fbpx

6 დაუვიწყარი საშემოდგომო ადგილი საქართველოში სამოგზაუროდ


გააზიარე სტატია


ავტორი: თამარ ჭინჭარაული



საქართველო ნამდვილადაა ის ქვეყანა, სადაც წელიწადის ოთხივე სეზონის მრავალფეროვნად და საინტერესოდ გატარება შეიძლება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ისეთი ტურები, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესოა შემოდგომით.

საშემოდგომო ტურების დასაგეგმად სალომე-ემილი კვარაცხელიას მივმართეთ, რომელიც საფეხმავლო გამყოლად  უკვე 7 წელია ოფიციალურად მუშაობს, ხოლო არაოფიციალურად 17 წლიდან დაიწყო ლაშქრობა და საქართველოში მოგზაურობა. 

ემილის  მესენჯერით ვესაუბრე, თავიდან ვფიქრობდით, ამ საუბრისთვის უფრო ოფიციალური სახე მიგვეცა, მაგრამ ეს მეგობრული, არაოფიციალური რჩევები იმდენად ცოცხალი და სახიერი აღმოჩნდა, გადავწყვიტეთ, თქვენამდეც ამ სახით მოგვეტანა.

 

უკონკურენტოა  რაჭა.

ჩვეულებრივი ზღაპარია ოქტომბრის 10-15-დან. რაჭაში რამდენიმე ვარიანტია – მანქანით დაგეგმო ტური, ცოტა მანქანით იარო, ცოტა ფეხით, ან საერთოდაც კარვებით წახვიდე.  

შეგიძლია დაგეგმო როგორც მარტივი, ასევე საშუალო სირთულის მარშრუტიც,  3-დან 5 დღემდე საკმარისია, გააჩნია, რის ნახვას აპირებ.

არის ერთდღიანი მარშრუტები, მაგალითად, საყინულე, ბატონის ტყე, შაორის წყალსაცავის მიმდებარედ შოვის ტყეები, უწერა, გლოლა… 

არის 2-3-დღიანი შერეული სირთულის ბილიკი – უძირო ტბა. აქ გლოლადან ადიხარ შერეულ ტყეში, ტკბები მყინვარების ხედებით, მერე ალპურ ზონაში ტბაზე ბანაკდები, კატიწვერას ძირში და მერე შოვის წიწვოვან, სრულიად საოცარ ტყეში ჩამოდიხარ.

რაჭა კიდევ იმიტომაა კარგი, რომ,  თუ იზარმაცე და მანქანით ახვედი, და არც  კარვები გინდა, უამრავი ადგილია სანახავი. მართლა ღირებული ძეგლები. ჯერ მარტო ნიკორწმინდა არის ენით აუწერელი. ასევე, მრავალძალი, სინაგოგა ონში და გესთჰაუსი “მხატვრის სახლი”. საოცარი ადგილებია. 

 

რამდენიმედღიანი ტურების მოწყობა შეიძლება თუშეთშიც. ეს  მინიმუმ 4-5 დღის ამბავია. 

ამ სეზონზე უკვე რამდენიმედღიანი, კარვებით ტრეკი და ხევსურეთში გადასვლა სისულელეა და ამიტომ მანქანიანი და ერთდღიანი რადიალური გასვლებით უნდა შემოიფარგლო. აუცილებლად სანახავი ხეობებია: გომეწარი, ჩაღმა, პირიქითა. უნდა დარჩე სოფლების გესთჰაუსებში.

 

კოლხეთის დაბლობი გადამფრენი ფრინველებით, ნავით კოლხეთის ნაკრძალში, ეგრისის ქედი და საოცარი მეგრული სამზარეულო. თან, ბარემ, სამეგრელოში ვართ და აქვე გავაერთიანებდი ოკაცეს კანიონს და დადიანების საზაფხულო რეზიდენციას სალხინოში. 

https://www.facebook.com/

 

ჯავახეთში   შეგიძლია წახვიდე, დაცულ ტერიტორიებზე, საითაც გული გაგიწევს. გინდა გზის პირას, გინდა აბულის ძირას, გინდა მადათაფას აღკვეთილში… 

შემოდგომაზე უკვე ზამთრისპირულივითაა იქეთ.. თან თბილი მზე და თან, როგორც კი გადავა, ეგრევე ცივა… მაგრამ ჰორიზონტი ხომ გაშლილია და საოცრად პასტორალური საღამოებია ხოლმე. 

თან ამ ტბებზე ფრინველები და მოკლედ, ცხონებაა… აი, მესხეთ-ჯავახეთი ეგეთია, მანქანით უნდა წახვიდე, ჩაიგდო მთელი აღჭურვილობა და სადაც გული გაგიწევს, იქ უნდა გაათენო. 

მე მიყვარს ახალციხიდან წასვლა და წრეზე ნინოწმინდით წამოსვლა, წალკით, ულამაზესი გზაა. საქართველოს ისლანდიაა.

 

შემოდგომით კახეთის გამოტოვება არ შეიძლება. აქაც ეგრეა, მარტივი მარშრუტის დაგეგმვაც შეიძლება და თან ტრეკიც ლაგოდეხში, ვაშლოვანში. 

სულ რომ არაფერი, გომბორის გზაზე რომ გადაივლი და მერე კავკასიონი გამოჩნდება და ალაზნის ფერად ველზე –  ალავერდი, ამ სიამოვნებად ღირს წასვლა. 

 

და ისე, თუ დიდი ხნით ვერსად მიდიხართ და სულ რამდენიმე საათი გაქვთ, მაშინ სასწაული ტყე გვაქვს აგერ თბილისის ეროვნულ პარკში, საბადური, რომელიც უკვე ულამაზესია.

 


რეკომენდებული სტატიები
შემოდგომაზე წასაკითხი 7 რჩეული წიგნი

შემოდგომაზე წასაკითხი 7 რჩეული წიგნი

შემოდგომაზე წასაკითხი 7 რჩეული წიგნი
გთავაზობთ შემოდგომით საკითხავ რამდენიმე წიგნს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს ყოველდღიურობას მეტი მრავალფეროვნება შესძინოთ
კარგი საკემპინგე ადგილები საქართველოში

კარგი საკემპინგე ადგილები საქართველოში

კარგი საკემპინგე ადგილები საქართველოში
თუ მოგზაურობისას მხოლოდ სასტუმროში დარჩენის ვარიანტებს არ განიხილავთ, შეიძლება დაგაინტერესოთ ამ საკემპინგე ადგილებმა, სადაც აუცილებელი საცხოვრებელი პირობებიც გექნებათ და ბუნებასთანაც ახლოს იქნებით
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.