fbpx

18 აპრილი დილიდან


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დღევანდელი დილა ბევრი, თანაც მრავალფეროვანი ინფორმაციით იქნება დატვირთული – დაწყებული “სამეფო კარის თამაშებით”, ჟურნალ Time-ის 2019 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიით და დამთავრებული ბაუჰაუსელი ქალებით.

 

ჟურნალმა Time-მა 2019 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა

გავლენიანი ადამიანების სიაში წელს მოხვდნენ მსახიობები – სანდრა ო, დუეინ ჯონსონი,  ემილია კლარკი, ბრი ლარსონი, რეჯინა კინგი, გლენ ქლოუზი, რემი მალეკი; მომღერლები – ტეილორ სვიფტი, არიანა გრანდე, ლედი გაგა და სხვები. 2019 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაშია აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამაც.

წყარო: https://twitter.com/

 

ლიტერატურის მუზეუმი გამოფენა „ბაუჰაუსელ ქალებს“ უმასპინძლებს

Image may contain: 8 people, people smiling, indoor

თბილისის ლიტერატურის მუზეუმში გამოფენა „ბაუჰაუსელი ქალები“ გაიხსნება. ღონისძიება ხორციელდება ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისისა და ერევნის გოეთეს ცენტრის თანამშრომლობით და ეძღვნება ბაუჰაუსის მოძრაობის დაფუძნების 100 წლის იუბილეს. გამოფენას 3 მაისს პროფესორი ულრიკე მიულერი გახსნის და წაიკითხავს ლექციას “ბაუჰაუსელი ქალები და ფემინისტების გამოსვლა თანამედროვე ეპოქაში”.

4 მაისს, 19:00 სთ-ზე, გამოფენის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფილმი „ლოტე ბაუჰაუსში“, გერმანულ ენაზე, ქართული სუბტიტრებით. გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში 3 მაისიდან 11 მაისამდე გაგრძელდება.

წყარო: https://www.facebook.com/

GOT-ის ვარსკვლავმა, სანსა სტარკის როლის შემსრულებელმა სოფი ტერნერმა აღიარა, რომ წლების განმავლობაში დეპრესიას ებრძოდა და არაერთხელ უფიქრია თავის მოკვლაზე

მსახიობი ამბობს, რომ ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველად გამოჩნდა “სამეფო კარის თამაშებში”. “ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ საკუთარ თავს ზიანს ვერ მივაყენებდი. საბოლოოდ კი დავიწყე იმის დაჯერება, რომ უნდა შევშვებოდი იმ უარყოფით გავლენას, რაც სოციალურ ქსელებს ჰქონდა. მივედი ფსიქოლოგთანაც და ახლა ყველაფერი რიგზეა. მივხვდი, რომ რაც უნდა უარყოფითი კომენტარი წაიკითხო, მთავარი გამოსავალი ამ ყველაფრიდან საკუთარი თავი შეყვარებაა”, – ამბობს სოფი ტერნერი.

ვიდეო: https://www.youtube.com


ვიქტორ ჰიუგოს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი Amazon-ზე ბესტსელერი გახდა

Image result for 'The Hunchback of Notre-Dame' sales soar on Amazon France

CNN-ის ცნობით, ვიქტორ ჰიუგოს რომანი “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” Amazon-ზე ერთ დღეში ყველაზე გაყიდვადი წიგნების ტოპ ასეულში მოხვდა. ფრანგულ ამაზონზე ასევე ასეულში შევიდა წიგნები ნოტრ-დამის ისტორიისა და არქიტექტურის შესახებ.

ნოტრ-დამში ხანძარი 15 აპრილის საღამოს გაჩნდა.  შენობა სრულ განადგურებას გადაურჩა. ჩამოინგრა შპილი, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა. ერთ დღე-ღამეში კი ტაძრის აღდგენითი სამუშაოებისთვის თითქმის ერთი მილიარდი დოლარი შეგროვდა.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

Airbnb მოგზაურებს სთავაზობს ღამე ლუვრის მუზეუმში გაატარონ

Airbnb Louvre experience

შეთავაზება ლუვრის პირამიდის 30 წლის იუბილეს ეძღვნება. გამარჯვებული 30 აპრილს გამოვლინდება. შესარჩევ კონკურსში მონაწილეს უნდა ეპასუხა კითხვისთვის, თუ რატომ იქნებოდა ის მონა ლიზას სრულყოფილი სტუმარი.

წყარო: https://edition.cnn.com/travel/

 

ნახეთ ტრეილერი: ნაომი უოტსი და რასელ ქროუ ახალ სერიალში მთავარ როლებს ასრულებენ

შოუთაიმის ახალ სერიალს The Loudest Voice ჰქვია და ის Fox News-ის ყოფილი უფროსის, როჯერ აილსის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. აილსი წლების წინ აშშ-ის პრეზიდენტების – რიჩარდ ნიქსონის, რონალდ რეიგანისა და ჯორჯ ბუშის მრჩეველი იყო მედია საკითხებში. სექსუალური შევიწროების გარდა აილსს არაერთხელ გაუკეთებია ჰომოფობიური განცხადებებიც.

სერიალის სიუჟეტი FOX-ის ყოფილი თანამშრომლის, გრეტჩენ კარლსონის გარშემო ვითარდება, რომელმაც როჯერ აილსი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. კარლსონის როლს ნაომი უოთსი ასრულებს, აილსისას კი – რასელ ქროუ.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ოსკარის მფლობელმა მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსმა ახალი ფილმი დააანონსა მსახიობმა კინოსამყაროში დასაბრუნებლად ახალ პროექტზე ისაუბრა.

Jennifer Lawrence Next Project

ლოურენსი მონაწილეობას მიიღებს რეჟისორ ლილა ნიუგბაუერის ახალ ფილმში. ეს ნიუგბაუერის პირველი შეხებაა კინოსამყაროსთან, აქამდე ის თეატრის რეჟისორი იყო. მთავარი როლის გარდა ჯენიფერი ფილმის პროდიუსერობასაც შეითავსებს. გადაღებები, სავარაუდოდ, ივნისში ნიუ-ორლეანში დაიწყება. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რაზე იქნება ფილმი.

წყარო: https://variety.com/2019/

 

ამერიკულ ფილმში Hellboy რუსმა გამქირავებლებმა სტალინის პერსონაჟი “ამოჭრეს” და მის მაგივრად ჰიტლერი “ჩასვეს”

ფილმის ის სცენა, სადაც ფილმის პერსონაჟი ბაბა-იაგა ცდილობს, საიქიოდან საბჭოთა ლიდერის სული გამოიძახოს, რუსებმა გადაახმოვანეს და სტალინის ნაცვლად გამოიყვანეს, თითქოს რუსული ზღაპრების ბოროტი პერსონაჟი ჰიტლერის სულ უხმობდა.

წყარო: https://tjournal.ru/tv

 

 


რეკომენდებული სტატიები
17 აპრილი დილიდან 
Play Video

17 აპრილი დილიდან 

17 აპრილი დილიდან 
დღევანდელი დილა კარგი ამბით უნდა დავიწყოთ: ხანძრის შედეგად დაზიანებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენითი სამუშაოებისთვის ერთ დღე-ღამეში თითქმის ერთი მილიარდი ევრო შეგროვდა.
16 აპრილი დილიდან
Play Video

16 აპრილი დილიდან

16 აპრილი დილიდან
გვიან ღამე სრულიად სამყარო შეძრა ამბავმა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. საბედნიეროდ, მეხანძრეებმა შეძლეს და ნოტრ-დამის ძირითადი ნაწილი გადაარჩინეს.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.