3 აპრილი დილიდან
მსახიობი ვიკა კალანდია ნეტფლიქსის სერიალში მიიღებს მონაწილეობას.
ინფორმაციას ამის შესახებ მისი მეგობარი და კოლეგა ბახვა ბრეგვაძე ავრცელებს და წერს, რომ ვიკა მალე პიტერ ვებერის ისტორიულ დრამაში ეპიზოდურ როლს მოირგებს.
წყარო: https://www.facebook.com/
Game Of Theones-ის ახალი ტიზერი გამოვიდა.
მართალია პრომო ერთწუთიანია, თუმცა მოახერხა და ფანებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ GOT-ში ხელშეუხებელი არავინაა. ტიზერი გვიანონსებს, რომ დიდი ალბათობით არია, ტირიონი, ჯონ სნოუ და ჯეიმი ლანისტერი დაბედისწერო ბრძოლას შეეწირებიან. ამას კი ომისგან განადგურებულ ვინტერფელში ძირს დაყრილი მათი ნივთები მოწმობს. სერიალის ფინალური სეზონი 14 აპრილს გამოდის.
წყარო: https://www.youtube.com/
ვეტმომ დემნა გვასალიას შექმნილი ბოლო ზარის პერანგი წარადგინა, მისი ფასი 790 გირვანქა სტერლინგია.
მაისურები და პერანგები ამ დიზაინით ვეტმოს გაზაფხული/ზაფხული 2019-ის კოლექციაშია შესული.
წყარო: https://www.standard.co.uk/
არქეოლოგებმა ქალაქ აბიდოსში, რამზეს II-ის სამარხთან ახლოს, შენობის ნაწილები აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ ფარაონის სასახლე იყო.
გათხრების დროს არქეოლოგებმა სხვა შენობაში ქვის გასასვლელიც იპოვეს, რომელზეც ისეთივე იეროგლიფები აღმოჩნდა, როგორიც მთავარ ტაძარს აქვს.
წყარო: http://luxortimes.com
4 აპრილიდან კინოთეატრ “ამირანში” ალექსანდრე ქორიძის დოკუმენტური ფილმის, დაწესებულება #16-ის ჩვენება გაიმართება.
4 აპრილიდან კინოთეატრ "ამირანში" იხილეთ ახალი დოკუმენტური ფილმი "დაწესებულება #16". "დაწესებულება #16" – ეს არის ქალაქ რუსთავში მდებარე ციხე, რომელიც განსხვავდება საქართველოში დანარჩენი ციხეებისგან. აქ პატიმრებისთვის შექმნილია საუკეთესო პირობები. თუმცა მათ მაინც ყველაზე მთავარი და ფასდაუდებელი აკლიათ – თავისუფლება. ფილმის გადაღება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის ახალი რაკურსიდან გვიჩვენებს ციხის შიდა ცხოვრებას.
Gepostet von Institution #16 am Freitag, 22. März 2019
ფილმის გადაღებები 2 წლის განმავლობაში რუსთავის #16 ციხეში მიმდინარეობდა და იგი ახალი რაკურსიდან გვიჩვენებს ციხის შიდა ცხოვრებას.
წყარო: https://www.facebook.com/
ლუვრის პირამიდის 30 წლის აღსანიშნავად მუზეუმის წინ უზარმაზარი ოპტიკური ილუზიით შთამბეჭდავი გამოსახულება შექმნეს.
გამოსახულების შექმნას 4 დღე და 400 მოხალისე დასჭირდა. ოპტიკური ილუზია ფრანგ ქუჩის არტისტს, JR-ს ეკუთვნის.
წყარო: https://www.instagram.com/
7 აპრილს მზიურის თავისუფალი ჩვენების სივრცეში 2019 წელს ოსკარზე ნომინირებულ ლიბანურ ფილმს “კაპერნაუმს” აჩვენებენ.
ფილმის რეჟისორი ნადინ ლაბაკია და სიუჟეტი ქუჩაში მცხოვრებ ზაინზეა, რომელსაც ბავშვობა წაართვეს და ძალიან პატარა ასაკიდან იძულებული გახდა თვითგადარჩენისთვის ებრძოლა.
წყარო: https://www.facebook.com/
ნახეთ: ლას ვეგასის ყველაზე პოპულარულმა შადრევანმა “სამეფო კარის თამაშების” თემატიკაზე ცეკვა შეასრულა.
ოფიციალური ინფორმაციით, ეს შთამბეჭდავი წარმოდგენა ფინალური სეზონის პრემიერამდე, 14 აპრილამდე, ყოველ საღამოს გაიმართება.
წყარო: https://www.youtube.com