ავეჯის, ინტერიერისა და სხვა კონცეპტუალური დიზაინის პროექტები


გააზიარე სტატია

 

 

 

 

ლონდონიდან დაწყებული, ამსტერდამისა და საფრანგეთის გავლით, ჩინეთამდე წარმოგიდგენთ დეკემბერ-იანვრის რამდენიმე შთამბეჭდავ კონცეპტუალური დიზაინის პროექტს, რომლებმაც მოყვარულებისა და სპეციალისტების ყურადღება მიიპყრეს.

 

  • „შუქით შთანთქმულნი“ – ასე ჰქვია მოქანდაკე გალი მეი ლუკასისა და სტუდია Design Bridge-ის პროექტს, რომელიც ამსტერდამში, Amsterdam Light Festival-ის ფარგლებში, ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაში დაიდგა. ავტორების თქმით, ამ ინსტალაციით მათ სმარტფონებზე გადამეტებული მიჯაჭვულობისა და დამოკიდებულების პრობლემას გაუსვეს ხაზი.  

 

  • ფრანგმა დიზაინერმა ჟოფრე პასკალმა წარმოადგინა ახალი თაობის საოფისე ავეჯი, რომლის მიზანიცაა სამუშაო ადგილი უფრო მიმზიდველი გახადოს. დიზაინერის თქმით, სამუშაო მაგიდასთან სტრესსა და წნეხს გრძნობდა, ჰქონდა შეგრძნება, რომ შრომას აიძულებდნენ, რაც უარყოფითად აისახებოდა მის პროდუქტიულობაზე. ახალი თაობის ავეჯის შექმნის იდეა  კი საწოლში მუშაობისას გაუჩნდა, სადაც გაცილებით კომფორტულად იგრძნო თავი. პასკალმა სერიას “Grefeiophobia” დაარქვა, კომპლექტის სამივე შემადგენელი ნაწილი სამუშაო მაგიდისა და საწოლის ჰიბრიდს წარმოადგენს.

 

  • თანამედროვე დიზაინერები მასალად ხშირად იყენებენ სხვადასხვა ნარჩენებს, მაგალითად, ნეილონის ე.წ. ფქვილს, რომელიც 3D პრინტერის მუშაობის შემდეგ, საწარმოო ნაგვის სახით რჩება. ლონდონური სტუდია IIio-ს დიზაინერებმა სწორედ ამ მასალისგან შექმნეს სანათები და ავეჯის სხვადასხვა აქსესუარები.

 

  • ჩინური სტუდია DOMANI-ის დიზაინერების თქმით, ზოგჯერ ერთი, დიდი რეზოლუციის ფოტოც საკმარისია შთამბეჭდავი ინტერიერის შესაქმნელად. მათ შანხაიში, Urban Revivo-ს შოუ-რუმის მინიმალისტურ არქიტექტურას მთვარის ზედაპირის გამოსახულება მოარგეს. ფოტოზე გამოსახული მთვარის დიამეტრი 7 მეტრია. დიზაინერების მტკიცებით, ეს თანამგზავრის ყველაზე დიდი გამოსახულებაა ჩინეთის მასშტაბით.

 

  • ფრანგულმა კომპანია Bernardaut-მა, მიროს ფონდთან თანამშრომლობით, გამოსცა 100 სხვადასხვა ნივთისგან შემდგარი ჭურჭლის კომპლექტი. დიზაინერებმა ფაიფურის თეფშებზე მიროს ის ილუსტრაციები გამოიყენეს, რომელიც კატალონიელმა მხატვარმა პოეტ ტრისტან ცარას კრებულის – Parler Seul-სთვის შექმნა.

 


რეკომენდებული სტატიები
ქართველი დიზაინერი ანუკა თავართქილაძე კიოლნში,  ავეჯის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

ქართველი დიზაინერი ანუკა თავართქილაძე კიოლნში, ავეჯის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

ქართველი დიზაინერი ანუკა თავართქილაძე კიოლნში,  ავეჯის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს
14-20 იანვრის ჩათვლით გერმანიაში, ქალაქ კიოლნში, ავეჯის საერთაშორისო გამოფენა Passagen Interior Design Week გაიმართება, რომელშიც ოთხი ქართველი დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის ერთ-ერთი ანუკა თავართქილაძეა, რომელსაც AT.ge ესაუბრა
თბილისის კონცეპტუალური მაღაზიები

თბილისის კონცეპტუალური მაღაზიები

თბილისის კონცეპტუალური მაღაზიები
თბილისის კონცეპტუალური მაღაზიები, რომლებშიც მასობრივი წარმოების პროდუქციისგან განსხვავებული, ორიგინალური ნივთებისა და ნაკეთობების შეძენას შეძლებთ
They Said Books - კონცეპტი და დიზაინი

They Said Books - კონცეპტი და დიზაინი

They Said Books - კონცეპტი და დიზაინი
They said books - კონცეპტუალური მაღაზიაა, სადაც განსაკუთრებულ წიგნებს და სხვადასხვა ლამაზ ნივთს აღმოაჩენთ. ასევე შეგიძლიათ უგემრიელესი ყავის დაგემოვნებაც
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.