fbpx

სად შევიძინოთ ორგანული ხილ-ბოსტნეული თბილისში


გააზიარე სტატია


მწვანე ბლოგის წარმდგენია “ლისი დეველოპმენტი

 

 


თბილისში სად შეიძლება შევიძინოთ  ორგანული, სასუქისგან თავისუფალი ჯანსაღი საკვები?  – ამ კითხვაზე პასუხი ბევრს აინტერესებს და ზოგი სპეციალიზირებულ მაღაზიებს მიმართავს, ზოგი აგრარულ ბაზრებში ეძებს ჯანსაღ პროდუქტს, ზოგი კი ცდილობს, ის, რის მოყვანაც სახლის პირობებში შესაძლებელია (მაგალითად, მწვანილი), თვითონ მოიყვანოს საკუთარ სამზარეულოებში და აივნებზე.

ისეთი ადგილები, სადაც ნამდვილად ჯანსაღ საკვებს იყიდით, თბილისში ბევრი არ არის და იმ რამდენიმე გზას, რაც ფერმერებთან პირდაპირ დაგაკავშირებთ, ჩვენ შემოგთავაზებთ.

 

Soplidan.ge

ყველაზე მარტივი გზა სასურველი ხილის, ბოსტნეულის, რძის პროდუქტების, თაფლის და სასუსნავების საყიდლად  ვებსაიტ Soplidan.ge-ზე  რეგისტრაციაა, რომლის პროდუქტებსაც სასურველ დროს და ადგილას მოგიტანენ და ამ გზით თავიდან აირიდებთ ბევრ ადგილას მისვლას და მძიმე ჩანთებით სიარულს.

 

ლისის ტბაზე მდებარე სათბური

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ხელით მოკრეფილი ბოსტნეულის ჭამა განიჭებთ სიამოვნებას,  ლისის ტბაზე მდებარე სათბურს  უნდა მიაკითხოთ, სადაც შეგიძლიათ თქვენი ხელით დაკრიფოთ და შეავსოთ საყიდლების კალათა. ამ სათბურის მთავარი ხიბლი იმაშია, რომ ყველაფერი, რაც აქ მოჰყავთ, სასუქებისგან თავისუფალია.

 

მარკეტი “ბარბალე”

ჯანსაღი საკვების მოყვარულებმა შესაძლოა იცოდნენ მეურნეობა და მარკეტი “ბარბალე”, რომელიც ქართულ-გერმანული მეგობრობის შედეგია.  ერთი მიზნით გაერთიანებულმა ოთხმა ადამიანმა წლების წინ აწყურში მეურნეობა წამოიწყო და დღეს უკვე მოჰყავთ ეკოლოგიურად სუფთა, ორგანული კარტოფილი, სიმინდი, ლობიო, გოგრა და სხვადასხვა ბოსტნეული. აკეთებენ მცენარეულ ჩაის, ჰყავთ ფუტკრები და შესაბამისად, აქვთ ბიო თაფლი. თბილისში მაღაზია ცოტა ხნის წინ გახსნეს. თუ აგროსფეროთი უფრო ფართოდ დაინტერესდებით, შეგიძლიათ ისარგებლოთ მათი აგროტურების სერვისითაც და ფერმასაც ესტუმროთ.

 

Sunflower Health Food Store

დაბოლოს, მაღაზია “მზესუმზირა” (Sunflower Health Food Store), რომლის დახლებზეც დაგხვდებათ ორგანული ხილ-ბოსტნეული, მწვანილეულობა, თაფლი, რძის პროდუქტები, მრავალფეროვანი რეცეპტებით დამზადებული პურ-ბურღულეული და სანელებლები. დიდი ნაწილი, რასაც აქ შეიძენთ, თავად მარკეტის მფლობელების მოყვანილია მათსავე მეურნეობაში, რომელიც მარნეულში მდებარეობს.

ზოგადად, სასუქებით გაჯერებული საკვების მიღება არასასურველია  ადამიანისთვის. ამ ტიპის მეურნეობები იწვევს ნიადაგის გამოფიტვას და დაბინძურებასაც, რაც უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე. ასე რომ, საკვების ყიდვისას სულ გახსოვდეთ, რა არის უკეთესი თქვენთვის და თქვენი გარემოსთვის.

დაბოლოს, იმ შემთხვევაში, თუკი მაინც საყიდლებისთვის სხვა გზას აირჩევთ, გაითვალისწინეთ, რომ ხილ-ბოსტნეულის შეძენა ყოველთვის სპეციალიზებულ, ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში სჯობს, ვიდრე დიდ სუპერმარკეტებში, სადაც ხარისხი ხშირად უფრო დაბალია, ფასები კი მაღალი. თანაც ასე, ეკონომიკური თვალსაზრისითაც,  წვრილ ბიზნესსაც დაეხმარებით.


რეკომენდებული სტატიები
ქოთნიდან თეფშზე - ყველაზე ჯანსაღი მიკრომწვანილები საქართველოდან

ქოთნიდან თეფშზე - ყველაზე ჯანსაღი მიკრომწვანილები საქართველოდან

ქოთნიდან თეფშზე - ყველაზე ჯანსაღი მიკრომწვანილები საქართველოდან
თბილისში ორმა გოგომ - ტუსა ღარიბაშვილმა და ქეთა ბეჟიტაშვილმა, რომლებიც განათლებით არც აგრონომები არიან და არც ბიოლოგები, გადაწყვიტეს პატარა ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ და ძალიან მცირე ტერიტორიაზე მიკრომწვანილი მოიყვანეს
როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა და ავირიდოთ დაავადებები

როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა და ავირიდოთ დაავადებები

როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა და ავირიდოთ დაავადებები
დაბერების პროცესის შეჩერება ჯერჯერობით ადამიანს არ შეუძლია, მაგრამ არსებობს სტრატეგიები, რომელთა ყოველდღიურობაში დანერგვაც დაბერების პროცესის შენელებაში დაგვეხმარება. ლამაზად და ჯანმრთელად დაბარებაც ხომ მიღწევაა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.