fbpx

ყველაზე ტკბილი, გულიანი – სიყვარულის დღეს დაუვიწყარს გახდის


გააზიარე სტატია

მართალია, ყოველი დღე სიყვარულისაა, მაგრამ 14 თებერვალი მაინც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ამ დროს წყვილები ყველა საქმეს ივიწყებენ და მხოლოდ ერთმანეთის გაბედნიერებაზე, გამხიარულებასა და დღის გალამაზებაზე ფიქრობენ. 

ალბათ ახლა თქვენც საგონებელში ხართ ჩავარდნილი და ფიქრობთ, სად გაატაროთ ვალენტინობა საყვარელ ადამიანთან ერთად. არჩევანი საკმაოდ დიდია, მაგრამ საუკეთესო არჩევანის გაკეთება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეგიძლიათ. იმისთვის, რათა სიყვარულის დღემ კარგად ჩაიაროს და დასამახსოვრებელი იყოს, აუცილებელია მყუდრო, მშვიდი და ელეგანტური გარემო, რომელსაც გემრიელი კერძები კიდევ უფრო გამორჩეულს გახდის. 

ჩვენ  არჩევანს გაგიმარტივებთ, რადგანაც მოგიყვებით ისეთ ადგილზე, რომელიც 14 თებერვლისთვის განსაკუთრებულად ემზადება. ალბათ გახსოვთ, სახაბაზო “პური გულიანის” მიერ შექმნილი საახალწლო გოზინაყის დესერტი, რომელიც თავისი გემოვნური თვისებებითა და ვიზუალით ყველას გვხიბლავდა. ჩვენ მის შესახებ უკვე მოგიყევით. 

 

#სახაბაზოს ყოველ კუთხეს სიყვარულის ალმური მოედო და სათანადო სამზადისიც გაჩაღდა❣️

✨✨ კაშკაშა გულები, ყვავილები, გულიანი დესერტები და ატმოსფერო, რომელიც თქვენი ბედნიერი წუთებისთვის შეიქმნა…🌹🕯

რასაც ინატრებთ, რაც კი ფიქრად მოგივათ ვალენტინობის დღისთვის სასურველი გარემოს წარმოდგენისას, იცოდეთ, რომ აქ, პური გულიანში დაგხვდებათ და მთელი გულით გიმასპინძლებთ! ❤️✨

#პურიგულიანი #სახაბაზო #გემრიელი

Posted by პური გულიანი • Puri Guliani on Thursday, February 13, 2020

 

ამჯერად “პური გულიანში” სიყვარულის კვირეული დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი სტუმრობისას განსაკუთრებული გარემო და ამ დღისთვის სპეციალურად შექმნილი გულიანი კერძები დაგხვდებათ. ერთ-ერთი მათგანი სწორედ გულის ფორმის უგემრიელესი დესერტი იქნება, რომლის უნიკალური გემოც თქვენ და თქვენს რჩეულს დიდხანს დაგამახსოვრდებათ. 

სიყვარულის კვირეულისთვის შექმნილ დესერტს „ტკბილი გულიანი“ ჰქვია, რომელიც ზუსტად იმ ემოციებსა და გრძნობებს გააღვიძებს თქვენში, რასთანაც სიყვარული ასოცირდება. „ტკბილი გულიანი“ ერთმანეთისგან განსხვავებული, მრავალფეროვანი, ორიგინალური ქართული ინგრედიენტებისგან მზადდება, რაც გემოების ფეიერვერკს ქმნის. 

წარმოიდგინეთ ქართული ალუბლის, ლიმონის წვენისა და კონიაკის სინთეზი, რომელსაც დამატებული აქვს მიხაკ-დარიჩინი, ეს ყველაფერი კი ერთმანეთთან ჟელატინით არის შეკრული — დიახ, სწორედ ასეთი შიგთავსი აქვს „ტკბილ გულიანს“, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ნამდვილი აღმოჩენა ჩიზქეიქის მომაჯადოებელი გემო იქნება, რომლის მომზადებაც ნადუღის, ლიმონის წვენისა და ვანილის სიროფით იწყება, შემდეგ კი მდნარი ყველი და ნაღები ემატება.

დესერტი სრულყოფილებასა და ჰარმონიაში ჰაეროვან წითელ ბისკვიტსა და წითელ გლასაჟს მოჰყავს, რაც დაგარწმუნებთ, რომ “პური გულიანის” მთავარი კონდიტერის წარმოსახვით მომზადებული „ტკბილი გულიანი“ ჩიზქეიქი ერთადერთი და განუმეორებელია.

საბოლოო ჯამში, თქვენს თეფშზე თეთრი შოკოლადის ფრთებით შემოსილი წითელი გულის ფორმის დესერტი აღმოჩნდება, რომელიც შეგიძლიათ “პური გულიანის” უგემრიელეს ყავასთან ან ჩაისთან ერთად მიირთვათ. 

ყველაფერი, რასაც ინატრებთ, რაც კი ფიქრად მოგივათ ვალენტინობის დღისთვის სასურველი გარემოს წარმოდგენისას, იცოდეთ, რომ სწორედპური გულიანში” დაგხვდებათ, რომელიც მთელი გულით გიმასპინძლებთ

1,717 total views, 1 views today


რეკომენდებული სტატიები
გემრიელი აღმოჩენები, რომლებიც "პური გულიანის" მენიუში გელოდებათ

გემრიელი აღმოჩენები, რომლებიც "პური გულიანის" მენიუში გელოდებათ

გემრიელი აღმოჩენები, რომლებიც "პური გულიანის" მენიუში გელოდებათ
თუ ეს სწორედ ის დროა, როცა რამე გემრიელზე ოცნებობთ და თან ზუსტად არ იცით, რაზე, მაშინ ძალიან გაგმართლებიათ, რომ ამ სტატიას კითხულობთ
“პური გულიანი” -  თანამედროვე ქართული სახაბაზო, მყუდრო და გემრიელი გასტრონომიული თავგადასავლით

“პური გულიანი” -  თანამედროვე ქართული სახაბაზო, მყუდრო და გემრიელი გასტრონომიული თავგადასავლით

“პური გულიანი” -  თანამედროვე ქართული სახაბაზო, მყუდრო და გემრიელი გასტრონომიული თავგადასავლით
ალბათ ყველას ძალიან გიყვართ ახალი ადგილების აღმოჩენა, მყუდრო გარემოში განმარტოება, ან მეგობრებთან შეხვედრა და გემრიელი კერძებისა და ყავის დაგემოვნება. „პური გულიანი“ საარბრიუკენის მოედანზე მდებარე მაღალფანჯრებანი აგურის შენობა ყოველდღე ელის გურმანებს.
„პური გულიანი“ – პირველი ქართული სახაბაზო და სხვა გემრიელი
Play Video

„პური გულიანი“ – პირველი ქართული სახაბაზო და სხვა გემრიელი

„პური გულიანი“ – პირველი ქართული სახაბაზო და სხვა გემრიელი
ნახეთ ახალი, საინტერესო გასტრონომიული სივრცე, რომელიც ზაარბრიუკენის მოედანზე მდებარეობს. აქ სასტუმრო „MOXY”-სთან, პირველი ქართული სახაბაზო და სხვა გემრიელი - „პური გულიანი“ გაიხსნა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.