fbpx

ბაზარზე “ჭკვიანი” აკვარიუმი გამოდის


გააზიარე სტატია



ე.წ. ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიურ ბაზარზე ახალ პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, შესაბამისად, სხვადასხვა კომპანიები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი საყოფაცხოვრებო ნივთი ჩართონ სისტემაში.

ამერიკულმა სტარტაპმა Bluenero-მ ამავე სახელწოდების პროდუქტი – სახლის აკვარიუმი წარმოადგინა. ვიზუალურად ის ჩვეულებრივი აკვარიუმისგან არ განსხვავდება, თუმცა რამდენიმე საინტერესო ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. პირველ რიგში, მასში ინტეგრირებულია წყლის წმენდის ავტომატური სისტემა. აკვარიუმის მფლობელს ძალიან იშვიათად უწევს აკვარიუმის ხელით წმენდა, ისიც მხოლოდ ფილტრების გამოცვლისას.

 

 

გარდა ამისა, Bluenero თავად ზრუნავს მის ბინადრებზე – კონსტრუქციაში ინტეგრირებული სენსორები წყლის მჟავიანობისა და მინერალური შემადგენლობის მონიტორინგს ახდენენ, კრიტიკული მაჩვენებლების შემთხვევაში კი, განგაშის შეტყობინებას მფლობელის სმარტფონზე აგზავნიან. მომხმარებელთან კომუნიკაციას აკვარიუმი Bluetooth-ისა და Wi-Fi-ის მეშვეობით ახდენს, ტელეფონში ინსტალირებული შესაბამისი პროგრამის დახმარებით.

 

 

საინტერესოა ისიც, რომ Bluenero-ს მფლობელი სმარტფონის შესაბამისი აპლიკაციით სურვილისამებრ ცვლის განათების ფერებს, ხოლო აკვარიუმში ინტეგრირებული კამერებით live-რეჟიმში დისტანციურად იღებს ვიდეოგამოსახულებას.

 

 

რაც შეეხება კვებას, აკვარიუმს გააჩნია სპეციალური განყოფილება საკვებისთვის. კვების დროს თავად Bluenero განსაზღვრავს, მფლობელის მიერ წინასწარ დაპროგრამებული რეჟიმის საფუძველზე. ამასთანავე, მომხმარებელს თავად შეუძლია დისტანციურად გამოკვებოს თევზები სმარტფონის პროგრამის დახმარებით.

დამატებითი  ინფორმაცია Bluenero-ს  შესახებ.  

 

 


რეკომენდებული სტატიები
სტარტაპმა Levia-მ უსადენო ლევიტაციური სანათი გამოუშვა
Play Video

სტარტაპმა Levia-მ უსადენო ლევიტაციური სანათი გამოუშვა

სტარტაპმა Levia-მ უსადენო ლევიტაციური სანათი გამოუშვა
ექსპერიმენტების ნიშა პროდუქციის დიზაინში მეტწილად სტარტაპებმა დაიკავეს. სწორედ ამგვარი პროექტია Levia, რომელმაც ე.წ. ლევიტაციური სანათი გამოუშვა
სარკე, რომელიც კოსმეტოლოგიურ რჩევებსაც მოგცემთ
Play Video

სარკე, რომელიც კოსმეტოლოგიურ რჩევებსაც მოგცემთ

სარკე, რომელიც კოსმეტოლოგიურ რჩევებსაც მოგცემთ
მოწყობილობა არა მარტო უბრალო სარკის ფუნქციას ასრულებს, არამედ კოსმეტოლოგის როლსაც ირგებს: აფიქსირებს კანის პრობლემებს და მომხმარებელს საჭირო სასარგებლო რეკომენდაციებს აძლევს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.