fbpx

ვინტაჟური ავეჯისა და ინტერიერის აქსესუარების მაღაზიები თბილისში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

ვინტაჟური სტილი სულ უფრო პოპულარული ხდება. ეს ნოსტალგიასთან ერთად, იმ ინსპირაციის შედეგია, რომელსაც წარსულიდან  ვიღებთ და თანამედროვეობას ვარგებთ. მოდის ინდუსტრიის მსგავსად, ვინტაჟური ელემენტები ინტერიერის დიზაინშიც გაჩნდა. ამ ესთეტიკის ავეჯი თუ სახლის სხვადასხვა აქსესუარი  არა მოძველებულთან, არამედ უნიკალურ და ხარისხიან პროდუქტთან ასოცირდება. 

თუ გსურთ სახლში ან ნებისმიერი დანიშნულების სივრცეში მყუდრო და ორიგინალური გარემო შექმნათ, ამისათვის ვინტაჟური ავეჯი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. 

ჩვენ გირჩევთ რამდენიმე სივრცეს თბილისში, სადაც ვინტაჟური ესთეტიკით შექმნილი, ნატურალური მასალის ავეჯის შეძენას შეძლებთ.

 

Velvet•ველვეტი

ეგნატე ნინოშვილის 1-ლ ნომერში მდებარე ამ სივრცეში ვინტაჟური სტილის მოყვარულები ბევრ საინტერესო ნივთს აღმოაჩენთ. მაღაზიაში წარმოდგენილი განსხვავებული  დიზაინის, ნატურალური მასალისაგან დამზადებული ავეჯითა და სახლის აქსესუარებით ნებისმიერი სივრცის ინტერიერს განსაკუთრებულ ხასიათს შესძენთ. 

 

Studio995

მაღაზიის შოურუმი ვახტანგ გორგასლის 115 ნომერში მდებარეობს. სივრცეში წარმოდგენილია  ავეჯი და დეტალები, რომლითაც    60-იანი წლების ევროპულ გარემოს შექმნით. Studio995-ის შოურუმში ანტიკვარული ავეჯისა და  ინტერიერის განახლებადი კოლექციიდან სასურველ ნივთს მარტივად შეარჩევთ.  

 

TrocMarket

ვინტაჟური ავეჯის კიდევ ერთი მაღაზია, რომელიც ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე,   37 ნომერში მდებარეობს. TrocMarket-ში ბელგიური და ფრანგული წარმოების ანტიკვარული კატეგორიის უნიკალური ავეჯის,   განათების და ინტერიერის აქსესუარების მრავალფეროვანი კოლექცია დაგხვდებათ. 

 

Homemade

ეს ქართული კომპანიაა, რომელიც თანამედროვე დიზაინისა და ვინტაჟური ესთეტიკის  ავეჯს ერთ სივრცეში გთავაზობთ. წარმოდგენილი პროდუქციის უმეტესობა ნატურალური ხისგან მზადდება.  თქვენ შეგიძლიათ ავეჯის დიზაინში კორექციაც შეიტანოთ – კატალოგიდან აარჩიოთ სასურველი ხის ფერი, ტექსტილი და თქვენივე  გემოვნებით დამზადებული ავეჯით მოაწყოთ ინტერიერი. Homemade-ის მაღაზია აღმაშენებლის ხეივნის მე-16 კილომეტრზე მდებარეობს.                                                


რეკომენდებული სტატიები
ავეჯის, ინტერიერისა და სხვა კონცეპტუალური დიზაინის პროექტები

ავეჯის, ინტერიერისა და სხვა კონცეპტუალური დიზაინის პროექტები

ავეჯის, ინტერიერისა და სხვა კონცეპტუალური დიზაინის პროექტები
წარმოგიდგენთ დეკემბერ-იანვრის რამდენიმე შთამბეჭდავ კონცეპტუალური დიზაინის პროექტს, რომლებმაც მოყვარულებისა და სპეციალისტების ყურადღება მიიპყრეს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.