fbpx

29 აგვისტო დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი ხალხს მოუწოდებს, რომ შემოდგომა საქართველოში გაატარონ.

View this post on Instagram

For English scroll down⬇️ ყურადღება, ყურადღება 📣📣📣 🗣👀👇ვინც გვეკითხებოდით, რას აპირებთო? არ აგრძელებთო? აბა შემოდგომაო? მერე ზამთარიო? საერთოდაც მთელი წელიო! 👂უფ, როგორი ამბები გვაქვს თქვენთვის… 😱 ზაფხულიც იწურება და ჩვენც, თქვენთან ერთად, ვაგრძელებთ განახლებული იდეებით, გაორმაგებული შემართებით…🤜🤛 🍃კამპანია, რომელმაც ათასობით ადამიანი ერთი იდეის ქვეშ გაგვაერთიანა ✊ აუცილებლად იმსახურებს ღირსეულ გაგრძელებას, გაგრძელება კი იქნება 𝐒𝐩𝐞𝐧𝐝 𝟒 𝐒𝐞𝐚𝐬𝐨𝐧𝐬 𝐢𝐧 𝐆𝐄𝐎𝐑𝐆𝐈𝐀 🍂🍁 ჰოდა, 4 დღეში ყველა ერთად ვაჰეშთეგებთ 👇#SpendYourAutumninGeorgia #Spend4SeasonsinGeorgia დაუჯერეთ ფრედერიკ ბეგბედერს და გაატარეთ შემოდგომა საქართველოში! 💥☄️ 📣📣📣Attention! Attention! 🗣👀👇Announcement for those of you who wondered about our future plans! Asked about Autumn and other seasons! 👂Or just wanted to spend the whole year in Georgia! Summer is almost over, but we ain’t going nowhere! 🤜🤛Shifting the gears like Dominic Toretto and stepping hard on the gas pedal we move to the next season😎 We are ready for the Autumn with fresh ideas, lots of energy and many new surprises for you !!! 🥰🥳 🍃The campaign which has united thousands of people under one goal deserves to be continued. ✊So, our new motto will be Spend 4 Seasons in GEORGIA🍂🍁 Let’s start using hashtags 👇#SpendYourAutumninGeorgia #Spend4SeasonsinGeorgia Lastly, if don’t you believe us believe one and only Frédéric Beigbeder and spend your autumn in Georgia!💥☄️

A post shared by Summer In Georgia (@spendyoursummeringeorgia) on

“გამარჯობა, მე ფრედერიკ ბეგბედერი ვარ და თქვენთვის მესიჯი მაქვს: გაატარე შემოდგომა საქართველოში”, – ამბობს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ბეგბედერი. 

წყარო: https://www.instagram.com/

 

ლუკა მაისურაძემ ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველი ძიუდოისტი გადამწყვეტ შეხვედრაში ირანელ საიდ მოლაეის დაუპირისპირდა. დაძაბულ შეხვედრაში 21 წლის მაისურაძემ საბოლოოდ იპონით მოიგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ფოტო: https://reginfo.ge/

 

ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე საბჭოთა კავშირის ლიდერის, ლეონიდ ბრეჟნევის როლს შეასრულებს

რუსეთში გადასახლებული ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე ჩეხურ/სლოვაკურ ფილმში ბრეჟნევის როლს შეასრულებს. ფილმი 1968 წლის გაზაფხულზე პრაღაში მომხდარ მოვლენებზე იქნება აგებული, როდესაც ბრეჟნევმა ალექსანდრე დუბცეკის ლიბერალური რეფორმების დასანგრევად ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ტანკები გაუშვა.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com

 

Mr. Robot-ის ფინალური სეზონის პრემიერა 6 ოქტომბერს შედგება.

რამდენიმე საათის წინ სერიალის შემქმნელებმა მაყურებელს შოუს ფინალურ თრეილერი შესთავაზეს. “მისტერ რობოტში” მთავარ როლს ოსკარის მფლობელი მსახიობი რემი მალეკი ასრულებს. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

Forbes-მა 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი ქალების სია გამოაქვეყნა

სიის სათავეში ტეილორ სვიფტია, ამერიკელმა მომღერალმა 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ივნისამდე $185 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლების ტოპ-10 2019 წელს ასეთია: 

10. შაკირა – $35 მილიონი
9. სელინ დიონი – $37.5 მილიონი
8. ლედი გაგა – $39.5 მილიონი
7. ჯენიფერ ლოპესი – $43 მილიონი
6. არიანა გრანდე – $48 მილიონი
5. პინკი – $57 მილიონი
4. კეტი პერი – $57.5 მილიონი
3. რიანა – $62 მილიონი
2. ბიონსე – $81 მილიონი
1. ტეილორ სვიფტი – $185 მილიონი

წყარო: https://www.forbes.com/

 

AHS-ის მეცხრე სეზონის თრეილერი გამოვიდა

FX-ის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალის, American Horror Story-ის ახალი სეზონის სრული თრეილერი გამოვიდა. შოუ 1980-იანი წლების საშინელებათა ჟანრის ფილმების ესთეტიკით არის გადაღებული, სიუჟეტი კი ახალგაზრდულ ბანაკში ვითარდება. ამ სეზონში მაყურებელი სერიალის წამყვანი მსახიობებიდან ვერ იხილავს ჯესიკა ლენგს, სარა პოლსონსა და ივან პეტერსს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, პოლსონმა შესაძლოა ეპიზოდური როლი მაინც შეასრულოს. 

წყარო: https://www.youtube.com

 

ნეტფლიქსმა სტივენ სოდერბერგის ახალი ფილმის, The Laundromat-ის ტრეილერი გაავრცელა.

ფილმში, რომელიც პანამის დოკუმენტებს ეყრდნობა, მთავარ როლს მერილ სტრიპი ასრულებს. მასთან ერთად სურათში გარი ოლდმანი, ანტონიო ბანდერასი, შერონ სტოუნი და დევიდ შვიმერი თამაშობენ. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

ნახეთ: HBO-მ  The New Pope-ის ოფიციალური ტიზერი გაავრცელა.

სერიალში მთავარ როლებს ჯუდ ლოუ და ჯონ მალკოვიჩი ასრულებენ. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

 


რეკომენდებული სტატიები
28 აგვისტო დილიდან 
Play Video

28 აგვისტო დილიდან 

28 აგვისტო დილიდან 
დილა მშვიდობისა! დილიდან გაცნობებთ, რომ ლევან აკინის ფილმი And Then We Danced საერთაშორისო წარმატებას განაგრძობს - ოდესისა და ლოკარნოს კინოფესტივალების ტრიუმფის შემდეგ კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელი გახდა.
27 აგვისტო დილიდან 
Play Video

27 აგვისტო დილიდან 

27 აგვისტო დილიდან 
დილა მშვიდობისა! გვინდა Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის, La Casa De Papel-ის ფანები დილიდან გაგახაროთ და გითხრათ, რომ შოუს წამყვანი მსახიობი ხაიმე ლორენტე თბილისში ჩამოდის.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.