მუსიკალური ალბომების ყველაზე ცუდი ყდები
სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფებისა თუ შემსრულებლების პროდიუსერები ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ნახევარში მიხვდნენ, რომ მათი პროდუქტის გასაყიდად მხოლოდ სიმღერების მუსიკალური ღირებულება და ჩანაწერის ხარისხი არ კმაროდა. დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ფირფიტების კონვერტებისა თუ გარეკანის გაფორმებასაც, რადგან სწორედ ვიზუალური მხარის ეფექტურობა იყო ის დეტალი, რომლითაც მელომანების ყურადღებას მიიპყრობდნენ და მათზე პირველ შთაბეჭდილებას მოახდენდნენ.
60-70-იან წლებში ვინილის ფირფიტების გარეკანის გაფორმება იმდენად აქტუალური და მნიშვნელოვანი გახდა, რომ დიზაინისა და მხატვრული ხელოვნების დამოუკიდებელ მიმართულებადაც (Album Cover Art) ჩამოყალიბდა. ამ საქმეში ისეთი ცნობილი არტისტებიც კი ჩაერთნენ, როგორებიც იყვნენ ალექსანდე შტაინვაისი, რიდ მაილსი, ენდი უორჰოლი და მრავალი სხვა. პოპ-არტის, მინიმალიზმის, ფოტოგრაფიის ჟანრებში ხელოვნების ნამდვილი შედევრებიც კი იქმნებოდა. ამჯერად კი იმ ალბომების „შეფუთვებს“ გადავხედოთ, რომლებიც სხვადასხვა მუსიკალური გამოცემების მიერ წარუმატებლად იქნა შეფასებული. გარეკანი ზოგ შემთხვევაში მართლაც უცნაური და სასაცილოა.
#1
დიკ ბლეიქი შოტლანდიელი აკორდეონისტი იყო, კელტურ ხალხურ მოტივებზე მსუბუქ, საცეკვაო მუსიკას ასრულებდა. რამდენიმე ალბომი გამოსცა, მათ შორის ერთ-ერთის გარეკანზე მისი პორტრეტი დაიბეჭდა. ამ ნუსხაში კი დისკის სახელწოდების – „A Taste of Dick Black“ გამო აღმოჩნდა, რადგან უხერხულ ასოციაციებს იწვევს.
#2
კანადური ინდი-პოპ ჯგუფი „The Awkward Stage“ 2006 წელს შეინ ნელკენმა დააარსა. როგორც თავად ამბობს, კრემატორიუმში მუშაობს, ხოლო მუსიკა მისი ჰობია. ამ ყველაფრის ფონზე ჯგუფის პირველი ალბომის გარეკანიც და სახელწოდებაც („Heaven Is for Easy Girls“) ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.
#3
ქალთა ტრიო “The Faith Tones”-ის ალბომის, „Jesus Use Me“ ფოტო ინტერნეტში დაახლოებით 20 წლის გამოჩნდა. დისკის სახელწოდებისა და გარეკანზე გამოსახული მომღერლების ვიზუალის გამო ბევრს ეს „ფეიკი“ ეგონა, დაუდგენელი ინტერნეტმომხმარებლის ფანტაზიის ნაყოფი და ფოტოშოპით შექმნილი ხუმრობა. ამ აზრის უტყუარობას ზურგს ის ფაქტიც უმაგრებდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში, ვერც ერთი საძიებო სისტემა ვერ პოულობდა ოფიციალურ ინფორმაციას ტრიოს რეალური არსებობის შესახებ და შესაბამისად, არც სიმღერები იყო ხელმისაწვდომი. „ჩემს ბიძას ჰქონდა“, „ჩემი ბაბუის არქივიდან მახსოვს“ – ინტერნეტ მომხმარებლები მხოლოდ მსგავსი შინაარსის პოსტებს ავრცელდებდნენ. 2013 წელს კი ვინმე
Jonathan Wheat-მა ვიდეოჰოსტინგ youtube-ზე ატვირთა ტრიოს სამი ჩანაწერი, მათ შორის გარეკანზე მითითებული სიმღერაც – „Jesus Use Me“, რამაც წერტილი დაუსვა წლების განმავლობაში არსებულ ეჭვებს. “The Faith Tones” არცთუ ურიგო მომღერლებისგან შემდგარი გიოსპელ ტრიო გამოდგა.
ალბომის წარუმატებელი გარეკანების სიაში მუსიკის კრიტიკოსები ხშირად ასახელებენ ცნობილი გერმანული ჰევი-მეტალ ჯგუფის, „Accept“-ის 1983 წლის ალბომს „Balls to the Wall“. მიზეზი კი ის უხერხული ინტერპრეტაციებია, რომლის საშუალებასაც ალბომის სახელწოდება და გარეკანზე გამოსახული ფოტო იძლევა.
მუსიკის ზოგიერთი მიმომხილველი ჩანაფიქრს ბანალურად ხსნის. მათი თქმით, ბენდის წევრები კრიკეტის მოყვარულები არიან და ალბომის სახელწოდებაში გამოყენებული „Balls“ და ფოტოზე გამოსახული ნივთიც სხვა არაფერია, თუ არა კრიკეტის ბურთი.
მეორე ვერსიით, ალბომის სახელწოდება და სიმღერის ფრაზა – „You’ll get your balls to the wall, man“, არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით და სათესლე ჯირკვლები კედელს არ უნდა მივანარცხოთ. ტერმინი „Balls to the Wall“ სამხედრო მფრინავების ჟარგონული ლექსიკიდანაა, რაც „მაქსიმალურ სიჩქარეზე ფრენას“, „რისკზე წასვლასა და აჩქარებას“ ნიშნავს, თანამედროვეობაში კი გამოიყენება – „მთელი ძალ-ღონით, მთელი ძალით“ მნიშვნელობით. ამასვე ადასტურებს თავად ჯგუფის ლიდერის, ვოლფ ჰოფმანის კომენტარიც, რომლის განმარტებითაც, სიმღერა „Balls to the Wall“ მსოფლიოში გამეფებულ უსამართლობაზე, ადამიანების ჩაგვრასა და ტირანებთან ბრძოლაზეა.
#4
ალბომების უცნაური სახელწოდებებისა და გარეკანის კიდევ რამდენიმე მაგალითი:
#5
#6
#7
#8
#9
#10
#11
#12
#12
#13
#14
#15