ვერსალის სარკეებიან დარბაზში რეივი გაიმართება
დროა მოემზადოთ მარია ანტუანეტასავით გასართობად: ვერსალის სასახლე მალე რეივს უმასპინძლებს. და ბაროკოს დედოფლის დროისგან განსხვავებით, ამ წვეულებაზე მოხვედრა რეალურად ხელმისაწვდომია.
სულ რაღაც 22 ევროდ როგორც საფრანგეთის ისტორიის, ასევე ელექტრონული მუსიკის მოყვარულები შეძლებენ Versailles Électro-ს ღონისძიებაზე დასწრებას, სადაც დიჯეები სასახლის სარკეებიან დარბაზში დაუკრავენ. დარბაზის გვერდით არსებული დავარცხნილი ბაღები კი დროებით რეივერებისთვის დიდ დენსფლორად გადაკეთდება.
ვერსალის რეივს დიჯეი და Daft Punk-ის ყოფილი მენეჯერი Busy P და მისი ჩამწერი ლეიბლი Ed Banger Records აწყობენ. Ed Banger Records-ს ფრანგულ ელექტრონულ სცენაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ღონისძიებაზე Breakbot x Irfane-ს, Myd-სა და So Me-ს წარმოადგენს.
სტუმრებს ასევე საშუალება ექნებათ თავიანთი შთაბეჭდილებები რამდენიმე ტიპის VIP ბილეთებით გაიმრავაფეროვნონ. ყველაზე ძვირფასი ბილეთი 160 ევრო ეღირება, რომლის მფლობელებსაც შეუძლიათ გაერთონ დახურულ ლაუნჯში, შეუზღუდავი კვებითა და რამდენიმე ჭიქა შამპანურით. რატომაც არა? სად უნდა იყო ხელგაშლილი, თუ არა ვერსალში.
რას იტყოდა ლუი XIV, თავისი სასახლის ამგვარად გამოყენების მოწმე რომ გამხდარიყო? ორგანიზატორების მტკიცებით, მას ეს ძალიან მოეწონებოდა. “ეს წვეულება ვერსალში მეფე მზის მიერ გამართულ პირველ ფესტივალებს და ამავდროულად ფრანგული ელექტრონული მუსიკის საფუძვლებს ეხმაურება”, – განაცხადეს ორგანიზატორებმა.
ვერსალის ფართი 2019 წლის 8 ივნისს გაიმართება.
ორიგინალი: https://www.townandcountrymag.com