fbpx

თუ ქალაქგარეთ დღესასწაულის მოწყობას გეგმავთ – დაიქირავეთ ადგილი თბილისთან ახლოს


გააზიარე სტატია

 

თბილისის გარეთ წვეულების მოწყობა კარგი იდეაა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შესაფერის ადგილს იპოვით  დღესასწაულისთვის. 

თუ არც აგარაკი გაქვთ თბილისთან ახლოს და არც მეგობრის დაკეტილი სახლი გეგულებათ, თუკი გსურთ დღესასწაულისთვის მზადებამ იმდენი ენერგია არ დაგაკარგვინოთ, რომ მერე გართობის თავი აღარ გქონდეთ, გთავაზობთ რამდენიმე ადგილს, სადაც თქვენი სურვილები ადვილად ასრულდება. 

 

დაკარგული ქოხი

თავისუფლების მოედნიდან 7 კილომეტრში, ოქროყანაში მდებარე ეს ადგილი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც გასართობი და სარიტუალო, ასევე საქმიანი ღონისძიებებისთვის. დაკარგულ ქოხს განსაკუთრებული დღესასწაულების გარეშეც შეგიძლიათ ესტუმროთ – აქ ფუნქციონირებს სასტუმრო, ეზოში კი ცხელ დღეებში აუზი გელოდებათ. 

 

Pawlonia Villa • პავლონია ვილა

სასტუმრო ყვარელში, სადაც შესაძლებელია  დღესასწაულების ორგანიზება. ვილა მოიცავს რესტორანს, აუზს, სპას, დიდ მწვანე ეზოს და შესაძლებელია, სრულად დაჯავშნის შემთხვევაში, ის მხოლოდ თქვენი და თქვენი სტუმრების  დროებით მფლობელობაში გადმოვიდეს. 

 

Tezami Villa In Tbilisi National Park

თბილისის ეროვნულ პარკში, ცხვარიჭამიასთან ახლოს, ტყეში განთავსებული ეს ვილაც ერთდროულად  სასტუმროცაა და ადგილიც ღონისძიებებისთვის. აქ სულ რამდენიმე საძინებელია და შესაბამისად, სჯობს მთლიანად იქირაოთ.

 

სადმე

ეკომეგობრული კოტეჯი სიონის ტბასთან, სადაც შეგიძლიათ ქალაქს ცოტა ხნით მოშორდეთ. 

 

აგარაკი

 თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში, მისაქციელში მდებარე “აგარაკი” აუზით და უმზეო ამინდებისთვის შიდა სივრცით. 

 

არემარე მუხრანში

დაბოლოს, არემარე მუხრანში, რომელსაც ჯერ მკაფიო ფორმა და შინაარსი არ აქვს, მაგრამ აქ შეგიძლიათ ისეთ აქტივობებში მონაწილეობა, რაც თქვენც გაგახალისებთ,  თქვენს ბავშვებსაც და მეგობრებსაც. 


რეკომენდებული სტატიები
6 დაუვიწყარი საშემოდგომო ადგილი საქართველოში სამოგზაუროდ

6 დაუვიწყარი საშემოდგომო ადგილი საქართველოში სამოგზაუროდ

6 დაუვიწყარი საშემოდგომო ადგილი საქართველოში სამოგზაუროდ
საშემოდგომო ტურების დასაგეგმად  საფეხმავლო გამყოლ სალომე-ემილი კვარაცხელიას მივმართეთ, რომელმაც სამოგზაუროდ რამდენიმე იდეალური მარშრუტი მოგვიხაზა.
ვიდეო მოგზაურობა საქართველოში
Play Video

ვიდეო მოგზაურობა საქართველოში

ვიდეო მოგზაურობა საქართველოში
წარმოგიდგენთ უახლოესი პერიოდის საქართველოში მოგზაურობისას გადაღებულ ვიდეოებს, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ ახალი მოსანახულებელი ადგილების აღმოსაჩენად
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.