fbpx

არტისტები, რომელთა შთაგონების წყარო თოვლი და ყინულია


გააზიარე სტატია

 

ზუმა მაკოტა

იაპონელი მხატვარია, რომელიც სხვადასხვა გარემოში მცენარეების არსებობას იკვლევს. თავისი სერიისათვის „ყვავილები და ყინული“ მცენარეები წყალში მოათავსა და გაყინა. მისი თქმით, დამთვალიერებელს შეუძლია დააკვირდეს, თუ როგორ იცვლება ყინულიცა და მცენარეებიც დროთა განმავლობაში. 

 

 

ენდი გოლსუორსი 

ბრიტანელი მოქანდაკე და ფოტოგრაფია. ის სხვადასხვა ბუნებრივი მასალით მუშაობს, რომელსაც გარემოს გათვალისწინებით არჩევს, თუ თოვს – თოვლზე მუშაობს, ქარიან ამინდში – ფოთლები აინტერესებს. არტისტის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილი და ამინდიც, რომლებიც მისი თანაავტორები არიან. 

 

 

რიჩარდ შილინგი

ისეთ თემებს იკვლევს, როგორებიცაა დრო, ეკოლოგია, წელიწადის დროების მონაცვლეობა, შემოქმედებაში კი სხვადასხვა ბუნებრივ მასალას იყენებს. შილინგის „ლენდ-არტში“ დიდ როლს თამაშობს ფოტოგრაფიაც, რომელიც შილინგის ქმნილებებს შთამბეჭდავი ვიზუალური ფორმებით წარმოაჩენს. 

 

 

საიმონ ბეკი

თოვლზე ათი წელია მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში მან თოვლიან ზედაპირზე 175 გამოსახულება შექმნა. 100 კვადრატული მეტრის ფართობზე შთამბეჭდავ გეომეტრიულ ფორმებსა და მოხატულობებს ქმნის.

 

 

ნელე აზევედო

ბრაზილიელი მხატვარია, რომელმაც  პროექტი „მიკრო ქანდაკებები“ 2001 წელს დაიწყო. არტისტის მიზანია საზოგადოების ყურადღება გლობალური დათბობის პრობლემაზე გაამახვილოს. ადამიანის ფორმის ყინულის ქანდაკებებს სხვადასხვა ქალაქების ღირსშესანიშნავ ადგილებში ათავსებს, დამთვალიერებელი კი მოწმე ხდება ფიგურების დნობისა და გაქრობისა.

 

 


რეკომენდებული სტატიები
"არტისტერიუმი" გზაზე - ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა

"არტისტერიუმი" გზაზე - ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა

"არტისტერიუმი" გზაზე - ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა
თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა “არტისტერიუმი” 11 ივნისს დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიხსნა. გამოფენის შესახებ კურატორ მაგდა გურულს გავესაუბრეთ
5 სივრცე, სადაც ქართველი დიზაინერებისა და ხელოვანების პროდუქციას შეიძენთ

5 სივრცე, სადაც ქართველი დიზაინერებისა და ხელოვანების პროდუქციას შეიძენთ

5 სივრცე, სადაც ქართველი დიზაინერებისა და ხელოვანების პროდუქციას შეიძენთ
თუ თქვენთვის ონლაინ შოპინგი სხვადასხვა მიზეზის გამო მოსახერხებელი არ არის, გთავაზობთ რამდენიმე სივრცეს, სადაც ქართველი დიზაინერების პროდუქცია იყიდება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.