fbpx

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 18-24 სექტემბერს გაიმართება – BIAFF 2020-2021


გააზიარე სტატია

 

2021 წლის ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ფორმატის დაანონსება, რომელიც ფილმების დიდ ეკრანზე ჩვენებას და მაყურებლის დასწრებას გულისხმობს, ნამდვილად ყველასათვის მოულოდნელი სასიხარულო ამბავი იყო. ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ასეთი ღონისძიების ჩატარება წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. 

ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ფესტივალზე ფიქრიც კი დიდი უპასუხისმგებლობა იქნებოდა. საბედნიეროდ, მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია და ფესტივალის მე-16 გამოშვება განსხვავებული ფორმატით, რეკომენდაციების სრული დაცვით და  კინოჩვენებებზე ფიზიკურად დასწრების რეჟიმში ჩატარდება. ბილეთები იხილეთ აქ

წელს BIAFF-ზე სხვადასხვა სექციაში 30 ქვეყნის 100-ზე მეტი ფილმი იქნება ნაჩვენები. როგორც ყოველთვის, ყველაზე დიდ დაძაბულობას სამი ძირითადი საკონკურსო პროგრამა იწვევს: 

BIAFF  საერთაშორისო კონკურსი მხატვრული ფილმების სექცია – ფილმებს შეაფასებს  ხუთკაციანი ჟიური –  ლანა ღოღობერიძე – ჟიურის თავმჯდომარე, ნინო მხეიძე, გოგი გვახარია, ქეთი მაჭავარიანი, ირინა გორდიჩუკი (უკრაინა).  მხატვრული სექციის ფილმებს ასევე შეაფასებს ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური – თეო ხატიაშვილი, ნინო ჩიმაკაძე, დათო ტურაშვილი.

 

1. ბანდარ ბენდი, მანიჯე ჰეკმატი, ირანი, 2021, 75 წთ. 

2. უბოლსინი, ადილხან იერჟანოვი, ყაზახეთი/საფრანგეთი, 2020, 71 წთ. 

3. მდუმარე, პასკალ რაბატე , საფრანგეთი, 2020, 85 წთ.

4. ოთარის სიკვდილი, სოსო ბლიაძე, საქართველო/გერმანია/ლიტვა, 2021, 105 წთ.

5. რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ? ალექსანდრე კობერიძე, საქართველო/გერმანია. 2021, 150 წთ.  სტატია

6. ჰასანის ვალდებულება, სემიჰ კაპლანოღლუ, თურქეთი, 2021, 147 წთ.

7. შენ ვერ იხილავ ზამთარს, აბდოლრეზა კაჰანი, კანადა, 2021, 72 წთ.

8. ევოლუცია, კორნელ მუნდრუცო, გერმანია.უნგრეთი, 2021, 97 წთ.

9. მარტორქა, უკრაინა/გერმანია/პოლონეთი, ოლეგ სენცოვი, 2021, 101 წთ.

 

მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსში მონაწილე 9 პროექტიდან 2 ქართული ფილმია წარმოდგენილი: ალექსანდრე კობერიძის  „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“  . და სოსო ბლიაძის „ოთარის სიკვდილი“.  

 

BIAFF  საერთაშორისო კონკურსი დოკუმენტური ფილმების სექცია – დოკუმენტური ფილმების ჟიურის წევრები არიან: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი (საქართველო) – ჟიურის თავმჯდომარე, ანჟეი სლოვიცკი (გერმანია), ევგენია ოსტანინა (რუსეთი).

1. 1970, ტომას ვოლსკი, პოლონეთი, 2021, 70 წთ.

2. ანამნეზი, ქრის რაიტი & სტეფან კოლბე, გერმანია, 2021, 111 წთ.

3. ატლანტიდა, იური ანკარანი, იტალია/საფრანგეთი/აშშ/კატარი, 2021, 100 წთ.

4. აივნის ფილმი, პაველ ლოზინსკი, პოლონეთი, 2021, 100 წთ.

5. საჩუქარი, ვალენტინ სიდორენკო, რუსეთი, 2020, 51 წთ.

6. ორმო, ანდრეი გრიაზევი, რუსეთი, 2020, 71 წთ.

7. საულის და რუბის ჰოლოკოსტს გადარჩენილთა ბენდი, ტოდ ლენდინგი, აშშ, 2020, 80 წთ.

 

BIAFF საერთაშორისო კონკურსი მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია – მოკლემეტრაჟიან ფილმებს შეაფასებს ჟიური შემდეგი შემადგენლობით – დათო ჯანელიძე (ჟიურის თავმჯდომარე), კოტე ჩლაიძე, შოთა გუჯაბიძე.

 

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსში მონაწილე 25 ნამუშევრიდან 7 ქართული პროექტია.

 

1. 10:45, გიორგი გოგიჩაიშვილი, საქართველო, 2021, 14 წთ.

2. ნიქოზის შვილები, ნინო ბენაშვილი, საქართველო, 2021, 31 წთ.

3. ორმო, მარია ჩერნი, საქართველო, 2021, 15 წთ.

4. თანაგრძნობა, ზვიად ციკოლია, საქართველო, 2021, 32 წთ.  

5. სამზადისი, ილია ასიტაშვილი, საქართველო, 2021, 15 წთ.   

6. ნომერი 26, გვანცა მეფარიშვილი, საქართველო, 2021, 20 წთ.

7. ბოდიში დაგვიანებისთვის, ლუკა ბერაძე, საქართველო/გერმანია, 2021, 19 წთ.

8. აპარატი, ჰასან ნაჯმაბადი, ირანი, 2021, 15 წთ.

9. არზუ,რუფატ ალიზადე, თურქეთი, 2021, 6 წთ.

