fbpx

17 ოქტომბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა.

Image may contain: one or more people

ვიწყებთ! 💛საქართველოს ეროვნული სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე რამდებიმე წუთში ბიზნეს საუზმით გაიხსნება 🙂#followthejourneyofgeorgiancharacters

Gepostet von GPBA / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია am Dienstag, 15. Oktober 2019

Follow the Journey of Georgian Characters – ამ სლოგანითაა წელს წარმოდგენილი  საქართველო და ქართველი ავტორების ახალი წიგნები ფრანკფურტში. ფესტივალი 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება, სადაც უცხოური გამომცემლები ქართულ ლიტერატურას გაეცნობიან. 

 

Asia Pacific Screen Awards-ზე ჯილდოს მოსაპოვებლად ქართული ფილმი, თამარ შავგულიძის “კომეტები” იბრძოლებს.

კინოსურათი საუკეთესო სცენარის ნომინაციაშია წარდგენილი. ფილმი ორი შუახნის ქალის მეგობრობასა და სიყვარულზე მოგვითხრობს.

 

სოჰოში მდებარე ერთ-ერთმა გალერეამ ქართველი მხატვრის, ლევან ლაღიძის გამოფენას უმასპინძლა

თბილისისა და ლონდონის შემდეგ  „ბახის გაკვეთილები “ ნიუ-იორკში ჩავიდა. მანჰეტენზე, სოჰოში მდებარე ერთ-ერთმა გალერეამ ქართველი მხატვრის, ლევან ლაღიძის გამოფენას უმასპინძლა. მხატვარი დამთვალიერებელს ხელოვნებაზე სასაუბროდაც შეხვდა. ვინ არის ნამდვილი მხატვარი, რატომ აკისრია ადამიანს ბედნიერების ვალდებულება და როგორია შეგრძნებები ნიუ-იორკში… ამ და სხვა თემებზე ისაუბრა ხელოვანმა.

წყარო: https://www.amerikiskhma.com

 

18 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართება ქართული კინოინდუსტრიის კონფერენცია, რომელსაც საქართველოს კინოკლასტერი წარმოადგენს. 

2016 წლიდან საქართველოში მკვეთრად იზრდება კინოინდუსტრია. ფილმწარმოების ბრუნვამ 2016 წელს 18 მილიონი ლარი შეადგინა, 2017 წელს – 27 მილიონი, 2018 წელს – 38 მილიონი, 2019 წელს კი მოსალოდნელია ბრუნვის გაზრდა 97 მილიონ ლარამდე. შესაბამისად, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არსებული მდგომარეობის სწორად გაანალიზება, ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა და კინოინდუსტრიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება იქნება. 

პანელ დისკუსიაზე ასევე ისაუბრებენ საქართველოში სხვა ქვეყნების ფილმების წარმოების გამოცდილებაზე – “ფორსაჟი 9-ის”, “მზის გოგონების”, მასშტაბური ბრიტანული, ამერიკული და ინდური კინოპროექტების შესახებ.

წყარო: http://beta.gnfc.ge

 

გუგლმა Pixel-ის ორი განახლებული მოდელი წარადგინა — Pixel 4 და Pixel 4 XL.

ერთ-ერთი სიახლე ის არის, რომ მრავალფეროვნების მოყვარული ადამიანებისთვის ამ სმარტფონის ყიდვა სამ განსხვავებულ ფერში იქნება შესაძლებელი. სმარტფონის შედარებით დიდი ვერსიის, Pixel 4 XL-ის ეკრანი 6,3 ინჩია, მაშინ, როცა მისი მომცრო ვერსია ძველებური ზომის, 5,7-ინჩიანი ეკრანით არის აღჭურვილი. 

წყარო: https://www.youtube.com

 

ლიონელ მესიმ ოქროს ბუცი მეექვსედ მოიგო.

Barcelona's Argentinian forward Lionel Messi poses with his sixth Golden Shoe award after receiving the 2019 European Golden Shoe honoring the year's leading goalscorer during a ceremony at the Antigua Fabrica Estrella Damm in Barcelona on October 16, 2019. (Photo by Josep LAGO / AFP) (Photo by JOSEP LAGO/AFP via Getty Images)

ევროპული ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირის წოდება მას ლა ლიგაში გატანილმა 36-მა გოლმა მოუტანა.

წყარო: https://bleacherreport.com

 

 


რეკომენდებული სტატიები
16 ოქტომბერი დილიდან
Play Video

16 ოქტომბერი დილიდან

16 ოქტომბერი დილიდან
დილა მშვიდობისა! დღეს დილიდან გვინდა გაცნობოთ, რომ ოკეანის დაბინძურებასთან გასამკლავებლად, კოკა-კოლამ სანაპიროებზე შეგროვილი პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიღებული პირველი ბოთლი წარადგინა.
15 ოქტომბერი დილიდან 
Play Video

15 ოქტომბერი დილიდან 

15 ოქტომბერი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღეს დილიდან გაცნობებთ, რომ 2019 წლის ბუკერის პრემია ორ ავტორს გადაეცა. მათ შორის ერთ-ერთია მარგარეტ ეტვუდი და მისი ახალი რომანი - The Testaments.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.