fbpx

ექიმის აწყობილი მანქანა ადამიანებს სიკვდილში ეხმარება


გააზიარე სტატია

 

ნიდერლანდებში ევთანაზიის კანონი 2001 წელს დაიწერა, ხოლო ძალაში ის 2002 წელს შევიდა. 1996 წელს ფილიპ ნიტშკე პირველი ექიმი გახდა, ვინც თავის პაციენტს სასიკვდილო ინიექცია ლეგალურად შეუყვანა. ევთანაზიის გარშემო არსებულ საერთაშორისო დებატებში ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საკამათო მხარდამჭერია.

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ნიტშკეს, რომელსაც “დოქტორ სიკვდილი” შეარქვეს, “ევთანაზიის გურუ” ვუწოდებთ. მან დააფუძნა კომპანია Exit International, რომელიც ნებაყოფილობითი ევთანაზიის პოპულარიზაციას ეწევა. ნიტშკემ ასევე დაწერა თვითმკვლელობის გზამკვლევი The Peaceful Pill.

თავდაპირველად, ის ევთანაზიას მხოლოდ სასიკვდილო ავადმყოფობის შემთხვევაში ემხრობოდა, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა: ახლა უკვე მას სწამს, რომ ევთანაზია სამედიცინო კონდიციებსა და კრიტერიუმებს კი არ უნდა ექვემდებარებოდეს, არამედ თითოეული ადამიანის თავისუფალ არჩევანს.

 

ბოლო წლებში მან დიდი დრო დაუთმო 3დ საბეჭდით შექმნილი თვითმკვლელობის მანქანის – “სარკოს” კონსტრუირებას, რომელიც ადამიანებს მშვიდად სიკვდილის საშუალებას აძლევს. მისი ამ ახალი გამოგონების წყალობით ნიტშკემ და მისმა იდეებმა კვლავ დიდი ყურადღება მიიპყრო.

ჩვენ გავესაუბრეთ ფილიპს ევთანაზიაზე, როგორც ადამიანის უფლებაზე, ასევე მისსავე სიკვდილზე და უკანასკნელ გამოგონება – “სარკოზე”.

 

მოდი, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ – რას ფიქრობთ თქვენს მეტსახელზე “დოქტორი სიკვდილი”?

ფილიპ ნიტშკე: როგორ გითხრათ, მე მას შევეგუე. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ რამე უფრო უკეთესი მეტსახელი მქონოდა, მაგრამ ალბათ მაშინ ჯობდა სხვა – უფრო სახალისო საქმიანობა წამომეწყო.

 

 

მართალია. საკმაოდ საკამათო ფიგურა ხართ. როგორ დაინტერესდით ამ კონკრეტული საკითხით?

ეს რეალურად პოლიტიკური საკითხია. როდესაც ვმუშაობდი ავსტრალიაში ევთანაზიის ლეგალიზაციაზე, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მხვდებოდა, ვისაც სურდა სიკვდილი, მაგრამ არ ჰქონდა შესაბამისი სამედიცინო მიზეზი. ერთ-ერთი მათგანი იყო ფრანგი ქალი, რომელსაც სურდა 80 წლის ასაკში სიკვდილი. არა იმიტომ, რომ ავად იყო, არამედ უბრალოდ იმიტომ რომ ეს იყო მშვენიერი ასაკია გარდაცვალებისთვის. როცა მე მის სურვილს სკეპტიკურად შევხვდი, მან მიპასუხა – და ეს სიმართლე ჩანდა  – მისი გამტყუნება ჩემი საქმე არ იყო. ამ ქალმა მითხრა, რომ ეს თავად გადაწყვიტა, რაც ექიმისა და პაციენტის ურთიერთობების მიღმაა. მისი წყალობით შემეცვალა აზრი და დავრწმუნდი, რომ სიკვდილი ყველა ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანის უფლებაა.

 

ეს საკმაოდ საკამათო მოსაზრება აღმოჩნდა. რა არის ყველაზე დიდი კონტრარგუმენტი, რომელიც თქვენი  მოსაზრების საწინააღმდეგოდ მოჰყავთ?

