როგორი იყო მსოფლიო 100 წლის წინ – იშვიათი ფერადი ფოტოები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნიკოლა ბუდანოვიჩი

 

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფერებზე ექსპერიმენტები ფოტოგრაფიის განვითარების საწყის ეტაპზეც ტარდებოდა. შედეგად, მკვეთრი, ფერადი ფოტოები იქმნებოდა, რაც შეუზღუდავ შესაძლებლობებს აჩენდა.

ჯერ კიდევ 1855 წელს შოტლანდიელი მეცნიერი ჯეიმს კლარკ მაქსველი თავის ჩანაწერებში აღნიშნავდა, თუ როგორ შეიძლებოდა შავ-თეთრ ფოტოებზე ფერების დამატება.

1861 წელს თომას სატონი მაქსველის ინსტრუქციებს მიჰყვა და შოტლანდიური უჯრედოვანი ლენტის სამფეროვანი გამოსახულება შექმნა. თუმცა, ამ მეთოდით უბრალოდ შავ-თეთრი ფოტოების გაფერადება ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები მსგავსი იყო, გამომგონებლები და ენთუზიასტები აქტიურად ცდილობდნენ, ისეთი ტექნიკა შეემუშავებინათ, რომლითაც ფერადი ფოტოები დამატებითი გაფერადების გარეშე შეიქმნებოდა.

 

გოგონა 1913 წელს

 

მონღოლური იურტა, დაახ. 1913

 

ოჯახი რუ დუ პო დე ფერში, პარიზი, საფრანგეთი. ავტოქრომი ალბერტ კანის „პლანეტის არქივებიდან“

 

გეიშა გოგო თავის კიმონოში პოზირებს, კიოტო, 1927 წლის ივნისი; ავტოქრომი

 

სამარიელი ქალი

 

მაჰარაჯას სასახლის შესასვლელი ჯაიპურში, 1926. ფოტო: ჟერვე-კურტელემონი

 

ლეონიდ ნ. ანდრეევი, ავტოპორტრეტი ავტოქრომით. ფოტო გადაღებულია 1919 წლამდე.

 

ბუდისტი ლამა, პეკინი, ჩინეთი, 1913

 

კიხთასა და ხურეეს შორის, მონღოლეთი, დაახ. 1913

 

ავტოქრომით შექმნილი ფერადი ფოტო: „შავი ტყე“ ფერად ფოტოებში, ვაგნერ ფრაიბურგი, 1910-1911, პანელი #7

 

სენეგალელი სნაიპერი, ფესი, მაროკო, 1913

 

დიდი პირამიდა და სფინქსი, გიზა, ეგვიპტე, 1914

 

სომეხ ქალთა და ბავშვთა ჯგუფი, სტამბოლი, თურქეთი

 

მაგრამ ეს მხოლოდ 1903 წელს მოხერხდა, როცა ძმებმა ლუმიერებმა – საუბარია იმ ლუმიერებზე, რომლებმაც სინემატოგრაფი გამოიგონეს – დააპატენტეს პროცესი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. ლუმიერის ავტოქრომის კომერციული გამოყენება 1907 წელს დაიწყო და მალე ევროპაში ფერადი ფოტოების გადასაღებ მთავარ ტექნიკად იქცა.

ავტოქრომის მეთოდი ლუი დუკო დუ ორუს ადრინდელ კვლევას ეყრდნობოდა. ის გულისხმობდა წითელ-სტაფილოსფრად, მწვანედ და ლურჯ-იასამნისფრად შეღებილი კარტოფილის სახამებლის გამოყენებას, რომელიც ფერის ფილტრების ფუნქციას ასრულებდა. შუქზე მგრძნობიარე ემულსიის დახმარებით ძმებ ლუმიერებს ფერების აღბეჭდვა შეეძლოთ, რაც მანამდე არნახულ ეფექტს იძლეოდა.

ფერადმა ფოტოებმა მალევე აღაფრთოვანეს მხარდამჭერებიცა და კონკურენტებიც – ეს მეთოდი უბრალოდ ბევრად სჯობდა ფერად ფოტოგრაფიაში ნაცად სხვა ხერხებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, შავ-თეთრი ფოტოების გაფერადებას, რაც ავტოქრომის პოპულარობასთან ერთად მაშინვე მოძველდა.

