7 დეკემბერი დილიდან
KHIDI – თანამედროვე ხელოვნების სივრცე დღეს, 19:00 საათზე წარმოგიდგენთ მულტიდისციპლინურ საგამოფენო პროექტს “მდგომარეობებს შორის”
გამოფენა ადგილობრივ კონტექსტში გარკვევის ამოცანას ისახავს მიზნად. ის ცდილობს, უპასუხოს კითხვებს იმის შესახებ, თუ რა არის ის მდგომარეობები, რომლებშიც ვარსებობთ, ან როგორი იქნება ის მდგომარეობები, რომლებშიც ყოველდღიურობა მუდმივად იცვლება. რა არის, ან რა შეიძლება იყოს ახალი მედია ხელოვნება საქართველოში და რა ურთიერთმიმართებებს ავლენს ის მიმდინარე სოციო-პოლიტიკურ კონტექსტთან?
„მდგომარეობებს შორის“ 18 ნამუშევრებს აერთიანებს და ექსპერიმენტის ფორმატით იმ კულტურულ იმპულსებს ასახავს, რომლებიც პოლიტიკური ან სოციალური ძვრებით არის ნასაზრდოები. გამოფენა ახალი მედიებისა და ტრანსდისციპლინური პრაქტიკის კვლევის საშუალებით ცდილობს ჩაუღრმავდეს იმ სახელოვნებო ტენდენციებსა და დინებებს, რომელთა კონტექსტუალიზაცია საქართველოში ჯერ არ მომხდარა ან ყურადღების მიღმაა დარჩენილი. დროის უკანასკნელი იმპულსები, რეგრესული აქსელერაცია ან თუნდაც პროგრესული გენიტალია, გამოსავალი მეტა ტექსტია, რომელიც თავის შემოსაზღვრულობას ააშკარავებს და ადგილს (კულტურულ) კოდებსა და ნიშნებს უთმობს.
წყარო: https://www.facebook.com/
20 დეკემბერს Public(A) Talks წარმოგიდგენთ სალონურ საღამოს ოლეგ ტიმჩენკოს, ხათუნა ხაბულიანის და გიგი პიანომენის მონაწილეობით
ოლეგ ტიმჩენკო თანამედროვე ქართველი ხელოვანია. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს და ევროპის არაერთ კერძო კოლექციასა და გალერეაში. ტიმჩენკოს შემოქმედებაში ასახულია თანამედროვე თბილისის სული. ხელოვანი ძირითადად ზღაპრულ და აღმოსავლურ მოტივებზე ხატავს, ასევე ურბანისტულ პეიზაჟებსა და პოპ-არტის სტილის პოსტერებს.
სანამ ოლეგ ტიმჩენკო პუბლიკის სტუმრების თვალწინ დახატავს, თანამედროვე და ზოგად ხელოვნებაზე ისაუბრებს ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანი – არტ კრიტიკოსი და თანამედროვე ხელოვნების მკვლევარი. ის კითხულობს ლექციებს თანამედროვე ხელოვნების დარგში. ამავდროულად სტუმრები მოუსმენენ პიანისტსა და კომპოზიტორს – გიგი ვანდერს, იგივე გიგი პიანომენს.
წყარო: https://www.facebook.com/
15-16 დეკემბერს გაიმართება იაპონური კინოს ფესტივალი კინოთეატრ “ამირანში”.
წყარო: https://www.facebook.com/
2019 წლის ოქროს გლობუსის ნომინატები ცნობილია
საუკეთესო მხატვრული ფილმის (დრამა) ნომინაციაში ნომინირებულნი არიან – A Star Is Born, Black Panther, If Beale Street Could Talk, BlacKkKlansman და Bohemian Rhapsody. რაც შეეხებათ დრამატულ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელ ქალებს, წარდგენილნი არიან – ლედი გაგა, გლენ ქლოუზი, მელისა მაკარტი, ნიკოლ კიდმანი და როზამუნდ პაიკი. საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ოქროს გლობუსის მისაღებად იბრძოლებენ – ჯულია რობერტსი, კატრინა ბალფი, ელიზაბეტ მოსი, სანდრა ო და კერი რასელი.
ცერემონია 6 იანვარს გაიმართება.
წყარო: https://variety.com
ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიას მსახიობები – სანდრა ო და ენდი სამბერგი გაუძღვებიან.
ფოტო: https://cdn.cnn.com
რემბრანდტის ნახატი – “ახალგაზრდის თავის ეტიუდი” სოტბის აუქციონზე £30.2 მილიონად გაიყიდა
Tonight, London's #OldMasters Evening Sale was led by #Rembrandt's exceptional 'Study of the Head of a Young Man'. Dated to circa 1655, and bearing two remarkably preserved fingerprints, it achieved £9.5million in a sale totalling £30.2million #SothebysMasters pic.twitter.com/paF5Z5SmGb
— Sotheby's (@Sothebys) December 5, 2018
მცირე ზომის ჩანახატი 1655 წელს არის შექმნილი.
წყარო: https://twitter.com/
დღეს, 11:30 საათზე „თიბისი” ბანკის სათაო ოფისში ბრიტანელი რეჟისორი პიტერ გრინევეი გამართავს მასტერკლასს
პიტერ გრინევეი 1942 წლის 5 აპრილს ინგლისში დაიბადა. რეჟისორი, მწერალი, მხატვარი და კურატორია. დამთავრებული აქვს უოლთემსტოუს ხელოვნების კოლეჯი. 1964 წლიდან მოყოლებული, 11 წელი დოკუმენტური ფილმების მემონტაჟედ მუშაობდა. 1966 წელს დაიწყო ექსპერიმენტული მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების გადაღება. ის 18 მხატვრული, 15 დოკუმენტური, 7 სატელევიზიო ფილმის, 37 ინსტალაციისა და გამოფენის, 46 წიგნის ავტორი და თანაავტორია.
წყარო: https://www.facebook.com
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, წარმოგიდგენთ უშანგი ხუმარაშვილის საიუბილეო გამოფენას – „უშანგი ხუმა 70”
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის როგორც ადრეული, ისე უახლესი ნამუშევრები, მისი შემოქმედების ერთგვარი რეტროსპექტივა.
უშანგი ხუმარაშვილი 1948 წელს დაიბადა. სწავლობდა აპოლონ ქუთათელაძის თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის განხრით. მუშაობდა თელავის დრამატულ თეატრში. 1970-იანი წლებიდან მონაწილეობს გამოფენებში.
აღსანიშნავია, რომ მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა 1994 წელს სწორედ ეროვნულ გალერეაში შედგა, რის შემდგომაც მხატვრის გამოფენები რეგულარულად იმართება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
მხატვარი არაერთი საერთაშორისო პროექტის, ფესტივალისა და ბიენალეს მონაწილეა. მისი მხატვრული ტრადიციები კლასიკურ ავანგარდს წარმოადგენს. მძიმე საბჭოური მემკვიდრეობა და სოცრეალიზმი მხატვრის შემოქმედებას ჩაკეტილ სივრცეში ამყოფებდა. მხატვრობის ძირითადი ეტაპი 1970-80-იანი წლებიდან იწყება, რამაც უშანგი ხუმარაშვილი ექსპრესიულ აბსტრაქციონისტად ჩამოაყალიბა.
წყარო: https://www.facebook.com/