fbpx

ჯადოსნური კოლაჟის ხელოვნება დასაწყისიდან დღემდე


გააზიარე სტატია

 

კოლაჟი, როგორც სახვითი ხელოვნების სახეობა და ტექნიკა, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში გახდა პოპულარული. მის ფუძემდებლად ფრანგი მხატვარი-კუბისტი ჟორჟ ბრაკი ითვლება, რომელმაც 1912 წელს პირველმა გამოიყენა თვითგამოხატვის ორიგინალური ხერხი – მუყაოზე შეღებილი ქაღალდის ნაჭრები დააკრა, ვიზუალური ეფექტის გასაუმჯობესებლად კი საღებავს ქვიშა შეურია.

  • ჟორჟ ბრაკი. „ვიოლინო და ჩიბუხი“. 1912

ძალიან მალე ჟორჟ ბრაკის ნოვაცია სხვა მხატვრებმაც აიტაცეს. მაგალითად, პაბლო პიკასომ 1912 წელს შექმნა „ნატურმორტი გატეხილი სკამით“, მასალად კი ზეთში ამოვლებული ქსოვილები გამოიყენა.

 

  • პაბლო პიკასო. „ნატურმორტი გატეხილი სკამით“. 1912

დროთა განმავლობაში კოლაჟებში ისეთი მასალის გამოყენებაც დაიწყეს, როგორებიცაა: ტყავი, ხე, ქერქი, მეტალი და სხვა. გარდა ამისა, ამ ტექნიკამ ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა ჟანრებსა თუ მიმდინარეობებში შეაღწია. მაგალითად, ედუარდო პაოლოციმ, რომელიც ბრიტანული პოპ-არტის ფუძემდებლად ითვლება, პირველი ნამუშევრები გაზეთების სარეკლამო ფრაგმენტების მუყაოზე დაკვრით შექმნა.

 

  • ედუარდო პაოლოცი. „მდიდარი ადამიანის სათამაშო“. 1947

კოლაჟის ხელოვნება უფრო მეტად მრავალმხრივი გასული საუკუნის შუახანებში გახდა. ამერიკელმა აბსტრაქციონისტმა რობერტ რაუშენბერგმა 1956-1962 წლებში მთელი სერია შექმნა, სახელწოდებით „კომბინაციები“. მან კოლაჟის ტრადიციული ჩარჩოები დაარღვია და საკუთარ კომპოზიციებში ბოთლის ნატეხების, საათებისა და რადიომიმღების ნაწილების, ტანსაცმლის ელემენტების, ფოტონეგატივების, სადენებისა და გაზეთების გამოყენება დაიწყო.

 

  • რობერტ რაუშენბერგი. „კომბინაციები“. 1956-1962

ინგლისელი მხატვრის, რიჩარდ ჰამილტონის 1956 წლის კოლაჟი „რა ხდის ჩვენს სახლებს ასეთ განსაკუთრებულს და მიმზიდველს?“ – პოპ-არტის მიმდინარეობის ერთ-ერთ პირველ მნიშვნელოვან ნამუშევრად ითვლება. ის მეტწილად ამერიკული სარეკლამო ჟურნალების ფოტოებისგან შედგება.

 

წარმოგიდგენთ კოლაჟის ჟანრში მომუშავე თანამედროვეობის რამდენიმე ცნობილ არტისტს.

 

 

  • ემონ ტუფანიანი მოდის ინდუსტრიაში მუშაობს და კოლაჟურ გამოსახულებებს ისეთი გამოცემებისთვის ქმნის, როგორებიცაა:  A Mag Curated By, Sleek Magazine, Oyster Magazine, Dazed, and Vogue Italia.

 

 

 

  • ამერიკელი ჯესი კრეიგი პორტრეტისტი ფოტოგრაფია, თუმცა კოლაჟის მიმართულებითაც მუშაობს.

 

 

  • ამერიკელი ბრი ლამკინიც ფოტოგრაფია. თუმცა, ის ბოლო 10 წელია, საკუთარ საქმიანობაში კოლაჟის ტექნიკას იყენებს. არტისტი ვინტაჟური და რეტრო გამოსახულებებით მანიპულირებს.

 

  • მეთიუ გრაიმსი კერამიკული მასალითა და შერეული ტექნიკით სარგებლობს.

 

  • კანადელი რენე მეთიუსის ნამუშევრები:

 

  • ამერიკელი ბენ გილსი ასევე კოლაჟის ტექნიკით მუშაობს და ისეთ გამოცემებთან თანამშრომლობს, როგორიცაა The Wall Street Journal და Vice.


რეკომენდებული სტატიები
Piro$money: Facebook-სა და Instargam-ზე საინტერესო არტისტი გამოჩნდა

Piro$money: Facebook-სა და Instargam-ზე საინტერესო არტისტი გამოჩნდა

Piro$money: Facebook-სა და Instargam-ზე საინტერესო არტისტი გამოჩნდა
მოჩუხჩუხე მდინარეები კორპუსებს შორის, აყვავებული საბჭოთა ნაგებობები, ფლამინგოები მიტოვებულ შენობებთან და ზვიგენები გმირთა მოედანზე - ეს მცირე ნაწილია იმისა, რასაც Piro$money-ს გვერდებზე ნახავთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.