fbpx

კინოპროფილი: ვაჟიკო ჩაჩხიანი


გააზიარე სტატია

Image may contain: 1 person, beard

ვაჟიკო ჩაჩხიანი დაიბადა თბილისში,  მოღვაწეობს ბერლინსა და თბილისში. ის თავდაპირველად სწავლობდა მათემატიკასა და ინფორმატიკას თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხოლო შემდგომ სასწავლებლად გადავიდა ხელოვნების მიმართულებით ბერლინში, ხელოვნების უნივერსიტეტში (Universität der Künste (UdK)), სადაც დაასრულა პროფესორ გრეგორ შნეიდერის კლასი.

ჰქონდა სოლო გამოფენა Gegenwartskunst მუზეუმში, სიგენი, გერმანია (2014). მისი პერფორმანსი „ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომებს შორის“, წარმოდგენილი იყო ვენეციის 57-ე ბიენალეზე, იტალიაში 2017 წელს. ასევე ჰქონდა გამოფენა Moment in and out of time, SCAI The Bathhouse გალერეაში, ტოკიო, იაპონია (2018).  

ამ დროისთვის, ვაჟიკო ჩაჩხიანს 11 ფილმი აქვს გადაღებული. ფილმებზე მუშაობა მან 2005 წლიდან დაიწყო და ძირითადად მოკლემეტრაჟიან ნამუშევრებს მოიცავს. თბილისის კინოფესტივალზე ვაჟიკო ჩაჩხიანი წარმოდგენილ იქნება ორი ფილმით – „ზამთარი, რომელიც იქ არ იყო“ (2017) და „ბამბის ნაყინი“ (2018), რომლის ნახვის საშუალებაც მაყურებელს 7 დეკემბერს, 14:00 საათზე,  კინოთეატრ “ამირანში” ექნება.

 


რეკომენდებული სტატიები
კინოპროფილი: ელენე ნავერიანი

კინოპროფილი: ელენე ნავერიანი

კინოპროფილი: ელენე ნავერიანი
თბილისის კინოფესტივალზე ელენე ნავერიანისა და თომას რეიხლინის საერთო ნამუშევარს,  „ლანწკი პაპას მოპარულ ხარს” ვიხილავთ სექცია ქართული პანორამის ფარგლებში. ჩვენება 8 დეკემბერს, 12 საათზე, კინოს სახლში გაიმართება
კინოპროფილი: გიგიშა აბაშიძე

კინოპროფილი: გიგიშა აბაშიძე

კინოპროფილი: გიგიშა აბაშიძე
ფილმ „მეზობლების“ პრემიერა მონრეალის კინოფესტივალზე შედგა. თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე, 4 და 5 დეკემბერს, ის საერთაშორისო კონკურსისა და ქართული პანორამის ფარგლებში იქნება წარდგენილი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.