საქველმოქმედო ვახშამი Madre-ში
გააზიარე სტატია
1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, რესტორანი “Madre”, ორგანიზაცია “ჩართესთან” ერთად, საქველმოქმედო ვახშამს უმასპინძლებს.
“მადრეს” გუნდის ორგანიზებით კატალონიიდან მოწვეული მზარეული ანდრეა მესა ვახშამზე სტუმრებს თანამედროვე ესპანური კერძებით, თემატური კოქტეილებითა და ესპანური ღვინით დახვდება. საქველმოქმედო ვახშმის მიზანი მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოზარდების მხარდაჭერა და გაძლიერებაა.
ორგანიზაცია “ჩართე” სოციალურად დაუცველი მოსწავლეების განათლების ხარისხის ამაღლებაზე წლებია, რაც აქტიურად მუშაობს.
„კომუნალის“კომპანია კი მესამე წელია წარმატებულ საქველმოქმედო ვახშამს მასპინძლობს „ჩართეს“ გუნდთან ერთად, რითაც ერთობლივად ვეხმარებით მოზარდებს ლეპტოპებითა და ერთწლიანი ინტერნეტპაკეტებით.
ვახშამზე დასწრების ღირებულება 200 ლარს შეადგენს.
მაგიდის დასაჯავშნად დარეკეთ: +995599808171
ღონისძიების პარტნიორები: Paralel 42, Fish Market, Torres
ღონისძიების პარტნიორები: Paralel 42, Fish Market, Torres