fbpx

ფრედი მერკურის პლასტიკას რამი მალიკი ზუსტად იმეორებს – ვიდეო


გააზიარე სტატია

 

Image result

 

ფრედი მერკურის როლის შემსრულებელმა  რამი მალეკმა ბიოგრაფიულ ფილმში – Bohemian Raphsody ფილმისთვის მზადების პერიოდში გულდასმით შეისწავლა ფრედი მერკურის სასცენო მანერები.

ტვიტერში გაზიარებული ვიდეო გვიჩვენებს, თუ რამდენად ზუსტად აითვისა მსახიობმა მერკურის მოძრაობები  Queen-ის 1985 წლის კონცერტიდან, რომელიც ჯგუფის ერთ-ერთ საუკეთესო სასცენო გამოსვლად ითვლება.

ვიდეო შეიცავს როგორც ბიოგრაფიული ფილმის, ასევე Queen-ის რეალური კონცერტის კადრებს უემბლის სტადიონიდან. ერთმანეთის გვერდიგვერდ გაშვებული გამოსახულებები სინქრონულად იმეორებს მერკურის ცნობილ მოძრაობებს, მათ შორის სოლისტის ჰაერში შემართულ მუშტსაც Bohemian Rhapsody-ს სიმღერის ბოლოში, რომლის სახელსაც ფილმი ატარებს.

 

 

მალეკმა განაცხადა, რომ ის ქორეოგრაფთან იმიტომ  თანამშრომლობდა, რომ კარგად შეესწავლა მერკურის პლასტიკა. ამ კვლევის დროს რეჟისორმა ნახა არა მხოლოდ ფრედი მერკურის ვიდეომასალა, არამედ მათიც, ვინც ქუინის ფრონტმენის ინსპირაცია იყო – დევიდ ბოუის, ჯიმი ჰენდრიქსის, არეტა ფრანკლინის და ლაიზა მინელის.

“ზოგჯერ უფრო სასარგებლო იყო ლაიზას ცქერა, ვიდრე თვითონ ფრედის, – განაცხადა მალეკმა, – აქ მე მოძრაობების საწყისებსა და ინსპირაციის წყაროს ვპოულობდი”.

ამბობენ, რომ Bohemian Rhapsody-ს ოსკარის შანსიც აქვს, თუმცა ოფიციალურად ნომინაციები ჯერ კიდევ არ დასახელებულა.

ფილმს, რომელსაც,ბევრი ნეგატიური რევიუს მიუხედავად, ფინანსური წარმატება ხვდა წილად,  კრიტიკული შეფასებები მოჰყვა მერკურის სექსუალობასა და შიდსთან დაკავშირებული თემების შელამაზების გამო.

ჯიმი ფელონის შოუში მალეკმა განაცხადა, რომ Live Aid-ის ცნობილი სცენები გადაღებების პირველივე დღეს ჩაწერეს. “ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ეს ნაწილი პირველ რიგში იმიტომ ჩავწერეთ, რომ სხვა სცენებით თუ დავიწყებდით, შესაძლოა მასალა არ მოსწონებოდათ და მთელი გადაღებების ციკლი დაეხურათ ფულის დაზოგვის მიზნით,  – როცა მეორე დღის გადაღების განრიგი მივიღე, ეს ჩემთვის ოსკარის მოგების ტოლფასი იყო”, – განაცხადა მსახიობმა

 

ორიგინალი: https://independent.co.uk


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.