fbpx

შემოდგომის ინგრედიენტი — გოგრისგან მომზადებული 5 კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ


გააზიარე სტატია

ადამიანების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ გვიანი შემოდგომა წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პერიოდია. ამ დროს ირგვლივ ყველაფერი ყვითელი ფოთლებითაა მორთული, ადამიანი კი მეტად შემოქმედებით განწყობაზეა. ადვილად შესამჩნევია, როგორ იცვლება ყველაფერი შემოდგომის ჟამს — ადამიანების ჩაცმულობა, როცა თხელ სამოსს შედარებით თბილი ანაცვლებს, განწყობა და კერძების არჩევანიც კი.

ალბათ ყველამ კარგად იცით, რომ შემოდგომის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო გოგრაა, რომელმაც თავისი კვალი კულინარიაშიც დატოვა. ოდესმე გაგისინჯავთ გოგრისგან მომზადებული კერძები? — ჩვენ გაგაცნობთ 5 ყველაზე ორიგინალურ და გემრიელ კერძს, რომელიც სწორედ ამ მცენარისგან მზადდება და გეტყვით, სად შეიძლება დააგემოვნოთ ისინი.

გოგრის წვნიანი რაჭული ლორით

წვნიანის მოყვარულებისთვის ეს კერძი სრული ნირვანაა. თუ თქვენ გიყვართ ქართული ინგრედიენტების ახლებურად დაგემოვნება, რაჭული ლორისა და ქართული გოგრის ჰარმონიულობა ამ კერძში აუცილებლად გაგაოცებთ.

კრემ-სუპივით ფაფუკი და რბილი წვნიანი, რომელიც ქართული გოგრისგან არის მომზადებული, თქვენი რეცეპტორებისთვის ნამდვილი დღესასწაული იქნება. კერძი მზადდება გოგრის გულის დრესინგით, წიპწის ზეთით, გამომშრალი პომიდვრის ჩირითა და სხვა ცოცხალი ინგრედიენტებით, რასაც რაჭული ლორი ემატება. როდესაც კერძს გასინჯავთ, გოგრის წვნიანი აუცილებლად გაგიუმჯობესებთ ხასიათსა და განწყობას, რადგან მისი გემოვნური თვისებები სრულიად უცხო და მომაჯადოვებელია.

გოგრის სალათი ღანძილით და მდნარი ყველით

ეს სალათი სრულიად განსხვავებულია გემოებით და სხვებს არაფრით ჰგავს. თუ აქამდე არ გაგისინჯავთ, თქვენთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება. სალათი ზაფხულისა და შემოდგომის ხასიათს იტევს და წელიწადის დროების მეტამორფოზის ნაწილად გაგრძნობინებთ თავს. სალათი გამომცხვარი გოგრის კუბებისგან მზადდება, რომელიც შესუნელებულია დარიჩინით, როზმარინით, ჯინჯერითა და ნივრით. კომპოზიციას, მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად, მჟავე მწვანე პომიდორი, ხის სოკო, სატაცური,  ყაბაყი, კრემყველისა და ნადუღის პასტა, კოწახური და ბროწეული ემატება.

გოგრის გამომცხვარი, ქათმით და სულგუნით 

ქათმის ხორცი და სულგუნი თუ გიყვართ და ამ ორი ინგრედიენტის ახლებურ კომბინაციას ეძებთ, მაშინ ეს კერძი სწორედ თქვენთვის შეიქმნა. გოგრის გამომცხვარი სპეციალური მეთოდით მზადდება, რომლის შიგთავსიც ქათმის ფილესგან შედგება. მას ემატება გამომცხვარი გოგრის კუბები, გოგრის წვნიანი, ქინძი და ჩერი, ხოლო გამოცხობის პროცესში ზედა ფენა მთლიანად სულგუნისგან შედგება.

თუ გსურთ, რომ თქვენი დატვირთული სამუშაო დღე სასიამოვნოდ დაასრულოთ და ენდორფინებით აღივსოთ, მაშინ ეს კერძი აუცილებლად უნდა გასინჯოთ. დარწმუნებულები იყავით, რომ პირველად დაგემოვნების შემდეგ, კიდევ არაერთხელ მოგინდებათ გოგრის გამომცხვარის შეკვეთა.

