუფრასთან შემომსხდარ მსოფლიო ღირსშესანიშნაობებს ვხედავთ. სუფრის თავში კრემლია, რომელსაც სძინავს.

 

სკარლეტ იოჰანსონი 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი გახდა

US-ENTERTAINMENT-AVENGERSForbes-ის რეიტინგით, ამერიკელი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი  უკვე მეორე წელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალის პოზიციას არ თმობს. მსახიობის შემოსავალმა წელს $56 მილიონი შეადგინა. Forbes-ის მიხედვით, 2019 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი  მსახიობი ქალების რეიტინგი ასე გამოიყურება: 

  • სკარლეტ იოჰანსონი – $56 მილიონი
  • სოფია ბერგარა – $44,1 მილიონი
  • რიზ უიზერსპუნი – $35 მილიონი
  • ნიკოლ კიდმანი – $34 მილიონი
  • ჯენიფერ ენისტონი – $28 მილიონი
  • კეილი კუიოკო – $25 მილიონი
  • ელიზაბეტ მოსი – $24 მილიონი
  • მარგო რობი – $23,5 მილიონი
  • შარლიზ ტერონი – $23 მილიონი
  • ელენ პომპეო – $22 მილიონი

წყარო: https://www.forbes.com

 

Black Panther-ის მეორე ნაწილი ეკრანებზე 2022 წლის 6 მაისს გამოვა

Image result for 'Black Panther' sequel release date announced

ფილმის რეჟისორი კვლავ რაიან კუგლერი იქნება. ფილმის პირველი ნაწილი 2018 წელს გამოვიდა და მასში მთავარ როლებს ჩედვიკ ბოსმანი, მაიკლ ბ. ჯორდანი, ლუპიტა ნიონგო და დანაი გურირა ასრულებდნენ. ფილმმა ოსკარის სამი ნომინაციაც მიიღო. 

წყარო: https://edition.cnn.com/

 

ნახეთ დიმიტრი მამულიას ახალი ფილმის პირველი თრეილერი

ბოროტმოქმედი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია და ის ვენეციაში წარმოდგენილი იქნება საკონკურსო პროგრამაში “ჰორიზონტები”. ფილმის სიუჟეტი 25 წლის ინჟინრის შესახებ გვიყვება, რომელიც შემთხვევით ცნობილი მეკარის მკვლელობის მოწმე გახდება. 

წყარო: https://cineuropa.org/

 

დისნეიმ Star Wars: The Rise of Skywalker-ის ახალი თრეილერი გაავრცელა.

ფილმის პრემიერა 2020 წლის 20 დეკემბერს არის დაგეგმილი.

წყარო: https://www.youtube.com/


რეკომენდებული სტატიები
26 აგვისტო დილიდან 
Play Video

26 აგვისტო დილიდან 

26 აგვისტო დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღეს ბევრ საინტერესო სიახლესთან ერთად ქართველი სპორტსმენების დიდი წარმატებების ამბებსაც გიამბობთ, მათ შორისაა ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელიც ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ECHOWAVES - სამზადისი დიდი ფესტივალის წინ

ECHOWAVES - სამზადისი დიდი ფესტივალის წინ

ECHOWAVES - სამზადისი დიდი ფესტივალის წინ
22 აგვისტოდან  25 აგვისტოს ჩათვლით ანაკლია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს - Echowaves-ს უმასპინძლებს. ნახეთ, როგორ ემზადებიან დიდი მუსიკალური ფესტივალისთვის.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.