ნაცნობი უცნობი პარიზიდან – ვინ არის ჯონ ჰემონი?
ბოლო წლებში ბევრი პარიზელის თავში ერთი კითხვა ტრიალებს: ვინ არის ჯონ ჰემონი? ჯონ ჰემონს არავინ იცნობს, მაგრამ მისი სახე ყველასთვის ნაცნობია.
ჯონ ჰემონი არის საიდუმლო, ფაზლი, რომლის ამოხსნაც ყველას უნდა. ჯონი ფართო შუშიან სათვალეს, აბურძგნულ თმას ატარებს და სულელური ღიმილი აქვს. მას ცნობილი მონა ლიზას მზერა არ აქვს, თუმცა მისი მზერაც თავისებურად საიდუმლოთია მოცული, და ბოლო 18 წელია, პოსტერები მისი სახელით და პირადობის სურათით, რომელიც 19 წლისამ გადაიღო, მთელ პარიზშია გამოფენილი. ისეთ ადგილებშიც კი, სადაც არასდროს არაფრის პოსტერი გაუკრავთ – მაგალითად, ეიფელის კოშკზე, ან ტრიუმფალურ თაღზე, ან Palais de Tokyo-ს კედლებზე, სადაც ხშირად გამოფენის ანონსსაც კი არ აკრავენ. ჯონ ჰემონის პოსტერები 33 ქვეყნის 77 ქალაქშია გაკრული.
ჯონის ხელოვნება კონკრეტული აზრის გარშემო ბრუნავს, მას სჯერა, რომ ეს არის რეკლამა, რომელიც ხელოვანს ძალიან პოპულარულს ხდის, თუნდაც ხელოვნება დაბალი ხარისხის იყოს.
თანამედროვე ხელოვნებაში, განსაკუთრებით – პარიზში, ყველამ იცის რა რთულია წარმატების მიღწევა, რადგან კონკურენცია უზარმაზარია. ჯონ ჰემონის სულელური ღიმილის უკან კი ალბათ თავდაჯერებაც იკითხება, რადგან მან მოახერხა პარიზში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქში, ყველაზე ცნობილი პორტრეტის ავტორი გამხდარიყო.
გაჰყევით ჯონს ინსტაგრამზე