fbpx

5 სივრცე, სადაც ქართველი დიზაინერებისა და ხელოვანების პროდუქციას შეიძენთ


გააზიარე სტატია

 

ადგილობრივი  წარმოების პროდუქტს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს.  არაერთმა ქართულმა ბრენდმა და ქართველმა დიზაინერმა ხარისხიანი  პროდუქციით ბაზარზე გარკვეული რეპუტაცია მოიპოვა და ერთგული მომხმარებელიც გაიჩინა.

სოციალურ ქსელში ვხვდებით გვერდებს, რომელთა  მეშვეობითაც საქართველოში დამზადებული, განსხვავებული  დანიშნულების ნივთების შეძენაა შესაძლებელი. თუმცა, თუ თქვენთვის ონლაინ შოპინგი სხვადასხვა მიზეზის გამო მოსახერხებელი არ არის, გთავაზობთ რამდენიმე სივრცეს, სადაც  ქართველი დიზაინერების პროდუქცია იყიდება.

 

17 Kvadrati • 17 კვადრატი

 

ჭანტურიას 8 ნომერში, ლიტერატურის მუზეუმის ეზოში, პატარა მაღაზიას შეხვდებით,  სადაც ქართული წარმოების ხელნაკეთ ნივთებს შეგიძლიათ გაეცნოთ. “17 კვადრატში” წარმოდგენილი პროდუქცია  მრავალფეროვანია: სამკაულები, ნატურალური ტყავის ჩანთები, საფულეები, ფეხსაცმელები, ხელნაკეთი ბლოკნოტები, სახლის აქსესუარები.

ფასები საშუალოდ 10 ლარიდან 350 ლარამდე მერყეობს. “17 კვადრატში” სასურველი ნივთის შეძენა განვადებითაც არის შესაძლებელი, ასევე მოქმედებს პერიოდული ფასდაკლებები, რომლის შესახებაც მაღაზიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან შეიტყობთ.  

 

Flying Painter • მფრინავი მღებავი

 

“მფრინავი მღებავი” ქართული ბრენდია, რომლის კონცეპტ სთორი ეგნატე ნინოშვილის 8 ნომერში,  მულტიფუნქციურ სივრცე “ფაბრიკაშია” განთავსებული. როგორც თავად ბრენდის დამფუძნებლები ამბობენ,   “მფრინავი მღებავი” პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც არტისტები საზოგადოებას მოდისა და ხელოვნების ენით აწვდიან სოციალურ, პოლიტიკურ, კრიტიკულ თუ რომანტიკულ მესიჯებს. მაღაზიაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს  ტანისამოსსა და აქსესუარებს, რომელიც ბრენდის სახელოსნოებში მფრინავი მღებავის ჯგუფის დიზაინით, შინაარსითა და კონცეფციით იქმნება. ბრენდს სახელი “მფრინავი მღებავი” ქართველი მოდერნისტი მხატვრის, პეტრე ოცხელის ნამუშევრის მიხედვით დაერქვა.

 

DOTS

 

DOTS  ძველ თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ძველ შენობაში მდებარე კონცეპტ სთორია, სადაც ქართველი დიზაინერების ტანსაცმლის კოლექციები და აქსესუარები შეგიძლიათ შეიძინოთ. როგორც მაღაზიის დამფუძნებლები ამბობენ, სივრცის ძირითადი სლოგანით – #WearGeorgian – ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ადგილობრივი წარმოების ხარისხიანი პროდუქციის შეძენა მისაღებ ფასადაც შესაძლებელია. DOTS-ის ძირითადი სივრცის გარდა, მაღაზიის  ფილიალს სავაჭრო ცენტრ “თბილისი გალერიაშიც” შეხვდებით.

 

გარაჟი 11 / Garage 11

“გარაჟი 11” კიდევ ერთი ადგილია, სადაც ქართული წარმოების ხელნაკეთი ნივთების დიდი კოლექციაა წარმოდგენილი. მაღაზია ერთ სივრცეში 150-მდე  ქართველი მწარმოებლის პროდუქციას აერთიანებს. “გარაჟი 11” არა მხოლოდ პროფესიონალ დიზაინერებსა და ხელოვანებს, არამედ მოყვარულებსაც აძლევს საშუალებას პროდუქცია აღნიშნულ  სივრცეში განათავსონ. “გარაჟი 11” მომხმარებელს ადგილობრივი წარმოების ტანისამოსსაც სთავაზობს.

 

Gallery 27

 

ბეთლემის 3 ნომერში მდებარე პატარა სივრცე სახელწოდებით “გალერეა 27” ქართველი  ხელოვანების  ნაკეთობების დიდ არჩევანს გთავაზობთ.  ძველებური არქიტექტურის, ინტერიერისა და ექსტერიერის სახლში მდებარე არტგალერეა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, თუკი ქართული წარმოების ძველებური და თანამედროვე ნივთების შეძენა  ან თუნდაც ადგილზე დათვალიერება გსურთ.


რეკომენდებული სტატიები
ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები
ორი წლის წინ, 32 წლის არქიტექტორმა, თავისი სახლის ქვემოთ, ლესელიძისა და ყავლაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე არქიტექტურული ბიურო, ერთი წლის შემდეგ კი ქართველ მხატვრებთან ერთად  სიტყვების მაღაზია - “ხშირად დასმული კითხვები” გახსნა
სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები

სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები

სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები
ადამიანთა უმრავლესობა მოგზაურობისას სამახსოვროდ ყიდულობს რაიმე პატარა ნივთს - სუვენირს, რომელიც შესაძლოა იმ ქვეყნის ან ქალაქის სიმბოლოდაც კი აღიქმება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.