დესერტი: გოგრის ჩიზქეიქი ფორთოხლით და დარიჩინით / გოგრის ტარტი ციტრუსით და პიტნით

კერძების შემდეგ დესერტის დაგემოვნების დრო დგება. როგორც აღმოჩნდა, გოგრა უნიკალური ინგრედიენტია დესერტების მოსამზადებლად. თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ გოგრის ჩიზქეიქი და გოგრის ტარტი, რომელსაც თბილისში მხოლოდ გამორჩეულ ადგილებზე შეხვდებით. არჩევანს თქვენს გემოვნებას მივანდობთ, თუმცა გეტყვით, რომ არც ერთი მათგანი არ ჰგავს მის კლასიკურ ვერსიას. გოგრის დესერტები იდეალური დასასრული იქნება თქვენი საშემოდგომო ვახშმისთვის, რომელიც ყოველდრიურად შეგიძლიათ მოიწყოთ.

გოგრისგან დამზადებული უნიკალური კერძების დაგემოვნება თბილისში, პური გულიანში შეგიძლიათ. თითოეული კერძი პური გულიანის ბრენდ-შეფ გიორგი სარაჯიშვილის მიერ არის შექმნილი და შეიცავს დიდი რაოდენობით ქართულ ინგრედიენტებს, რაც ასეთ განსაკუთრებულს ხდის როგორც თვითონ სახაბაზოს, ასევე მის კერძებს.  ასე რომ, უკვე შეგიძლიათ გაილამაზოთ შემოდგომა პური გულიანის გოგრის მენიუსთან ერთად.


რეკომენდებული სტატიები
“პური გულიანი” -  თანამედროვე ქართული სახაბაზო, მყუდრო და გემრიელი გასტრონომიული თავგადასავლით

“პური გულიანი” -  თანამედროვე ქართული სახაბაზო, მყუდრო და გემრიელი გასტრონომიული თავგადასავლით

“პური გულიანი” -  თანამედროვე ქართული სახაბაზო, მყუდრო და გემრიელი გასტრონომიული თავგადასავლით
ალბათ ყველას ძალიან გიყვართ ახალი ადგილების აღმოჩენა, მყუდრო გარემოში განმარტოება, ან მეგობრებთან შეხვედრა და გემრიელი კერძებისა და ყავის დაგემოვნება. „პური გულიანი“ საარბრიუკენის მოედანზე მდებარე მაღალფანჯრებანი აგურის შენობა ყოველდღე ელის გურმანებს.
„პური გულიანი“ – პირველი ქართული სახაბაზო და სხვა გემრიელი
Play Video

„პური გულიანი“ – პირველი ქართული სახაბაზო და სხვა გემრიელი

„პური გულიანი“ – პირველი ქართული სახაბაზო და სხვა გემრიელი
ნახეთ ახალი, საინტერესო გასტრონომიული სივრცე, რომელიც ზაარბრიუკენის მოედანზე მდებარეობს. აქ სასტუმრო „MOXY”-სთან, პირველი ქართული სახაბაზო და სხვა გემრიელი - „პური გულიანი“ გაიხსნა.
გემრიელი აღმოჩენები, რომლებიც "პური გულიანის" მენიუში გელოდებათ

გემრიელი აღმოჩენები, რომლებიც "პური გულიანის" მენიუში გელოდებათ

გემრიელი აღმოჩენები, რომლებიც "პური გულიანის" მენიუში გელოდებათ
თუ ეს სწორედ ის დროა, როცა რამე გემრიელზე ოცნებობთ და თან ზუსტად არ იცით, რაზე, მაშინ ძალიან გაგმართლებიათ, რომ ამ სტატიას კითხულობთ
შემოდგომაზე წასაკითხი 7 რჩეული წიგნი

შემოდგომაზე წასაკითხი 7 რჩეული წიგნი

შემოდგომაზე წასაკითხი 7 რჩეული წიგნი
გთავაზობთ შემოდგომით საკითხავ რამდენიმე წიგნს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს ყოველდღიურობას მეტი მრავალფეროვნება შესძინოთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.