17 აპრილი დილიდან
დილა მშვიდობისა!
დღევანდელი დილა კარგი ამბით უნდა დავიწყოთ: ხანძრის შედეგად დაზიანებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენითი სამუშაოებისთვის ერთ დღე-ღამეში თითქმის ერთი მილიარდი ევრო შეგროვდა.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ტაძრის აღსადგენად თანხა გადარიცხა, ბერნარ არნო და მისი კომპანია LVMH არის, რომელიც აერთიანებს მოდის წამყვან სახლებს – Christian Dior-ს, Louis Vuitton-ს, Celine-ს, Givenchy-ს და სხვა. გარდა ამისა, ისტორიული ნაგებობის აღსადგენად 100 მილიონი ევრო გადარიცხა Kering-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანსუა ანრი პინომ. მისი კომპანია ისეთ ბრენდებს ფლობს, როგორიცაა Gucci, Alexander McQueen, BALENCIAGA, Yves Saint Laurent და სხვა. ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 50 მილიონი ევრო გამოიყოფა პარიზის ბიუჯეტიდან. დამატებით 10 მილიონს გამოყოფს საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონი. გარდა ამისა, გრანტები უკვე გამოყო ევროკომისიამ, იუნესკომ, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ.
წყარო: https://lifestyle.inquirer.net
19 აპრილს, 19:30 საათზე, სტამბის წიგნებში ერეკლე დეისაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
დეისაძის ახალი წიგნი გამომცემლობა “ინტელექტმა” გამოსცა.
წყარო: https://www.facebook.com/
“სამეფო კარის თამაშების” ფინალური სეზონის პრემიერამ HBO-ზე ყველანაირი რეკორდი მოხსნა
GOT-ს 14 აპრილს HBO-ს პირდაპირ ეთერში 17,4 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღსანიშნავია, რომ GOT-ის წინა სეზონის პრემიერას პირდაპირ ეთერში მხოლოდ 8 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალყურს. შეგახსენებთ, რომ ეს მხოლოდ HBO-ს ლაივის მაყურებელთა რაოდენობაა და არ ასახავს იმ ადამიანთა საერთო რიცხვს, რომელმაც სერიალი ნახა.
წყარო: https://www.indiewire.com
Tbilisi Open Air-მა სოციალური კამპანია – თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი დაიწყო
კამპანიის ფარგლებში 8 ადამიანი – ირაკლი ნადარეიშვილი, მარიამ სანოგო, ანასტასია პირველი, რუსუდან გოცირიძე, ნიკა დვალიძე, ანუშკა ჩხეიძე, ერეკლე დეისაძე და ნათია ჩიქოვანი თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეაზე საუბრობენ.
10 Years of Equality and Diversity Campaign by Tbilisi Open Air
"თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი" – Tbilisi Open Air-ის სოციალური კამპანია იწყება 🚀#musicbreaksfree #noplaceforhomophobia #noplaceforracism #noplaceforsexism #noplaceforhate #noplaceforfascism #noplaceforageism
Gepostet von Tbilisi Open Air / AlterVision am Samstag, 13. April 2019
ვიდეოები ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე კამპანიის ფარგლებში ყოველდღე გამოქვეყნდება. თითოეული მონაწილე კი თანასწორი და მრავალფეროვანი გარემოს მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
10 Years of Equality and Diversity – Mariam Sanogo
"Tbilisi Open Air, როგორც დიდი მუსიკალური პროექტი, 10 წლის მანძილზე აერთიანებს ყველა ტიპის ადამიანს და აძლევს დიდ თავისუფლებას" 💬დიდი მადლობა Mariam Sanogo-ს ჩვენს კამპანიაში მონაწილეობისთვის ❤️#musicbreaksfree #noplaceforhomophobia #noplaceforracism #noplaceforsexism #noplaceforhate #noplaceforfascism #noplaceforageism
Gepostet von Tbilisi Open Air / AlterVision am Dienstag, 16. April 2019
მსახიობი ჯორჯია ენჯელი 70 წლის ასაკში ნიუ-იორკში გარდაიცვალა.
ჯორჯია ენჯელს პოპულარობა მოუტანა სერიალებმა – „შოუ მერი ტაილერ მური” და „ყველას უყვარს რეიმონდი”.
წყარო: https://www.bbc.com/
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონტე-კარლოს მასტერსზე წყვილთა თანრიგში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.
ბასილაშვილისა და მოლდაველი რადუ ალბოტის წყვილმა სამხრეთაფრიკელი რავენ კლაასენისა და ბრიტანელი ჯო სოლსბერის წყვილს მოუგო.
ფოტო: https://www.live.ge
თბილისში “წიგნის სივრცე” იხსნება
განსაკუთრებული ამბავი მათთვის, ვისაც ლიტერატურა უყვარს: 18 აპრილს თბილისში წიგნის ახალი მაღაზია და საერთო სამუშაო სივრცე იხსნება. გახსნის დღეს მაღაზიაში მისულ ყველა სტუმარს განსაკუთრებული ფასდაკლება ელოდება უამრავ წიგნზე და რაც მთავარია, ლიტერატურული ფურშეტი, სადაც წიგნის გმირების საყვარელ კერძებს დააგემოვნებთ. გარდა ამისა, გახსნასთან დაკავშირებით დიანა ანფიმიადი სტუმრებთან ერთად დაამზადებს რამდენიმე კერძს წიგნიდან “კუკრუჭანები”.
წყარო: https://www.facebook.com/