7 ნოემბერი დილიდან
ნიუ-იორკში ქართველი მხატვრის, რია კაჭარავას გამოფენა – “ნათება” გაიხსნა
ეს ახალგაზრდა არტისტის პირველი პერსონალური ექსპოზიციაა, რომელიც 14 ნამუშევარს აერთიანებს. სერიის თემა რიტუალური ნიღბებია. რიტუალურ ნიღბებს მხატვარი რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა, რამაც საბოლოოდ ფერწერული ტილოების შექმნამდე მიიყვანა.
ზეთის საღებავების გარდა, რია იყენებს კანაფის ძაფს, რომლითაც სხვადასხვა ბიბლიური ციტატაა ნახატებზე ამოქარგული. რამდენიმესგან გამოსჭვივის ქართული ფრაზებიც, რომელთაგან გამორჩეულია სიტყვა “ნათება”. ავტორი ამბობს, რომ ამ სიტყვას მისთვის საკრალური მნიშვნელობა აქვს, ხოლო ის ფრაზები, რაც ნახატებზე დაიტანა, გონებაში ბავშვობიდან ჩაებეჭდა და მისი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე იქონია გავლენა.
რიას ნაივური და იდუმალი ნამუშევრების ნახვას ნიუ-იორკში 15 ნოემბრამდე შეძლებთ.
ჟურნალმა People-მა წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად მსახიობი იდრის ელბა დაასახელა
წყარო: https://people.com/
არეტა ფრანკლინის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართება
ფილმი 46 წლის წინ, 1972 წელს რეჟისორმა სიდნი პოლაკმა გადაიღო და მრავალი წლის განმავლობაში მისი დაუმონტაჟებელი ვერსია თაროზე იყო შემოდებული. 2017 წელს ფილმზე მუშაობა დასრულდა და პრემიერა 2018 წლის 12 ნოემბერს შედგება.
წყარო: https://www.bbc.com/
ტყიბულში მსოფლიო ბრენდების ქურთუკები შეიკერება
ტყიბულში ქურთუკების ფაბრიკა გაიხსნება. პროექტის პირველი ეტაპის საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარია. „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, საწარმოში შეკერილი პროდუქცია ადგილობრივ და საერთაშორისო, მათ შორის ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება.
წყარო: https://www.marketer.ge/
გაეროს ინფორმაციით, ოზონის შრემ, რომელიც 1970-იანი წლებიდან სისქეში თანდათანობით კლებულობდა, ნელ-ნელა აღდგენა დაიწყო
ოზონის შრის გათხელების მთავარი მიზეზი ატმოსფეროში გამოყოფილი სხვადასხვა მავნე გაზები იყო, რომელთა გამოყენებაც უკვე დიდი ხანია აიკრძალა. აკრძალვის შედეგად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებული ოზონის გათხელებული შრე 2030 წლამდე სრულად აღდგება, ხოლო ანტარქტიკის თავზე არსებული ოზონის ხვრელი კი 2060 წლისთვის გაქრება.
წყარო: https://www.nbcnews.com/
გალერეა Project ArtBeat წარმოგიდგენთ ბესო უზნაძის დიდი ფორმატის აბსტრაქტული ნამუშევრების პირველ გამოფენას
ბესო უზნაძის არტისტული გზა პორტრეტული ფოტოგრაფიით იწყება. ამ ფოტოებით ავტორი ადამიანებს გვაცნობს და თვალსაჩინოს ხდის იმას, რაც ზედაპირზე არ ჩანს – შინაგან კავშირს არტისტსა და მის მოდელებს შორის, რომელიც შექმნის პროცესში იბადება. 2016 წელს ბესო უზნაძემ მისთვის სრულიად ახალ მედიუმს მიმართა. მისი ბოლო ნამუშევრები, რომლებიც გალერეაშია გამოფენილი, დიდი ზომის ნახატებია. ტილოზე გადატანილია არტისტის წარსული გამოცდილება – სპონტანური, სწრაფი და მსუბუქი აბსტრაქციები. ისევე, როგორც მისი ფოტოგრაფია, ბესო უზნაძის აბსტრაქტული ტილოები ხილულს ხდის უჩინარ კავშირს ნამუშევრებსა და მათ შემქმნელს შორის. ერთი სიტყვით, ფოტოგრაფიასა თუ მხატვრობაში არტისტი ყველაფრისგან თავისუფლდება და საკუთარ შემოქმედებაში იკარგება.
წყარო: https://www.facebook.com/
20 ნოემბერს გაიმართება ანა კორძაია-სამადაშვილის ლექცია
“ლიტოდისეა“ საქართველოს რეგიონებში გერმანული ლიტერატურის შესახებ საჯარო ლექციების ციკლს იწყებს. გერმანელი ავტორებისა და გერმანულენოვანი ლიტერატურის შესახებ მწერალი და მთარგმნელი ანა კორძაია-სამადაშვილი ისაუბრებს.
20 ნოემბერს, 17:00 საათზე ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ანა კორძაია-სამადაშვილის საუბრის თემა იქნება – „მაქს ფრიში: გამოგონილი ამბავი, რომელიც საკუთარი ცხოვრება გვგონია”.
წყარო: https://www.facebook.com/