ეგონ შილეს 100 წლის იუბილეს ნიუ-იორკის მუზეუმმა ინოვაციური კატალოგი მიუძღვნა
ეგონ შილეს ნამუშევრების სრული ონლაინ-კატალოგი
ავსტრიელი მხატვარი ეგონ შილე 1918 წელს, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, მან უზარმაზარი შრომა გასწია და თაობებს 400 ნახატი, 3000-მე აკვარელით შესრულებული ჩანახატი, ეტიუდების 21 ალბომი, 17 გრაფიკული ნამუშევარი და 4 ქანდაკება დაუტოვა.
-
ეგონ შილე
მხატვრის გარდაცვალებიდან 100 წლისთავზე ნიუ-იორკის სენტ-ეტიენის მუზეუმმა, სადაც 1941 წელს ავსტრიელის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა, შილეს ყველა ნამუშევარს მოუყარა თავი და ნაცვლად საიუბილეო ბეჭდური გამოცემისა, სრული კატალოგი დაწესებულების ინტერნეტ-ქსელში ატვირთა.
პროექტის ავტორების თქმით, თანამედროვე სამყაროში შილეს შემოქმედებისადმი ინტერესი საკმაოდ მზარდია, თუმცა მის ხელწერაზე გუსტავ კლიმტის გავლენის გამო ამ ორი მხატვრის ნამუშევრებს ერთმანეთისგან ხშირად ვერ არჩევენ. ბაზარზეც გახშირდა შემთხვევები, როცა ამა თუ ნახატს ავსტრიელის საავტორო ნამუშევრად ასაღებენ და ყიდიან. შესაბამისად, ონლაინ კატალოგი ამომწურავ, კომპეტენტურ და სანდო ინფორმაციას იძლევა ორიგინალების შესახებ.
ეგონ შილეს ნამუშევრების ონლიან-კატალოგში ამჯერად 419 ნამუშევარია ატვირთული, მიმდინარე წლის ბოლომდე კი არქივი სრულად შეივსება. ციფრული გამოსახულებების გარდა, თითოეულ ფაილს ახლავს შესაბამისი ინფორმაცია კურატორებისთვის, მკვლევრებისა და ხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის.
-
Self Portrait With Chinese Lantern Fruits. 1912
-
The Embrace. 1917
-
Cardinal and Nun (Caress). 1912
-
Wally with a Red Blouse. 1913
-
Portrait of Valerie Neuzil. 1912
-
Windows. 1914
-
Edith Schiele. 1915
-
Reclining Woman. 1917
-
Lovers. 1914
-
Houses by the River the Old City. 1914
-
A Tree In Late Autumn. 1911
-
Houses With Laundry (Seeburg). 1914