fbpx

20 სექტემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

რისი ნახვა შეგიძლიათ დღეს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე:

Image result for ბათუმის კინოფესტივალის კინოსეანსების

კინოსეანსების განრიგი – კინოთეატრი “აპოლო” (მ. აბაშიძის 17)

20 სექტემბერი

12.00 – “ბათუმის ერთი დღე”, საქართველო, 2018; 41 წთ. / “ნიკო მარის კვალდაკვალ”, ვასო ჩავლეიშვილი, საქართველო, 2018; 32 წთ. / “დევნილობის ცხრა წელი”, თორნიკე კოპლატაძე, საქართველო, 2018; 23 წთ.

14.00 – “ჰამლეტი”, გიორგი მეგრელიშვილი, საქართველო, 2018; 80 წთ.

16.00 – “სიმონ პეტლიურას საიდუმლო დღიური”, ოლეს იანჩუკი, უკრაინა, 2018; 122 წთ.

18.30 – “რეზო”, ლეო გაბრიაძე, რუსეთი, 2017; 63 წთ.

20.00 – MC – “ცივი ომი“, პაველ პავლიკოვსკი, პოლონეთი/საფრანგეთი/დიდი ბრიტანეთი, 2018; 88 წთ.

22.00 – MC – “სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა“, ლარს ფონ ტრიერი, დანია/შვედეთი/საფრანგეთი/ გერმანია, 2018; 155 წთ.

კინოსეანსების განრიგი – ღია კინოჩვენებები (ერას მოედანი)

20 სექტემბერი

20.30 – “მოუსმინე სიჩუმეს”, მარიამ ჭაჭია, საქართველო, 2016; 80 წთ.

22.00 – “დიდუბე, ბოლო გაჩერება”, შორენა თევზაძე, საქართველო/შვეიცარია; 2017, 64 წთ.

კინოსეანსების განრიგი – სასტუმრო “WYNDHAM“ ბათუმი

20 სექტემბერი

17.30 – SC1 – 125 წთ. – “შენ ხარ ფრენბურთი?!” მოჰამედ ბაკში, ირანი, 2017, 15 წთ.; “უმბრა”, სააედ ჯაფარიანი, ირანი, 2018, 15 წთ.; “დია”, ჰამზა ბანგაში, პაკისტანი/დიდი ბრიტანეთი, 2018, 24 წთ.; “ცივი ზაფხულის ღამე”, იაშ სავანტი, ინდოეთი, 2018, 21 წთ.; “ნაფეხური”, ჰაიდარ დემირტასი, თურქეთი, 2018, 20 წთ.; “ზურგჩანთა”, მიხალის მათიუდაკისი, საბერძნეთი, 2018, 14 წთ.; “ბედნიერი მგზავრობა”, სინისა გალიკი, სერბეთი, 2017, 16 წთ.

შენიშვნა: DC – დოკუმენტური ფილმების სექცია; FC – მხატვრული ფილმების სექცია; MC – დიდოსტატთა კოლექცია; SC – მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია.

 

საქართველოში პირველი ეთნოსოფლის მოწყობა აჭარაში იგეგმება

მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის მოწყობის მიზანი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების შენარჩუნება და ტურისტებისთვის მიმზიდველი დანიშნულების ადგილის შექმნაა.

 

ფოტო: http://batumelebi.netgazeti.ge/

 

მარველის სუპერგმირებზე სერიალს გადაიღებენ

The as yet unnamed service is due to launch late next year.

პირველ ეტაპზე იგეგმება ლოკისა და სკარლეტის პერსონაჟებზე რამდენიმე ეპიზოდიანი შოუს გადაღება. წინასწარი ინფორმაციით, თითოეულ სერიალში ექვსი ეპიზოდი იქნება.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

ნეტფლიქსი 2019 წელს პოპულარული ანიმაციის, “ავატარი: ლეგენდა აანგზე” მიხედვით სერიალს გადაიღებს

სერიალზე იმუშვებენ ანიმაციის შემქმნელები მაიკლ დიმარტინო და ბრაიან კონიეცკო. ნეტფლიქსი სულ მალე კასტინგს გამოაცხადებს და მსახიობების მოძებნას დაიწყებს.

