fbpx

თუ ბიჭისთვის საჩუქარს ეძებთ…


გააზიარე სტატია

 

აქტუალურობას არასდროს კარგავს კითხვა – რა ვაჩუქოთ ბიჭს დაბადების დღეზე, მნიშვნელოვანი თარიღის დროს?

მთავარია იცოდეთ მისი გემოვნება მუსიკაში, თუნდაც მხატვრობაში,  ან აქსესუარების მიმართ დამოკიდებულება, არჩევანს კი ჩვენ შემოგთავაზებთ:

 

giovannimorra.com

ჯოვანი მორას თავგადასავალი 27 წლის წინ რიომაჯორეში დაიწყო, შტატებში მოგზაურობის შემდეგ მისთვის სამშობლო ნებისმიერი ადგილია, სადაც თავისუფლებაა. მისი აზრით, შთაბეჭდილებები მთელ მსოფლიოშია გაფანტული – წაკითხულ წიგნებში, მოსმენილ მუსიკაში, ნანახ ქალაქებში, გაზიარებულ ამბებსა და უკვე გაცნობილ ადამიანებში.

მთავარია დაიჭირო წამი, რომელსაც სიახლის აღმოჩენის დიდი სიხარული მოაქვს, თუმცა არც ესაა მთავარი. მთავარი შთაბეჭდილებების გაზიარებაა. ათასგვარი ფერის და მასალის, განწყობის და შინაარსის – ბაფთები, ჰალსტუხები თუ სხვა აქსესუარები… ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის აღმოაჩენთ შესაფერის, სამახსოვრო საჩუქარს.

 

mypixystore


საქართველოში დამზადებული და ხელით აწყობილი მუსიკალური ყუთების ონლაინ მაღაზია. მუსიკის, ფილმების და უბრალოდ ჯადოსნური ნივთების ნებისმიერი მოყვარულისთვის!

თუ ჯადოსნურ საღამოს ისეთი ამბავი გადაგხდათ  თავს, როგორც მიას და სებასტიანს, თუ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა თქვენთვისაც სიმბოლური დატვირთვისაა, გვჯერა, რომ ეს პატარა მუსიკალური ყუთი ყოველი დატრიალებისას ჯადოსნურ განწყობას დაუბრუნებს ადრესატს.

 

anbaniatare

“ატარე ანბანი” იმისთვის შეიქმნა, რომ 33 ემოცია გადმოსცეს აქსესუარების საშუალებით. თითოეული ინიციალი ატარებს ეპითეტურ დატვირთვას – სამაჯურებით შესაძლებელია უსახსოვრო: განსაკუთრებული დღე, ემოცია, სიტყვა, რომელიც მნიშვნელოვანი შინაარსისაა.

 

durgali.ge

ხის ნაფოტებით, ტოტებით, ჟანგიანი ლურსმნებით, გამხმარი მცენარეებით, საღებავით და უშრეტი ფანტაზიით შექმნილი მინიატიურული “ამბები” განსაკუთრებულ ადგილს დაიმკვიდრებს ადრესატის ოთახში.

 

DeaPax1


ხელნაკეთი მაისურების ქართული ბრენდი, სადაც ნებისმიერი სასურველი დიზაინით მოგიხატავენ მაისურს. პროდუქცია გამოიყურება ზუსტად ისე, როგორც ფოტოებზეა ასახული, რადგან ფოტოები მაისურების დამზადების შემდეგ არის გადაღებული.

 


რეკომენდებული სტატიები
5 საჩუქარი გოგოსთვის ვალენტინობის დღეს - Buyers.ge

5 საჩუქარი გოგოსთვის ვალენტინობის დღეს - Buyers.ge

5 საჩუქარი გოგოსთვის ვალენტინობის დღეს - Buyers.ge
თუ მართლა გიყვართ და არ გსურთ კარგ საჩუქარზე ფიქრით დაიტანჯოთ, ნახეთ “ბაიერსის” შემოთავაზება. ონლაინ შეძენის შემთხვევაში შერჩეულ ნივთებს სახლში მოგართმევენ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.