ყველაზე ხშირად მეუბნებიან, რომ არ არსებობს რაციონალური თვითმკვლელობა, და რომ სიკვდილის სურვილი, როგორც ასეთი, უკვე ფსიქიკურ ავადმყოფობაზე მიუთითებს. მე ამ მოსაზრებას არ ვაღიარებ. სიკვდილის სურვილს, როგორც ასეთს, მკურნალობა არ სჭირდება. მეორე კონტრარგუმენტია, რომ სიცოცხლე საჩუქარია, რისთვისაც მადლობელი უნდა იყო. ჩემი არგუმენტი კი ის არის, რომ თუ სიცოცხლე მართლაც საჩუქარია, შენ უფლება უნდა გქონდეს, რომ ამ საჩუქარზე უარი თქვა. სხვა შემთხვევაში ხომ ეს უფრო ტვირთია, ვიდრე საჩუქარი?

 

ინაწილებთ თუ არა პასუხისმგებლობას, როცა წვლილი შეგაქვს თვითმკვლელობაში?

არ ვთვლი, რომ ეს შეფასება სამართლიანია. მე მჯერა, რომ სიკვდილის არჩევანი უფლებაა. ახლა რომ მითხრა,  გარეთ გახვალ თავის მოსაკლავად, უნდა გაგაჩერო თუ არა? მე ვფიქრობ, რომ არა. ვფიქრობ, რომ შენ, როგორც ავტონომიურმა ერთეულმა, შეგიძლია ამ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. ეს სიხარულს არ მანიჭებს, მაგრამ ეს შენი გადაწყვეტილებაა. ამ შემთხვევაში, მე მხოლოდ მშვიდად სიკვდილის საშუალებას გაძლევ.

 

მაგრამ არ ფიქრობ, რომ თვითმკვლელობას აადვილებთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, მაგალითად, ფსიქოთერაპიისთვის მიემართა?

ეს არავინ იცის. ხომ არ გაზრდიდა ეს იმ ადამიანების რიცხვს, ვინც სიკვდილისთვის მატარებელს უვარდება? ან ვინც თავს ჩამოიხრჩობს? ის, ვისაც ნამდვილად სურს სიკვდილი, სხვა შემთხვევაში უფრო ძალადობრივი სიკვდილის მეთოდს აირჩევს. ადამიანებმა არ იციან ალტერნატივების შესახებ, მათ იციან, როგორ მუშაობს ეს მეთოდი და თოკი კი ყოველთვის ხელმისაწვდომია – რაც არ ამცირებს ამ მეთოდით სიკვდილის საშინელებას. მე უბრალოდ ვამბობ იმას, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს მშვიდად სიკვდილის საშუალება – წამლის ან “სარკოს” დახმარებით.

სავარაუდოდ, იქნებიან ადამიანები, ვინც “სარკოსა” და კონკრეტულ წამლებს არადანიშნულებისამებრ გამოიყენებენ, მაგრამ ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც  ამით სარგებელს ნახავენ. ეს გარკვეული დაზღვევა იქნება, მაგალითად, ასაკოვანი ადამიანებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ძალიან ავად გახდებიან. იმის ცოდნა, რომ მათ შეეძლებათ მშვიდად სიკვდილი, მათი ბედნიერების შეგრძნებას გაზრდის. მათ ეცოდინებათ, რომ არ დასჭირდებათ სასოწარკვეთილი ნაბიჯების გადადგმა, როგორც მატარებლის ქვეშ ჩახტომა ან ეტლით ოკეანეში გადავარდნაა.

 

 

თქვენ გწამთ, რომ სიკვდილი ადამიანის უფლებაა. მაშინ რატომაა 50 წელი “მშვიდი ტაბლეტის” მიღების მინიმალური ასაკოვანი ზღვარი?

ამ ასაკოვან ზღვარზე დიდი დისკუსია მიმდინარეობს. ჩემი პირადი მოსაზრებით, ამ გადაწყვეტილების მისაღებად ადამიანი ზრდასრული და ფსიქიკურად ჯანსაღი უნდა იყოს. თუმცა ამერიკაში ამ მოსაზრებამ 2011 წელს დიდი კრიტიკა გამოიწვია.  მე ახალგაზრდა ადამიანების თვითმკვლელობების ფონზე ბედნიერებაში დამადანაშაულეს. ამის გამო დავამატეთ საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილების პირობა, რომლის ზღვარიც 50 წელთან გაივლო. ეს იყო ერთადერთი გზა იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ არ შეგვაქვს წვლილი ახალგაზრდების თვითმკვლელობებში, თუმცა ეს ჩემს ფილოსოფიურ მოსაზრებას არ ცვლის.

