ქართული წარმოების სამკაულები

დღეს საქართველოში არაერთი სტარტაპი მოიძებნება, რომელიც სხვადასხვა ტიპის და სტილის სამკაულს სხვადასხვა მასალისგან ამზადებს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს, რომლებიც, ჩვენი აზრით, ყველაზე საინტერესო პროდუქციას ქმნიან.
Dots & Dashes

მორზეს ანბანით დაშიფრული სასურველი სიტყვების სამაჯურები, რომლებიც ვიზუალურადაც ლამაზი და საინტერესოა.
3KAULI

ქართული ონლაინ-სახელოსნოა, რომელიც ამზადებს ოქროსა და ვერცხლის სამკაულებს. 3K/\ULI გამორჩეულია ხარისხითა და სუფთა ნაკეთობით, ასევე ხელმისაწვდომი ფასითა და ინდივიდუალური მიდგომით ყველა მომხმარებელთან. აქ შესაძლებელია მხოლოდ ოქროსა და ვერცხლის ნივთების შეძენა. გარდა 3KAULi-ის გუნდის მიერ შემუშავებული მოდელებისა, შესაძლებელია ინდივიდუალური შეკვეთებიც მომხმარებლისთვის სასურველ ნივთებზე.
Mathena

მატა რობაქიძის თიხის და კერამიკის სამკაულები ორიგინალური, სახასიათო ფიგურებით და ცოცხალი გამოსახულებით.
Baaka
Baaka-ს მრავალფეროვანი, თანამედროვე და ყოველდღიური სამკაული ნებისმიერი განწყობისთვის გამოგადგებათ.
Line Handmade

ვერცხლის ხელნაკეთი სამკაული, რომელთაგან თითოეულს უნიკალური დიზაინი აქვს;
ბუერა

გამხმარი ყვავილებისგან დამზადებული ყელსაბამები მუდმივი საგაზაფხულო განწყობისა და ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებისთვის.
კალეისი

მინიმალისტური გეომეტრიული ფორმების მქონე ვერცხლის სამკაულები საინტერესო შეფუთვით და ადგილზე მიტანის სერვისით.
კაფსულა

და ბოლოს კაფსულა – სტარტაპი, რომელიც ბავშვების ნახატებისგან ქმნის სასურველ სამკაულს, ერთგვარ დროის კაფსულას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ბავშვების ფანტაზიის ნაყოფის დაფიქსირება ხანგრძლივად და მუდმივად თან სატარებელ ფორმატში. ნახატების სამკაულად გადაქცევა შესაძლებელია როგორც ოქროს, ასევე ვერცხლის მასალით და სურვილისამებრ შეიძლება იქცეს კულონად, საყურედ ან სამაჯურად.
თბილისის კონცეპტუალური მაღაზიები
ხელნაკეთი სამკაული საქართველოდან


