fbpx

სტამბოლი და ოსმალეთის იმპერია ფრანგი კოლექციონერის უნიკალური ფოტოარქივიდან – Getty


გააზიარე სტატია



Getty-ის კვლევითი ინსტიტუტის ვებგვერდზე აიტვირთა რამდენიმე ათასი ფოტო, რომლებიც ოსმალეთის იმპერიის ბოლო პერიოდისა და თურქეთის რესპუბლიკის პირველი წლების ცხოვრებას ასახავს. დაწესებულების წარმომადგენელთა განმარტებით, უნიკალური ისტორიული მასალა ფრანგი მეწარმისა და მოგზაურის, პიერ დე ჟიგორის პირადი ფოტოარქივის გაციფრულების შედეგად შეიქმნა.  

პიერ დე ჟიგორი სტამბოლში პირველად 1964 წელს მოხვდა. მას შემდეგ ყოველ წელს ჩადიოდა და საფრანგეთში თურქული რეწვის ნიმუშები, საიუველირო ნაკეთობები და ქსოვილები გაჰქონდა გასაყიდად. ვაჭრობის პარალელურად, მეწარმე ადგილობრივი მოსახლეობისგან და კოლექციონერებისგან ძველ ფოტოებსაც ყიდულობდა. საბოლოო ჯამში, მის მიერ შეგროვებულმა მასალამ   1850-დან 1958 წლამდე პერიოდი მოიცვა.

 

  • დერვიშთა საძმო. 1870

 

  • თურქი ქალი. 1865-1870

 

  • მებარგული. 1870-1890

 

  • გლეხი გოგონა დოქით. 1883

 

12 წლის განმავლობაში პიერ დე ჟიგორმა თურქეთის საუკუნოვან ვიზუალურ ისტორიას მოუყარა თავი. მისი კოლექცია 165 ავტორისა და ფოტო-სტუდიის მიერ გადაღებული 6000 ფოტოსგან შეიქმნა, რომელთა უმეტესობის ვინაობა უცნობია.

 

  • მეეტლები. 1880

 

  • პერგამონი. 1880-1920

 

  • აღმოსავლური სარწყულებელი. 1880-1890

 

  • მეხანძრეები. 1880

 

რაც შეეხება Getty-ის კვლევითი ინსტიტუტის ონლაინ კოლექციას, დაწესებულების ბაზაში ჟიგორის არქივიდან მხოლოდ 3750 ფოტო მოხვდა. მათი უმეტესობა კონსტანტინოპოლშია (სტამბოლში) გადაღებული, ასევე არის იზმირისა და ბურსას ამსახველი ვიზუალური მასალაც.  

 

  • სტუდენტი. 1880-1890

 

  • მუსიკოსები. 1865-1895

 

  • გლეხი გოგონები. 1890-1895

 

  • დალაქები. 1870-1890

 

  • კონსტანტინოპოლი (სტამბოლი) 1888-1890

 

  • დათვის მომთვინიერებელი. 1870-1880

 

  • ბაშიბუზუკი. (Turk. Bašibuzuk – „თავაწყვეტილი“ – ოსმალთა არარეგულარული ქვეითი ან ცხენოსანი ჯარის მოლაშქრე მე-18–19 სს.)

 

Getty-ის კვლევითი ინსტიტუტის ონლაინ ბაზაში ფოტოკოლექცია თემატურადაა დახარისხებული, ადგილის, არქიტექტურული ძეგლებისა და ფოტოს კონტენტის შესაბამისად.

 


რეკომენდებული სტატიები
როგორი იყო მსოფლიო 100 წლის წინ - იშვიათი ფერადი ფოტოები

როგორი იყო მსოფლიო 100 წლის წინ - იშვიათი ფერადი ფოტოები

როგორი იყო მსოფლიო 100 წლის წინ - იშვიათი ფერადი ფოტოები
ძველი ფოტოები საუკუნის წინანდელ ადამიანებსა და მათ ყოფას გვიჩვენებს. გაიგეთ როგორ ვითარდებოდა ფერადი ფოტოგრაფია მისი პირველი დღეებიდან თანამედროვეობამდე.
პოდკასტები მოგზაურობის მოყვარულთათვის: რჩევები, რეკომენდაციები, რეალური ისტორიები

პოდკასტები მოგზაურობის მოყვარულთათვის: რჩევები, რეკომენდაციები, რეალური ისტორიები

პოდკასტები მოგზაურობის მოყვარულთათვის: რჩევები, რეკომენდაციები, რეალური ისტორიები
თუ მოგზაურობა გიყვართ, ამ საქმეში კარგად გაწაფული ადამიანების რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომლებსაც სამოგზაურო პოდკასტებით შეიტყობთ, თქვენს გამოცდილებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.