fbpx

4 ოქტომბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ანიტა რაჭველიშვილი თბილისში კონცერტს გამართავს

Image may contain: 1 person, text

25 ოქტომბერს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსის, ვატო მაღრაძის დასახმარებლად თბილისის საკონცერტო დარბაზში გალა-კონცერტი გაიმართება. კონცერტის მთავარი გმირი მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი იქნება. ორიგინალური ვერსიების ავტორი და დირიჟორია ნიკოლოზ რაჭველი.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ლიტერატურული კონკურსის – საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე  გამარჯვებულები გამოვლინდნენ

Image may contain: one or more people

პირველი ადგილის მფლობელი დავით გორგილაძე გახდა მოთხრობით – “სცენას ჩამოსასვლელი არ აქვს”, მეორე ადგილი ერგო ნინო ქადაგიძეს, მესამე კი დიანა ანფიმიადს. კონკურსში მონაწილე 72 მწერლიდან ცნობილია საუკეთესო ათეული. სამი კონკურსის ფარგლებში კი 30 საუკეთესო მოთხრობა შეირჩა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

12 ოქტომბერს ზურაბ ჟვანიას ფონდი  2018 წლის წინანდლის პრემიის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს გამართავს

No automatic alt text available.

12 ოქტომბერს გამოვლინდებიან 2018 წლის წინანდლის პრემიის ლაურეატები შემდეგ ნომინაციაში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა (პროზა), მხატვრული ლიტერატურა (პოეზია), მუსიკა, სახვითი ხელოვნება, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები. წინანდლის პრემიის ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, პრიზით და ფულადი პრემიით 4000 ლარის ოდენობით.

წყარო: https://www.facebook.com/

 

რეჟისორმა ადამ მაკეიმ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის შესახებ ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარ როლებს სტივ კარელი, ემი ადამსი და კრისტიან ბეილი ასრულებენ.

წყარო: https://www.youtube.com/

 

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის – ზაზა ხალვაშის “ნამე“ კინოთეატრებში ბრუნდება

Image may contain: one or more people, people standing and text

მაყურებელთა თხოვნით, „ნამეს“ ჩვენებები კინოთეატრ „ამირანში“ ერთი კვირის განმავლობაში, 4-10 ოქტომბერს, 19:30 საათზე გაიმართება. 4 ოქტომბერს „ნამეს“ პირველ ჩვენებას ფილმის გადამღები ჯგუფი დაესწრება. მაყურებელს კი შესაძლებლობა ექნება კითხვები დაუსვას ფილმის ავტორებს. დისკუსიას კინომცოდნე თეო ხატიაშვილი გაუძღვება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით 5 ოქტომბერს, 19 საათზე ვაკის მედიათეკაში იგეგმება თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური და ისტორიული პარკის მკვლევარის, არქიტექტორ ლევან კალანდარიშვილის ლექცია „ვაკის პარკის ისტორია“

Image may contain: text

ლექციის მსვლელობისას წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული არქივის მიერ მოწოდებული ფოტომასალა. იგივე მასალა გამოიფინება მედიათეკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ლექციის საპატიო სტუმარია მწერალი გელა ჩარკვიანი, რომელიც მსმენელს საკუთარ მოგონებებსაც გაუზიარებს.

ლექციაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაიგონ როგორ შენდებოდა, იცვლებოდა და იზრდებოდა ვაკის პარკი, ადგილი, სადაც უამრავი თაობა აღიზარდა და რომელიც დღემდე ინარჩუნებს თბილისის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილის სტატუსს.

წყარო: https://www.facebook.com/events/304770470108552/

 

სოფო ტოროშელიძემ სიმღერაზე, Insomnia კლიპი გადაიღო.

წყარო: https://www.youtube.com/

 

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.