 

“სარკო” აქრობს ევთანაზიის პირველად ეტაპებს და ექიმს, როგორც მაკონტროლებელ პირს. ეს ყველაფერი ხომ იმისთვისაა საჭირო, რომ უზუსტობები გამოირიცხოს? ეს ხომ იგივეა, რომ მე შემეძლოს აფთიაქში შესვლა და ნებისმიერი წამლის ჩემს ნებაზე შეძენა.

თქვენ სამედიცინო სფეროში ხართ გაჭედილი. ჩემი აზრით, “სარკოს” რაც შეეხება, ექიმი აქ აუცილებელი არ არის. თუმცა, მაინც არსებობს გარკვეული პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს – მაგალითად, აუცილებელია, რომ იყოთ ფსიქიკურად ჯანმრთელი. ამას კი ონლაინ კითხვარი განსაზღვრავს. მომავალში, ხელოვნური ინტელექტი  შეძლებს ამ საკითხის ექიმთან შედარებით უფრო სწრაფად და ზუსტად დადგენას.

 

თქვენ ემხრობით დეპრესიული ადამიანების მიერ “სარკოს” გამოყენებას. შეუძლია კი ასეთ ხალხს ამ გადაწყვეტილების მიღება?

დეპრესიული ადამიანებიც  ვალდებულები იქნებიან გაიარონ ფსიქიკური სიჯანსაღის ტესტი. ბევრი დეპრესიაში მყოფი  ინარჩუნებს საღ ფსიქიკას და აცნობიერებს, რომ სიკვდილი შეუქცევადია. “სარკოს” შემთხვევაში, დეპრესია არ არის გამომრიცხავი ფაქტორი. მაგრამ თუ ისეთი დეპრესია გჭირთ, რომ უკვე ვეღარ აკონტროლებთ საკუთარ ქცევას, თქვენ ტესტსაც ვერ გაივლით, და “სარკოსთან” შეხებაც არ გექნებათ. ეს შეიძლება მივიჩნიოთ ერთგვარ “ნაცრისფერ” ადგილად, მაგრამ ეს არ ჩამოუვარდება იმ ტესტებს, რომლებსაც დღესდღეობით სხვა ფსიქოლოგები იყენებენ.

 

 

შეგიძლიათ აგვიხსნათ,  როგორ მუშაობს “სარკო”?

კუბოს (“სარკოს”) ამობეჭდვა 3დ პრინტერზე შეიძლება და ის თხევად აზოტს იყენებს, რომელიც ლეგალურად იყიდება. იმის შემდეგ, როცა  მანქანაში თქვენს ადგილას მოთავსდებით, იწყება აზოტის შემოდინება. წუთ-ნახევარის შემდეგ უკვე დეზორიენტირებული ხართ – დაახლოებით ისე, როგორც ზედმეტი ალკოჰოლის მიღებისას – ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ,  გრძნობას კარგავთ. დაახლოებით ხუთ წუთში თქვენ აღარ არსებობთ. “სარკოს” კონტროლი მხოლოდ შიგნიდან ხდება, ასე რომ, შეუძლებელია ამ მანქანით ვინმე სხვა მოკლათ. თქვენ გაქვთ არჩევანი დაბურულ და გამჭვირვალე შუშებს შორის და შეგიძლიათ “სარკო” ისეთ ადგილას განათავსოთ, საიდანაც ლამაზი ხედი იშლება.

ვფიქრობ, რომ ნახაზები ონლაინ უკვე 2018 წლის ბოლოს  იქნება ხელმისაწვდომი, პირველი “სარკო” კი შვეიცარიაში აიწყობა, რადგან იქ უკვე დაინტერესდნენ ამ მანქანით. ჰოლანდიელმა იურისტებმა გვითხრეს, რომ მანქანა  არალეგალური არ არის, რადგან იქ საკუთარი სიცოცხლის დასრულება დანაშაულად არ ითვლება. მე მხოლოდ ნახაზებს და ინსტრუქციებს ვიძლევი, მაგრამ არა პირად რჩევებს. მანქანის სამართავად კი დახმარება საჭირო არაა. მომხმარებელი თავად აკონტროლებს ყველაფერს.

 

ლამაზ ხედს რომ მივუბრუნდეთ, თქვენ რა ხედს აირჩევდით ამ შემთხვევაში?