 

მონადირე ურგასთან, მონღოლეთი; ავტოქრომი

 

შიდა მონღოლეთი, 1912

 

ბეიოღლუს ხის სახლები, სტამბოლი, თურქეთი, 1912

 

ბაზარი კრუშევაცში, სერბეთი, 1913

 

სადუ და ბრაჰმინი, ლაჰორე, პაკისტანი, 1914

 

ლამები და სხვა კაცები ყვითელ სასახლესთან ახლოს, ურგა, მონღოლეთი; ავტოქრომი

 

ლიონი

 

ავტოქრომმა საუკეთესო პერიოდში იხილა დღის სინათლე. პირველი მსოფლიო ომის მოახლოებამდე ფოტოგრაფები ქუჩის ყოველდღიური ცხოვრების, მონუმენტების, არქიტექტურისა და ფოლკლორის აღბეჭდვით იყვნენ დაკავებულები და თვალწინ არსებული რეალობის კადრზე გადასატანად დაუღალავად შრომობდნენ.

ომის დაწყებასთან ერთად მათი მზერა ფრონტის ხაზმაც მიიპყრო, რის შედეგადაც ევროპის მიერ კონფლიქტში გატარებული სასოწარკვეთის, განადგურებისა და გაურკვევლობის წლების სამუდამო მატიანე შეიქმნა.

1930-იანი წლებისთვის ავტოქრომი პოპულარობის ზენიტში იყო. თუმცა, 1935 წელს კოდაქრომის გამოგონებასთან ერთად ლუმიერების პატენტმა აქტუალობა ნელ-ნელა დაკარგა.

 

ბუდისტი ლამა, მონღოლეთი, 1913

 

ანა ივასკიევიჩი მარია ვისოცკასთან ერთად ფერად ფოტოზე

 

ეიფელის კოშკი და ტროკადერო, პარიზი, 1912

 

პორტ სენ-დენი, პარიზი, 1914

 

ჟულს ჟერვე-კურტელემონი, CC BY-SA 3.0 ლიცენზიით

 

ამერიკელი ფოტოგრაფისა და თანამედროვე ხელოვნების გამავრცელებლის, ალფრედ შტიგლიცის და მისი ცოლის, ემელინის (ემილის) პორტრეტი. ფოტო: ბეინიქის იშვიათი წიგნებისა და ხელნაწერების ბიბლიოთეკა, იელის უნივერსიტეტი

 

კოტორის (კატარო) საფოსტო ბარათი, ავსტრია-უნგრეთი, 1912

 

ბაზარი სარაევოში, ბოსნია და ჰერცეგოვინა, 1912

 

სერბი ქალები სადღესასწაულო კაბებში, პრიზრენთან ახლოს; ავტოქრომი, ავტორი: აუგუსტ ლეონი, 1913 წლის 9 მაისი; ალბერტ კანის მუზეუმის კოლექციიდან

 

სტოკჰოლმი

 

წმინდა სოფიას ტაძარი ოჰრიდში, 1913

 

შანზავი ბადამდორჯი ყვითელ სასახლესთან, ურგა, მონღოლეთი; ავტოქრომი

 

სასჯელმისჯილი პატიმარი ულან-ბატორში, მონღოლეთი, 1913

 

იეზიდების ლიდერი ბაჩივაში. ავტორი: ალბერტ კანი, 1910-იანი წლები

 

ზახოს ქურთები. ავტორი: ალბერტ კანი, 1910-იანი წლები

 

ზაზა ქურთები. ავტორი: ალბერტ კანი, 1910-იანი წლები

 

ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილი ბავშვები მაკედონიიდან, 1913

 

მიუხედავად იმისა, რომ კოდაკი მათ ავტოქრომზე უკეთეს ალტერნატივას სთავაზობდა, ფრანგი ფოტოგრაფები მაინც თავიანთი ქვეყნის პროდუქტს იყენებდნენ. ზოგიერთი მათგანი ლუმიერების ერთგული 1950-იან წლებამდეც კი დარჩა.