10. ბატიკის ოთახი, მარია ხალპახჩი, უკრაინა, 2021, 25 წთ.

11. ორფეროვანი, სარაჯუდინ ბაიათი, ავღანეთი, 2021, 10 წთ.

12. ბრანკა, აკოს კოვაჩიზი, უნგრეთი, 2021, 20 წთ.

13. შავი მზე, მარი ლარივე, საფრანგეთი, 2021, 20 წთ.

14. მამის ბოტასები, ოლჰა ჟურბა, უკრაინა, 2021, 18 წთ.

15. დევეკი, ურია ჰერცი, ისრაელი, 2021, 15 წთ.

16. არ მოგერიდოს, ჩამოდი დედა,  ანა არტემიევა, ბელგია/უნგრეთი/ პორტუგალია/ რუსეთი,  2020, 12 წთ.  

17. გულის სუნთქვა, აზერ გულიევი, აზერბაიჯანი, 2021, 15 წთ.

18. სახლში დაბრუნება, რაფი მოვსესიანი, სომხეთი, 2021, 18 წთ. 

19. მიწაში, კასპერ კელდსენი, დანია, 2021, 14 წთ.  

20. მოსაწვევი, იანგ თანგი, ჰაო ჯაო, ჩინეთი, 2021, 13 წთ.  

21. ლეოპოლისის ღამე, ნიკონ რომანჩენკო, უკრაინა, 2021, 26 წთ.

22. როგორც მიკონოში , ალესანდრო პორციო, იტალია, 2021, 15 წთ.  

23. მარტოსული ლილი, ზუ ჯინგი, ჩინეთი, 2021, 22 წთ.  

24. სიყვარული, მიხალ ციხომსკი, პოლონეთ, 2020, 27 წთ.

25. ჩრდილოეთ პოლუსი, მარია აპჩევსკა, მაკედონია/სერბეთი, 2021, 15 წთ.

 

დიდოსტათთა კოლექციის ტიპის სექციები ყველაზე პოპულარული და ხალხმრავალი არასაკონკურსო ჩვენებებია მსოფლიოს კინოფესტივალებზე. პანდემიის პირობებში კი, როდესაც უმეტესი ფესტივალები ონლაინ ტარდება, იხილო ღია სივრცეში,  დიდ ეკრანზე წლის საუკეთესო მსოფლიო პრემიერები, ნამდვილი ფუფუნება და გამართლებაა:

 

1. ანეტი, ლეო კარაქსი, საფრანგეთი/გერმანია/ბელგია/იაპონია/მექსიკა, 2021, 140 წთ.

2. ბაბი იარი – კონტექსტი, სერგეი ლოზნიცა, ნიდერლანდები/უკრაინა, 2021, 120 წთ.

3. გმირი, ასგარ ფარადი, ირანი/საფრანგეთი, 2021, 127 წთ.

4. მეხსიერება, აპიჩატოპონგვერასეტაკულე, კოლუმბია/ტაილანდი/დიდი ბრიტანეთი/საფრანგეთი, 2021, 136 წთ.

5. ჩვენ აქ ვართ, ახლოს, რომან ბალაიანი, უკრაინა, 2020, 90 წთ.

 

 

დოკუმენტური ფილმების მიმართ ინტერესი ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა, საერთაშორისო ფესტივალები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ დოკუმენტური ფილმების სექციების პროგრამებს. წელს BIAFF წარმოგვიდგენს ორ განსხვავებულ პროგრამას, საკონკურსოს და ARTDOC FEST-ის მიერ წარდგენილს: 

1. რასტორგუევი, ევგენია ოსტანინა, რუსეთი, 2020, 127 წთ.

2. საჩუქარი, ვალენტინ სიდორენკო, რუსეთი, 2020, 51 წთ.

3. ორმო, ანდრეი გრიაზევი, რუსეთი, 2020, 71 წთ. 

4. არ მოგერიდოს, ჩამოდი დედა,  ანა არტემევა, ბელგია/უნგრეთი/პორტუგალია/რუსეთი,  2020, 12 წთ.  

 

ქართული პანორამა – ფესტივალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სექციაა, იგი ხელს უწყობს თანამედროვე ქართული კინოს პოპულარიზაციას. წელს სექციას წარმოადგენენ  2020/2021 წლის მხატვრული და დოკუმენტური ქართული ფილმები:

1. მკვდარი სულების არდადეგები, კეკო ჭელიძე, საქართველო, 2020, 67 წთ. სტატია იხილეთ აქ.

2. არსად წავალ, ბიძინა გოგიბერიძე, გერმანია/საქართველო, 2021, 53 წთ.

3. გალერეა სტრატოსფეროში, რომანოზი & თორნიკე მზარეულა, საქართველო, 2021; 18 წთ.

4. MSHT-15 ბედნიერების ანგელოზი, ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი, საქართველო, 2021, 70

5. მზიური, ქეთი მაჭავარიანი, საქართველო, 2021, 61 წთ. სტატია იხილეთ აქ.

6. მიამიტი, დინო გეთიაშვილი, საქართველო, 2021, 105 წთ.

7. მოთვინიერება, სალომე ჯაში, შვეიცარია/გერმანია/საქართველო, 2020,  91 წთ.

 

თანამედროვე, საერთაშორისო კინოფესტივალების ძირითადი მიზანი კინოს სექტორის განვითარებაა, კინოჩვენებების გარდა BIAFF 2021-ის ფარგლებში დაგეგმილია პარალელური ღონისძიებები, ინდუსტრიული პლატფორმა – „ალტერნატიული ტალღა“ წელს 10 ქართულ პროექტთან იმუშავებს, ჩატარდება ტრენინგები, ვორქშოფები და ფიჩინგები.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.