fbpx

30 აგვისტო დილიდან 


გააზიარე სტატია

 

And Then We Danced-ს ლონდონის კინოფესტივალზე უჩვენებენ

ლევან აკინის შვედურ-ქართულ დრამას, რომელშიც მთავარ როლებს ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი ასრულებენ, ლონდონის კინოფესტივალზე უჩვენებენ. ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა და მაისის შემდეგ საფესტივალო ცხოვრებას წარმატებულად აგრძელებს. რამდენიმე საერთაშორისო პრიზის მოგებასთან ერთად სურათი შვედეთმა ოსკარზე უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე შესარჩევად წარადგინა. 

20 ივნისის აქციის დაშლის დროს დაზარალებულ მაკო გომურს ხელოვნური თვალი ჩაუსვეს.

ნახეთ ნახეთ ნახეთმე და ახალი თვალი;დდდსიხარულს კაი ხალხს გავუზიარებთქო და სხვა ადგილი ვერ ვნახე;დდპ.ს დიახ,შრამი რომ არა,ვერც კი გაარჩევდით♡

Gepostet von მაკო გომური am Donnerstag, 29. August 2019

“ნახეთ, მე და ახალი თვალი. სიხარულს კაი ხალხს გავუზიარებ-მეთქი და სხვა ადგილი ვერ ვნახე. პ.ს. დიახ, შრამი რომ არა, ვერც კი გაარჩევდით”, – წერს მაკო ფეისბუქზე.

წყარო: https://www.facebook.com

 

ელისო ბოლქვაძის მიერ დაარსებული ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი პირველ სექტემბერს გაიხსნება

No photo description available.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც იუნესკოს  მაღალი პატრონაჟით ტარდება. ბათუმს ეწვევა ცნობილი ფრანგი მუსიკოსი, კომპოზიტორი, ფილოსოფიის დოქტორი და მუსიკალური სწავლების ინოვაციური მეთოდის შემქმნელი მიშელ სონი, რომელიც ფესტივალის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდა მუსიკოსებისათვის მასტერკლასებს გამართავს. 

წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში 7 სექტემბერს ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გაიმართება  საფრანგეთში მცხოვრები, წარმოშობით ქართველი მხატვრის, ანრი მაჭავარიანის გამოფენა. ასევე 7 სექტემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება ცნობილი ქართველი მწერლის, გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო და წიგნის პრეზენტაცია. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა არტ-ბანაკი ახალგაზრდებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

 ფესტივალი პირველ სექტემბერს ელისო ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნება. 8 სექტემბერს კი გალა კონცერტი გაიმართება  ღია ცის ქვეშ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, ელისო ბოლქვაძის მონაწილეობით. ​ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი 10 სექტემბერს ახალგაზრდა ვირტუოზების კონცერტით დასრულდება.

წყარო: https://www.facebook.com

თრეილერი: საშა ბარონ კოენი ნეტფლიქსის სერიალში მთავარ როლს ასრულებს.

სერიალის სიუჟეტი 1960-იან წლებში ვითარდება და ის აგენტურული ქსელის შესახებ მოგვითხრობს. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

მეთიუ მაკკონაჰი ტეხასის უნივერსიტეტის ლექტორი გახდა.

Image result for Matthew McConaughey joins the faculty at the University of Texas in Austin

ოსკაროსანი მეთიუ მაკკონაჰი, რომელიც 2015 წლიდან ტეხასის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს, ამიერიდან უნივერსიტეტის სრულფასოვანი წევრი გახდა. ახალი სასწავლო წლიდან მსახიობი რადიოს, ტელევიზიისა და კინოს კათედრაზე იმუშავებს.

წყარო: https://edition.cnn.com

 

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა

წელს ოქროს ლომისთვის ჰიროკაძუ კორეედა, სტივენ სპილბერგი და სხვა პოპულარული რეჟისორები იბრძოლებენ. ფესტივალის კონკურსში მონაწილეობს “ჯოკერიც”, რომელშიც მთავარ როლს ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. კინოინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის  ოქროს ლომი ესპანელ რეჟისორს, პედრო ალმოდოვარს გადაეცემა. 

 

“ჯოკერის” ფინალური ტრეილერი გამოქვეყნდა

ფილმის მთავარი გმირი არტურ ფლეკი ქალაქ გოთემში ჩადის, რათა დედაზე იზრუნოს და სატელევიზიო შოუს პოპულარული კომიკოსი გახდეს. ჯოკერის როლს ფილმში ხოაკინ ფენიქსი თამაშობს, ტელეშოუს წამყვანის როლს კი რობერტ დე ნირო ასრულებს. “ჯოკერის” მსოფლიო პრემიერა 31 აგვისტოს ვენეციის კინოფესტივალზე შედგება. 

წყარო: https://www.youtube.com/

 


რეკომენდებული სტატიები
29 აგვისტო დილიდან 
Play Video

29 აგვისტო დილიდან 

29 აგვისტო დილიდან 
დილა მშვიდობისა! პოპულარული ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი ახალ კამპანიას შეუერთდა და ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომლითაც ის ხალხს მოუწოდებს, რომ შემოდგომა საქართველოში გაატარონ. #SpendYourAutumninGeorgia 
28 აგვისტო დილიდან 
Play Video

28 აგვისტო დილიდან 

28 აგვისტო დილიდან 
დილა მშვიდობისა! დილიდან გაცნობებთ, რომ ლევან აკინის ფილმი And Then We Danced საერთაშორისო წარმატებას განაგრძობს - ოდესისა და ლოკარნოს კინოფესტივალების ტრიუმფის შემდეგ კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელი გახდა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.