საბოლოოდ, 21-ე საუკუნის დასაწყისში კოდაქრომი ციფრულმა ფორმატმა სრულად ჩაანაცვლა და, შედეგად, ისიც ისეთივე მოძველებული გახდა, როგორც მისი წინამორბედი.

ორიგინალი: https://thevintagenews.com


რეკომენდებული სტატიები
თბილისის აეროპორტი 1938 წელს - უნიკალური ფოტოები

თბილისის აეროპორტი 1938 წელს - უნიკალური ფოტოები

თბილისის აეროპორტი 1938 წელს - უნიკალური ფოტოები
თბილისის აეროპორტის ფოტოსერია 1938 წლით თარიღდება. ფოტოებზე ასახულია მაშინდელი აეროპორტის სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები და მიმდებარე ტერიტორია
თანამედროვე თბილისში "ჩასმული" ძველი ფოტოები - ფოტოპროექტი

თანამედროვე თბილისში "ჩასმული" ძველი ფოტოები - ფოტოპროექტი

თანამედროვე თბილისში "ჩასმული" ძველი ფოტოები - ფოტოპროექტი
ნიკა ბედენაშვილის ფოტოპროექტი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ თბილისის კარგად ნაცნობი ადგილები ზუსტად იმ კუთხიდან, საიდანაც მას ნახევარი საუკუნის წინ უცნობი ფოტოგრაფები ხედავდნენ.
„გატეხილი ზღვა“ - ფოტოპროექტი სოხუმისა და თბილისის კვეთაზე

„გატეხილი ზღვა“ - ფოტოპროექტი სოხუმისა და თბილისის კვეთაზე

„გატეხილი ზღვა“ - ფოტოპროექტი სოხუმისა და თბილისის კვეთაზე
ნატა სოფრომაძემ და ირინა სადჩიკოვამ სოხუმსა და თბილისში გადაღებული ფოტოების ორმაგი ექსპოზიციით უნიკალური ერთობლივი ფოტოპროექტი შექმნეს
Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია

Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია

Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია
ვიგენ ვართანოვის ფოტოებს მის რთულ, მრავალშრიან შავ-თეთრ სამყაროში მივყავართ. მისი ფოტოხელოვნება ვერ პასუხობდა საბჭოთა კავშირისეულ ესთეტიკურ მოთხოვნებს, რის გამოც ავტორს საკუთარი ნამუშევრები არასოდეს გამოუფენია
არქიტექტურაში ასახული სოციალური უთანასწორობა - ფოტოპროექტი

არქიტექტურაში ასახული სოციალური უთანასწორობა - ფოტოპროექტი

არქიტექტურაში ასახული სოციალური უთანასწორობა - ფოტოპროექტი
ნიუიორკელმა ფოტოგრაფმა მსოფლიოს ქალაქები ზემოდან გადაიღო იმის საჩვენებლად, თუ როგორი დიდია განსხვავება ე.წ. მდიდარ და ღარიბ უბნებს შორის
ბაროკო ფოტოგრაფია კრისტი ლი როჯერსისგან
Play Video

ბაროკო ფოტოგრაფია კრისტი ლი როჯერსისგან

ბაროკო ფოტოგრაფია კრისტი ლი როჯერსისგან
კრისტი ლი როჯერსი საკუთარ ხელწერაზე მიქელანჯელოს და კარავაჯოს გავლენას თავადაც აღიარებს, თუმცა, იტალიელებისგან განსხვავებით, ის მხატვრული ტილოების ეფექტს ფოტოგრაფირებით ქმნის
ანრი კარტიე ბრესონი - პარიზი

ანრი კარტიე ბრესონი - პარიზი

ანრი კარტიე ბრესონი - პარიზი
პარიზის ერთი ბოლოდან მეორემდე სეირნობისას, დღისით თუ ღამით, ბრესონს მისი შეგრძნება არასოდეს დაუკარგავს. ამგვარად, ეს გამოფენა პარიზის ყველა ფოტოს აერთიანებს, ძველს თუ ახალს, ცნობილს თუ სრულიად უცნობს.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.