fbpx

28 აგვისტო დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრიზის მფლობელი გახდა.

შვედეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის დრამა “და ჩვენ ვიცეკვეთ” საერთაშორისო წარმატებას განაგრძობს – ოდესისა და ლოკარნოს კინოფესტივალების ტრიუმფის შემდეგ სურათმა Carl International Film Festival-ზე საუკეთესო ფილმის ჯილდო მიიღო. 

წყარო: https://www.moviezine.se/

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთაფრიკული საუზერნ კინგსი 24:20 დაამარცხა.

Gepostet von Georgian Rugby am Dienstag, 27. August 2019

შეხვედრაზე ბორჯღალოსნებმა სამი ლელოს დადება მოახერხეს. 

ფოტო: https://www.facebook.com/GeorgianRugby

 

პიქსარმა  ახალი ანიმაცია – Soul დააანონსა

soul-movie-cast-images-details-release-date-pixar

Soul პიქსარის პირველი ფილმი იქნება, რომელსაც შავკანიანი მთავარი გმირი ეყოლება. ანიმაციის მთავარი პერსონაჟი მასწავლებელი ჯო გარდენერია, რომელსაც ჯაზი ძალიან უყვარს და ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟულ ჯაზ კლუბში, Half Note-ში დაკვრაზე ოცნებობს. უბედური შემთხვევის შემდეგ ის გარდაიცვლება, მისი სული კი პირვანდელ ფორმას უბრუნდება და სემინარზე ხვდება, სადაც სულები სხვადასხვა გატაცებებს და ინტერესებს ავითარებენ იქამდე, სანამ ახალიდან დაიბადებიან. 

წყარო: http://collider.com/

 

ლეონარდო დიკაპრიოს ორგანიზაცია ამაზონის ხანძართან საბრძოლველად $5 მილიონს გამოყოფს.

Leonardo Dicaprio Once Upon a Time in Hollywood

Earth Alliance-მა ამაზონის ტყის ფონდის მობილიზება დაიწყო, რომელიც იმ ადგილობრივი პარტნიორების და ტყეში მცხოვრები უძველესი ტომების დასახმარებლად მუშაობს, რომლებიც იქ მობინადრე სახეობების გადარჩენას ცდილობენ. 

წყარო: https://variety.com/

 

ტიმოთი შალამე ნეტფლიქსის ახალ ფილმში ინგლისის მეფის, ჰენრი V-ის როლს ასრულებს.

შალამესთან ერთად ფილმში რობერტ პატინსონიც თამაშობს. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

ნახეთ: ნატალი პორტმანი კოსმონავტის როლში

ნატალი პორტმანი ახალ ფილმში – Lucy in the Sky-ში თამაშობს. დრამა ასტრონავტის გარშემო ვითარდება, მისი რეჟისორი კი ნოე ჰოულია. ფილმის პრემიერა 2019 წლის 4 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ლეგენდარული ვაიოლა დევისი მიშელ ობამას როლს შეასრულებს.

Viola Davis Michelle Obama

ვაიოლა დევისი Showtime-ის სერიალ First Ladies-ში აშშ-ს ყოფილ პირველ ლედის, მიშელ ობამას განასახიერებს. სერიალის პირველი სეზონის სიუჟეტი ამერიკის პრეზიდენტების, ფრანკლინ რუზველტის, ჯერალდ ფორდის და ბარაკ ობამას ცოლების – ელეონორა რუზველტის, ბეტი ფორდისა და მიშელ ობამას გარშემო განვითარდება. 

წყარო: https://deadline.com/

 

 


რეკომენდებული სტატიები
27 აგვისტო დილიდან 
Play Video

27 აგვისტო დილიდან 

27 აგვისტო დილიდან 
დილა მშვიდობისა! გვინდა Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის, La Casa De Papel-ის ფანები დილიდან გაგახაროთ და გითხრათ, რომ შოუს წამყვანი მსახიობი ხაიმე ლორენტე თბილისში ჩამოდის.
26 აგვისტო დილიდან 
Play Video

26 აგვისტო დილიდან 

26 აგვისტო დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღეს ბევრ საინტერესო სიახლესთან ერთად ქართველი სპორტსმენების დიდი წარმატებების ამბებსაც გიამბობთ, მათ შორისაა ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელიც ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.