14 მარტი დილიდან
დაათვალიერეთ: ლონდონის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო საკუთარი სტენდით არის წარმოდგენილი.
უცხოელი დამთვალიერებელი გაეცნობა საზღვარგარეთ გამოცემული ქართული ლიტერატურის უცხოენოვან თარგმანებსა და ქართველი გამომცემლების უახლეს წიგნებს. ლონდონის წიგნის ბაზრობა ოფიციალურად 12 მარტს გაიხსნა და 14 მარტს დაიხურება.
წყარო: https://www.facebook.com/
რემინისენცია – სერგო ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი ვიზუალური ხელოვნების პროგრამა
ლონდონის კინოთეატრმა Close-up-მა სერგო ფარაჯანოვისადმი მიძღვნილ ვიზუალური ხელოვნების პროგრამას უმასპინძლა. სერგო ფარაჯანოვის ფილმოგრაფიის რეტროსპექტივისადმი მიძღვნილი ვიზუალური ხელოვნების პროგრამა სახელწოდებით – რემინისენცია ლონდონის კინოთეატრ Close-Up-ში 8-დან 10 მარტის ჩათვლით გაიმართა.
პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი და უცხოელი ხელოვანების ვიდეო ნამუშევრები, მოეწყო პერფორმანსები და შედგა დისკუსია ფარაჯანოვის გავლენაზე თანამედროვე ხელოვნებაში.
ვიზუალური ხელოვნების პროგრამა ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში, ბრიკლეინის ბაზრის ტერიტორიაზე გაიმართა, რომელიც განსაკუთრებულად იზიდავს ძველი ნივთების, ე.წ. ვინტაჟის მოყვარულებს. პროექტი მიზნად ისახავს ფარაჯანოვის ფილმოგრაფიის მნიშვნელობის გაფართოებას და მისი ეკრანიდან რეალურ ცხოვრებაში ტრანსფორმაციას.
უტა ბექაიამ ფარაჯანოვის ფილმების მიხედვით შექმნა კოსტიუმირებული მიზანსცენები, რომელიც შეერწყა ბრიკლეინის ბაზრის მრავალფეროვნებას.
მამუკა ჯაფარიძემ სპეციალურად ამ პროექტისათვის კავკასიური ფარდაგისაგან შექმნა ე.წ ფარაჯა, რაც ბგერითი ასოციაციით უკავშირდება ფარაჯანოვს. ხელოვანმა ფარაჯანოვის პატივსაცემად კინოთეატრის ეზოში უმასპინძლა სტუმრებს მისივე შექმნილი აჯიკა-მაჯიკით.
პროგრამაში ავგრეთვე წარმოდგენილი იყო სოფო მედოიძის ვიდეო ინსტალაცია – კითხვები და პასუხები, რომელსაც ავტორი თავად ახმოვანებს.
ანდრო სემეიკოსა და იუ-ჩენ ვანგის ორნაწილიანი ფილმი, ერთი მხრივ, რეალური ღონისძიების დოკუმენტაციას წარმოადგენდა, რომელიც შარშან თბილისის მე-3 ტრიენალეს ფარგლებში გაიმართა, მეორე მხრივ კი სოციალური კომენტარია განსხვავებულობის თემაზე, იმ ფართო სოციალურ-კულტურულ კონტექსტში, რომელშიც სერგო ფარაჯანოვს უწევდა მოღვაწეობა.
ვიზუალური ხელოვნების პროგრამაში ასევე მონაწილეობდნენ კინოკურატორი გარეტ ევანსი, ლონდონში ქართული კონოფესტივალის დირექტორი ჯეისონ ოსნორნი და კინომცოდნე – ჯეიმს რორტონი. პროექტი განხორციელდა ორგანიზაცია cARTveli-ის ინიციატივით, რომელიც ხელს უწყობს ქართველი ხელოვანების პოპულარიზაციას.
ნეტფლიქსი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით რვასერიან ანიმეს გადაიღებს
სერიალის რეჟისორები ჩარლი და ვლას პარლაპანდიესები იქნებიან. ანიმაციაში ზევსის უკანონო შვილის ისტორიაა მოთხრობილი. მთავარ გმირს დედამიწის და სამოთხის დაცვა შურისმაძიებელი, ბნელი და სასტიკი ქალღმერთისგან მოუწევს.
წყარო: https://deadline.com/
16 მარტს, 16 საათზე, სასტუმრო Stamba Hotel-ში გაიმართება სამაგიდო თამაშის – “საცნობელის” პრეზენტაცია.
წყარო: https://www.facebook.com
14 მარტს, 18:30-ზე, მწერალთა სახლში გაიმართება სალომე მაკარიძის მოთხრობების კრებულის – „152-ის“ პრეზენტაცია
მოთხრობებსა და მათ ასოციაციებზე მიშელ გონდრის ფილმთან “ძილის მეცნიერება”, ტარსემ სინგჰის “დაცემასთან” თუ სპაიკ ჯონზის ესთეტიკასთან წიგნის რედაქტორი გაგა ლომიძე ისაუბრებს.
წყარო: https://www.facebook.com
“ახალი ღვინის ფესტივალის” ჩატარების თარიღი ცნობილია
მე–10 “ახალი ღვინის ფესტივალი” 11 მაისს გაიმართება. წლევანდელი “ახალი ღვინის ფესტივალი” განსაკუთრებულია ღვინის კლუბისთვის. წელს სრულდება 10 წელი კლუბის დაარსებიდან და ფესტივალიც, რომელიც 11 მაისს მთაწმინდის პარკში გაიმართება, მეათედ ტარდება.
“საქართველოს ღვინის კლუბი” საიუბილეოდ მნიშვნელოვან სიახლეებს გთავაზობთ. ყველაზე საინტერესო წინასაფესტივალო დეგუსტაცია იქნება, რომელიც 4 მაისს გაიმართება და 2 იუბილესთან დაკავშირებით 2009–2010 წლის 10–ზე მეტი ღვინო იქნება წარმოდგენილი.
ახალი ღვინის ფესტივალი 2019 ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით და “მრავალჟამიერის” თანხლებით დაიწყება. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.
წყარო: https://www.facebook.com
NASA-მ ჰერკულესის თანავარსკვლავედში ორი გალაქტიკის შეჯახების ფოტო გამოაქვეყნა
ტელესკოპმა Hubble-მ ობიექტი სახელწოდებით – NGC 6052 აღბეჭდა, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 230 მილიონი სინათლის წელიწადით არის დაშორებული.
წყარო: https://www.nasa.gov
HBO-მ ჩერნობილის კატასტროფაზე სერიალი გადაიღო
სერიალის პრემიერა 6 მაისს შედგება და ის 1986 წელს ჩერნობილში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს.
წყარო: https://www.youtube.com/