წყარო: https://mashable.com/article/

 

ემილია კლარკი და ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული რომანტიკული კომედიის, Crazy Rich Asians-ის მსახიობი ჰენრი გოლდინგი მთავარ როლებს შეასრულებენ საშობაო ფილმში Last Christmas

სცენარს ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი და სცენარისტი ემა ტომფსონი დაწერს.

წყარო: http://www.denofgeek.com/

 

ცნობილია ვინ იმოგზაურებს პირველად SpaceX-ის ახალი რაკეტით მთვარის გარშემო

ილონ მასკი მთვარის გარშემო სამოგზაუროდ იაპონელი მილიარდერის, იუსაკუ მაეზავას გაშვებას გეგმავს. მაეზავა სავარაუდოდ პირველი მგზავრი გახდება, რომელიც SpaceX-ის რაკეტით მთვარეს შემოუფრენს. მოგზაურობა SpaceX-ის ახალი რაკეტით შესრულდება. გაფრენა 2023 წლისთვის იგეგმება. 

წყარო: https://www.theguardian.com/

 

პოლონელი მსახიობები მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლებს გამართავენ

ქალაქ ლოძის საბავშვო თეატრი „პინოქიო“ თბილისელი მაყურებლის წინაშე 20-27 სექტემბერის ჩათვლით საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება. სპექტაკლების გარდა, 23-27 სექტემბერს თეატრალური სფეროს წარმომადგენლებისთვის რამდენიმე ვორქშოპი ჩატარდება, რომლებსაც „პინოქიოს“ სამხატვრო ხელმძღვანელი კონრად დვოროკოვსკი, დასის მსახიობები და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი გაუძღვებიან. ვორქშოფის თემებია: განსხვავებული თეატრალური ფორმები და მსახიობის იმპროვიზაცია; აგრეთვე, გაიმართება მუსიკალური ვორქშოპი.

 

ფოტო: https://cdn.1tv.ge/

 

22 სექტემბერს, 17:00 საათზე მწერალთა სახლი გიწვევთ თემურ ბაბლუანთან შესახვედრად

No automatic alt text available.

საღამოს მოდერატორია დათო ტურაშვილი.  ცნობილი რეჟისორის სადებიუტო წიგნი “მზე, მთვარე და პურის ყანა. მანუშაკა მელოდება”  ბოლო დროს გამოცემული ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქართული რომანია, რომელსაც გატაცებით კითხულობენ სხვადასხვა ასაკისა და ლიტერატურული გემოვნების მკითხველები.

წყარო: https://www.facebook.com/

 

მუსიკისა და დრამის თეატრში მუსიკალური სპექტაკლის – Welcome To Georgia – The Musical-ის ახალი, მეორე სეზონი გაიხსნა

მიუზიკლის პრემიერა თებერვალში შედგა და პირველ სეზონზე 18 წარმოდგენა ჩატარდა. სპექტაკლებს 2000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო, მათგან უმეტესობა უცხოელი სტუმარია 60 სხვადასხვა ქვეყნიდან.

ახალ სეზონზე წარმოდგენების განრიგია:

სექტემბერი: 18, 25

ოქტომბერი: 2, 9, 16, 23, 31

ნოემბერი: 6, 13, 21, 27

დეკემბერი: 4, 11, 18 

Welcome To Georgia – The Musical – ინგლისურ ენაზე დადგმული მიუზიკლია, რომელიც მოგვითხრობს ამბავს საქართველოსა და ქართველების შესახებ. წარმოდგენა სპეციალურად ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის შეიქმნა და ის რეგულარულად ტარდება მუსიკისა და დრამის თეატრში.

წყარო: პრესრელიზი
ფოტო: http://kvira.ge/


რეკომენდებული სტატიები
19 სექტემბერი დილიდან 
Play Video

19 სექტემბერი დილიდან 

19 სექტემბერი დილიდან 
ლიტერატურულ პრემია “საბას” ახალი დიზაინის ჯილდოები აქვს, რომლებიც 12 ოქტომბერს ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში 10 ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცემათ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.