
ყველაზე ტკბილი, გულიანი – სიყვარულის დღეს დაუვიწყარს გახდის
მართალია, ყოველი დღე სიყვარულისაა, მაგრამ 14 თებერვალი მაინც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ამ დროს წყვილები ყველა საქმეს ივიწყებენ და მხოლოდ ერთმანეთის გაბედნიერებაზე, გამხიარულებასა და დღის გალამაზებაზე ფიქრობენ.
ალბათ ახლა თქვენც საგონებელში ხართ ჩავარდნილი და ფიქრობთ, სად გაატაროთ ვალენტინობა საყვარელ ადამიანთან ერთად. არჩევანი საკმაოდ დიდია, მაგრამ საუკეთესო არჩევანის გაკეთება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეგიძლიათ. იმისთვის, რათა სიყვარულის დღემ კარგად ჩაიაროს და დასამახსოვრებელი იყოს, აუცილებელია მყუდრო, მშვიდი და ელეგანტური გარემო, რომელსაც გემრიელი კერძები კიდევ უფრო გამორჩეულს გახდის.
ჩვენ არჩევანს გაგიმარტივებთ, რადგანაც მოგიყვებით ისეთ ადგილზე, რომელიც 14 თებერვლისთვის განსაკუთრებულად ემზადება. ალბათ გახსოვთ, სახაბაზო “პური გულიანის” მიერ შექმნილი საახალწლო გოზინაყის დესერტი, რომელიც თავისი გემოვნური თვისებებითა და ვიზუალით ყველას გვხიბლავდა. ჩვენ მის შესახებ უკვე მოგიყევით.
ამჯერად “პური გულიანში” სიყვარულის კვირეული დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი სტუმრობისას განსაკუთრებული გარემო და ამ დღისთვის სპეციალურად შექმნილი გულიანი კერძები დაგხვდებათ. ერთ-ერთი მათგანი სწორედ გულის ფორმის უგემრიელესი დესერტი იქნება, რომლის უნიკალური გემოც თქვენ და თქვენს რჩეულს დიდხანს დაგამახსოვრდებათ.
სიყვარულის კვირეულისთვის შექმნილ დესერტს „ტკბილი გულიანი“ ჰქვია, რომელიც ზუსტად იმ ემოციებსა და გრძნობებს გააღვიძებს თქვენში, რასთანაც სიყვარული ასოცირდება. „ტკბილი გულიანი“ ერთმანეთისგან განსხვავებული, მრავალფეროვანი, ორიგინალური ქართული ინგრედიენტებისგან მზადდება, რაც გემოების ფეიერვერკს ქმნის.
წარმოიდგინეთ ქართული ალუბლის, ლიმონის წვენისა და კონიაკის სინთეზი, რომელსაც დამატებული აქვს მიხაკ-დარიჩინი, ეს ყველაფერი კი ერთმანეთთან ჟელატინით არის შეკრული — დიახ, სწორედ ასეთი შიგთავსი აქვს „ტკბილ გულიანს“, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ნამდვილი აღმოჩენა ჩიზქეიქის მომაჯადოებელი გემო იქნება, რომლის მომზადებაც ნადუღის, ლიმონის წვენისა და ვანილის სიროფით იწყება, შემდეგ კი მდნარი ყველი და ნაღები ემატება.
დესერტი სრულყოფილებასა და ჰარმონიაში ჰაეროვან წითელ ბისკვიტსა და წითელ გლასაჟს მოჰყავს, რაც დაგარწმუნებთ, რომ “პური გულიანის” მთავარი კონდიტერის წარმოსახვით მომზადებული „ტკბილი გულიანი“ ჩიზქეიქი ერთადერთი და განუმეორებელია.
საბოლოო ჯამში, თქვენს თეფშზე თეთრი შოკოლადის ფრთებით შემოსილი წითელი გულის ფორმის დესერტი აღმოჩნდება, რომელიც შეგიძლიათ “პური გულიანის” უგემრიელეს ყავასთან ან ჩაისთან ერთად მიირთვათ.
ყველაფერი, რასაც ინატრებთ, რაც კი ფიქრად მოგივათ ვალენტინობის დღისთვის სასურველი გარემოს წარმოდგენისას, იცოდეთ, რომ სწორედ “პური გულიანში” დაგხვდებათ, რომელიც მთელი გულით გიმასპინძლებთ.
1,885 total views, 1 views today


“პური გულიანი” - თანამედროვე ქართული სახაბაზო, მყუდრო და გემრიელი გასტრონომიული თავგადასავლით

„პური გულიანი“ – პირველი ქართული სახაბაზო და სხვა გემრიელი

ნაპოვნია 2019 წლის მთავარი აღმოჩენა