მე ავსტრალიის ჩრდილოეთში წავიდოდი და “სარკოს” უდაბნოში მოვათავსებდი, მზის ჩასვლისას, საკმაოდ მიმზიდველი უნდა იყოს. თუმცა, მეორე მხრივ, გამირთულდებოდა იქ აზოტის წაღება შორი მანძილის გამო – აზოტის შენახვა ხომ საკმაოდ რთულია.

 

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ უკვე “სარკოში” იმყოფებით და თვითმკვლელობა გადაიფიქრეთ? არსებობს “პანიკის ღილაკი”?

დიახ, მანქანას აქვს საგანგებო ფანჯარა, რომელიც მთლიანად იღება, როგორც კი ხელს მიაჭერთ და მანქანაში ერთბაშად შემოუშვებს ჟანგბადს. ამის გარდა, თქვენ შეგიძლიათ “სტოპ” ღილაკის გამოყენებაც, სანამ ცნობიერებას დაკარგავთ.

 

რას ფიქრობს თქვენი ოჯახი ყველაფერ ამაზე?

დედაჩემი ჩემი იდეების დიდი მხარდამჭერია. მან მინიმუმ ხუთი წელი გაატარა მოხუცებულთა სახლში იმის გამო, რომ თავს ვეღარ უვლიდა. მას ეზიზღებოდა იქაურობა და სიკვდილი სურდა, მაგრამ იმის გამო, რომ ავად არ იყო, არაფრის უფლება არ ჰქონია. მეც არ შემეძლო მისთვის რამის მიცემა, რადგან  მიხვდებოდნენ, რომ ეს მე ვქენი. ამ არჩევანის ქონა დედაჩემისთვის დიდი შვება იქნებოდა.

 

იღებთ თუ არა სიკვდილის მუქარებს?

ბოლო ოცი წლის განმავლობაში საბედნიეროდ მხოლოდ რამდენჯერმე დამემუქრნენ. სულ ახლახან მივიღე პირველი რეალური მუქარა. ზუსტად არ ვიცი, ეს ფუნდამენტალისტებისგან იყო თუ იმისგან, ვინც ევთანაზიის წამალს არალეგალურად ყიდის. ჩემს წიგნში ვახსენებ კიდეც რამდენიმე ყალბ ვებსაიტს, რომლებიც ამ ტაბლეტებს 700 ევროდ ყიდიან. ასე რომ, შეიძლება თაღლითებიც ყოფილიყვნენ. რაც შეეხება საჯარო ღონისძიებებს, უსაფრთხოების ზომებს ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევთ.


https://tonic.vice.com

1,625 total views, 4 views today


რეკომენდებული სტატიები
ადამიანები საკუთარი გარდაცვალების მომენტს ხვდებიან, ამბობენ მეცნიერები

ადამიანები საკუთარი გარდაცვალების მომენტს ხვდებიან, ამბობენ მეცნიერები

ადამიანები საკუთარი გარდაცვალების მომენტს ხვდებიან, ამბობენ მეცნიერები
მკვლევრების აზრით, სიკვდილის მომენტში, მართალია, გული მუშაობას წყვეტს, მაგრამ მკვდარი ადამიანის ტვინი მცირე ხნით მაინც ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი ცხოვრება დასრულდა
სარკე, რომელიც კოსმეტოლოგიურ რჩევებსაც მოგცემთ
Play Video

სარკე, რომელიც კოსმეტოლოგიურ რჩევებსაც მოგცემთ

სარკე, რომელიც კოსმეტოლოგიურ რჩევებსაც მოგცემთ
მოწყობილობა არა მარტო უბრალო სარკის ფუნქციას ასრულებს, არამედ კოსმეტოლოგის როლსაც ირგებს: აფიქსირებს კანის პრობლემებს და მომხმარებელს საჭირო სასარგებლო რეკომენდაციებს აძლევს
ქირურგიული სიმულატორი
Play Video

ქირურგიული სიმულატორი

ქირურგიული სიმულატორი
ბრიტანულმა სტარტაპმა FundamentalVR-მა ბაზარზე კიდევ ერთი ასეთი პროდუქტი გამოიტანა. მოწყობილობა ვირტუალური რეალობის ჩაფხუტისა და ორი ე.წ. მანიპულატორისგან შედგება, რომლებიც ქირურგის ინსტრუმენტების იმიტაციას ახდენენ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.